მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193541.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მერე მეორე ფანჯარასთან მიირბინა.
She ran then to the other window.
193542.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პირდაპირ გოგონას ცხვირწინ მოზრდილმა ბუზმა ჩაიფრინა და ოთახში ხმამაღალი ბზუილით ფრენა დაიწყო.
A big fly swept past her nose, and buzzed noisily about the room.
193543.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე, მაგრამ პოლიანას ოთახში შემოფრენილი ბუზებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, სამაგიეროდ, აღფრთოვანებულმა აღმოაჩინა, რომ სახლის წინ მდგარ უზარმაზარ ხეს მსხვილი ტოტები სწორედ ამ ფანჯარასთან ისე გადმოეშალა, თითქოს თავის მკლავებში ჩასახუტებლად იხმობდა.
Then another came, and another; but Pollyanna paid no heed. Pollyanna had made a wonderful discovery—against this window a huge tree flung great branches. To Pollyanna they looked like arms outstretched, inviting her.
193544.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
გოგონამ მოულოდნელად ხმამაღლა გადაიკისკისა.
Suddenly she laughed aloud.
193545.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– რა თქმა უნდა! დარწმუნებული ვარ, შევძლებ, – წამოიძახა გახარებულმა და წამიც არ იყო გასული, რომ ფანჯრის რაფაზე მოხერხებულად აძვრა.
‘I believe I can do it,’ she chuckled. The next moment she had climbed nimbly to the window ledge.
193546.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
აქედან ფანჯრისკენ გამოშვერილ ტოტზე გადაძრომა უკვე აღარ გასჭირვებია, მერე კი პატარა მაიმუნივით ხან ერთ, ხან მეორე ტოტს მოეჭიდა და სულ ქვედა ტოტამდე ჩაძვრა.
From there it was an easy matter to step to the nearest tree-branch. Then, clinging like a monkey, she swung herself from limb to limb until the lowest branch was reached.
193547.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
თუმცა იმ ტოტიდან მიწაზე ჩახტომის პერსპექტივამ ხეებზე ძრომას შეჩვეული პოლიანაც კი შეაშინა.
The drop to the ground was—even for Pollyanna, who was used to climb ing trees—a little fearsome.
193548.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მაგრამ გოგონამ გამბედაობა მოიკრიბა, პატარა, თუმცა ძლიერი ხელებით ტოტს ჩამოეკიდა და წამით სუნთქვაშეკრული მიწაზე, რბილ ბალახში ოთხზე დახტა.
She took it, however, with bated breath, swinging from her strong little arms, and landing on all fours in the soft grass.
193549.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მერე ფეხზე ცოცხლად წამოხტა და ხარბი მოუთმენლობით გარშემო მიმოიხედა.
Then she picked herself up and looked eagerly about her.
193550.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პირდაპირ პოლიანას თვალწინ ბაღი გაეშენებინათ, რომლის კვლებშიც ვიღაც წელში მოხრილი მოხუცი მუშაობდა.
Before her lay a garden in which a bent old man was working.
193551.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ბაღის მერე კი ვიწრო ბილიკი მოჩანდა, რომელიც ფართო მინდორს კვეთდა და ციცაბო გორაკისკენ მიიკლაკნებოდა.
Beyond the garden a little path through an open field led up a steep hill, at the top of which a lone pine tree stood on guard beside the huge rock.
193552.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
გორაკის თავზე კი, პირდაპირ კლდესავით წამომართული უზარმაზარი ქვის გვერდით, გეგონება რაღაცას დარაჯობსო, ტოტები მარტოსულად მდგარ ფიჭვს გაეშალა.
To Pollyanna, at the moment, there seemed to be just one place in the world worth being in—the top of that big rock.
193553.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პოლიანამ ყვავილნარს გვერდი მოხერხებულად აუარა და იქვე დახრილ მოხუცს ჩაურბინა, მერე კოხტად ჩალაგებული ბუჩქებისა და ხეების რიგებსაც გასცდა და სირბილისგან ოდნავ აქოშინებულმა მინდორზე გაკლაკნილ ბილიკამდე მიაღწია, ბოლოს კი, მას შემდეგ, რაც მინდორიც გადაირბინა, მტკიცე ნაბიჯით გორაკზე ასვლა დაიწყო.
With a run and a skilful turn, Pollyanna skipped by the bent old man, threaded her way between the orderly rows of green growing things, and—a little out of breath—reached the path that ran through the open field. Then, determinedly, she began to climb.
193554.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
თუმცა ახლა უკვე იმასაც მიხვდა, რომ იმ დიდ, კლდესავით ქვამდე, რომელიც სახლიდან ასე ახლოს ჩანდა, საკმაოდ შორი ყოფილა.
Already, however, she was thinking what a long, long way off that rock must be, when back at the window it had looked so near!
193555.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
თხუთმეტი წუთის შემდეგ ჰარინგტონების სახლის ჰოლში ჩამოკიდებულმა დიდმა საათმა ექვსჯერ დარეკა და ბოლო, მეექვსე დარტყმაზე ნენსიმ, იმის ნიშნად, რომ ვახშამი გაშლილი იყო, პატარა ზანზალაკი ააწკარუნა.
Fifteen minutes later the great clock in the hallway of the Harrington homestead struck six. At precisely the last stroke Nancy sounded the bell for supper.
193556.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ნენსი, – კატეგორიულად მიმართა კერძით ხელში სასტუმრო ოთახში შესულ შინამოსამსახურეს, – ჩემი დისშვილი ვახშამზე აგვიანებს...
‘Nancy,’ she said with decision, as soon as the little serving-maid appeared; ‘my niece is late.
193557.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
არა, არა, არ დაუძახო! – დაამატა მკაცრი ხმით, როდესაც დიასახლისის სიტყვების პასუხად ნენსიმ პოლიანას დასაძახებლად ჰოლისკენ გაიწია.
No, you need not call her,’ she added severely, as Nancy made a move toward the hall door.
193558.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– დიახ, მემ, – უპასუხა ნენსიმ და აშკარად გაუმართლა, რომ მის პოლის იმწუთას მისი გამომეტყველება არ დაუნახავს.
‘Yes, ma’am.’ It was well, perhaps, that Miss Polly did not happen to be looking at Nancy’s face just then.
193559.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ვახშმის შემდეგ, როგორც კი თავისუფალი წუთი გამოუჩნდა, ნენსი უკანა კიბისკენ გაიპარა და იქიდან პოლიანას ოთახში აირბინა.
At the earliest possible moment after supper, Nancy crept up the back stairs and thence to the attic room.
193560.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– პური და რძე! ო, ღმერთო ჩემო!.. არა, ამას მოფიქრება არ უნდა?! და ეს მაშინ, როცა საწყალმა ბავშვმა, ალბათ, ტირილით თვალები ამოიღამა და დაღლილს ჩაეძინა, – ბუზღუნებდა გაცეცხლებული, სანამ კიბეზე ავიდოდა და პოლიანას ოთახის კარს გააღებდა.
‘Bread and milk, indeed!—and when the poor lamb hain’t only just cried herself to sleep,’ she was muttering fiercely, as she softly pushed open the door.