მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193561.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მაგრამ წამიც არ იყო გასული და შეშინებულმა წამოიკივლა.
The next moment she gave a frightened cry.
193562.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– სად ხარ?
Where are you?
193563.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– მისტერ ტომ, მისტერ ტომ, გაქრა, ის ღვთის გამოგზავნილი ბავშვი გაქრა!
‘Mr. Tom, Mr. Tom, that blessed child’s gone,’ she wailed.
193564.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მოხუცი გასწორდა და ნენსის შეხედა.
The old man straightened up.
193565.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– გაფრინდა?.. ზეცაში გარინდა?.. – გაიმეორა დაბნეულმა და გაუაზრებლად თვალი ჩამავალი მზის სხივებით განათებულ ცას მოავლო, მერე მზერა შორს, რაღაც წერტილზე შეაჩერა, წამით გაშეშდა, იმ რაღაცას კარგად დააკვირდა და ამჯერად უკვე მოღიმარი, აუჩქარებლად ისევ ნენსისკენ შეტრიალდა.
‘Gone? Heaven?’ he repeated stupidly, unconsciously sweeping the brilliant sunset sky with his gaze. He stopped, stared a moment intently, then turned with a slow grin.
193566.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ჰო, ნენსი, ასეა, ასე, ყოველ შემთხვევაში, ცასთან რაც შეიძლება ახლოს მისვლას რომ ცდილობს, ფაქტია, – საკუთარი ნათქვამის დამადასტურებლად თავის კანტურს მოჰყვა მოხუცი და მოკაკული თითი იქით გაიშვირა, სადაც უზარმაზარ ქვასთან, ჩამავალი მზის სხივებით წითლად აალებული ცის ფონზე, თითქოს ჰაერში ლივლივებსო, მკვეთრად გამოსახული, ქარისგან თმააწეწილი და კაბააფრიალებული თხელ-თხელი გოგონას ფიგურა მოჩანდა.
‘Well, Nancy, it do look like as if she’d tried ter get as nigh Heaven as she could, and that’s a fact,’ he agreed, pointing with a crooked finger to where, sharply outlined against the reddening sky, a slender, wind-blown figure was poised on top of a huge rock.
193567.
პოლიანა | თავი V, თამაში
–ოჰ, ღმერთო ჩემო! მის პოლიანა!.. როგორ შემაშინე... – ვიშვიშებდა გორაკის თავზე ასული ნენსი და დიდი ქვისკენ მიიჩქაროდა, რომლიდანაც პოლიანა ნენსის დანახვაზე სწორედ წუთის წინ უწადილოდ ჩამოცურდა.
‘For the land’s sake, Miss Pollyanna, what a scare you did give me,’ panted Nancy, hurrying up to the big rock, down which Pollyanna had just regretfully slid.
193568.
პოლიანა | თავი V, თამაში
– შეგაშინეთ? ძალიან, ძალიან ვწუხვარ, ნენსი, მაგრამ რატომ? დამიჯერეთ, არ უნდა შეგშინებოდათ.
‘Scare? Oh, I’m so sorry; but you mustn’t, really, ever get scared about me, Nancy.
193569.
პოლიანა | თავი V, თამაში
თავიდან მამას და კომიტეტის ქალებსაც ეშინოდათ ხოლმე, მაგრამ მერე შეეჩვივნენ, დარწმუნდნენ, რომ არასდროს არაფერი მემართებოდა და უკან ყოველთვის მშვიდობიანად ვბრუნდებოდი.
Father and the Ladies’ Aid used to do it, too, till they found I always came back all right.’
193570.
პოლიანა | თავი V, თამაში
– მაგრამ მე ხომ ისიც არ ვიცოდი, რომ სახლიდან გახვედი! – წამოიძახა ნენსიმ, მერე, თითქოს ეშინია, კიდევ სადმე არ გაექცესო, გოგონას ხელი მაგრად ჩასჭიდა და მასთან ერთად გორაკიდან ნაჩქარევად ჩამოსვლა დაიწყო.
‘But I didn’t even know you’d went,’ cried Nancy, tucking the little girl’s hand under her arm and hurrying her down the hill.
193571.
პოლიანა | თავი V, თამაში
– მე ხომ არ დამინახავს, რომ სახლიდან წახვედი, და საერთოდ არავისაც არ დაუნახავს, ამიტომ ვიფიქრე, რომ სახურავიდან პირდაპირ ცაში აფრინდი, ჰო, ჰო ასე ვიფიქრე...
‘I didn’t see you go, and nobody didn’t. I guess you flew right up through the roof; I do, I do.’
193572.
პოლიანა | თავი V, თამაში
პოლიანამ გადაიკისკისა და გახალისებულმა ხტუნვა დაიწყო.
Pollyanna skipped gleefully.
193573.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ჰო, ზუსტადაც სახურავიდან გავფრინდი... ოღონდ ცაში კი არა, ქვევით ჩამოვფრინდი. ხეზე გადავძვერი და სახლიდან ისე გამოვედი.
‘I did, ‘most—only I flew down instead of up. I came down the tree.’
193574.
პოლიანა | თავი V, თამაში
გაოგნებული ნენსი ერთ ადგილას გაშეშდა.
Nancy stopped short.
193575.
პოლიანა | თავი V, თამაში
– რა... რა გააკეთე?
‘You did—what?’
193576.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ფანჯრიდან ხეზე გადავედი და ქვევით ჩამოვძვერი.
‘Came down the tree, outside my window.’
193577.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ღმერთო ჩემო! – მღელვარებისგან სუნთქვაც კი შეეკრა ნენსის და პოლიანასთან ერთად გზა რაც შეიძლებოდა ჩქარი ნაბიჯით განაგრძო, – საინტერესოა, დეიდაშენი რას იტყოდა ამაზე!
‘My stars and stockings!’ gasped Nancy, hurrying on again. ‘I’d like ter know what yer aunt would say ter that!’
193578.
პოლიანა | თავი V, თამაში
– მართლა გაინტერესებთ? კარგი, მაშინ სახლში რომ დავბრუნდებით, მოვუყვები ფანჯრიდან როგორ გადმოვძვერი და გაიგებთ, რას იტყვის, – ხალისით დაჰპირდა პატარა გოგონა.
‘Would you? Well, I’ll tell her, then, so you can find out,’ promised the little girl, cheerfully.
193579.
პოლიანა | თავი V, თამაში
– რატომ? ფიქრობთ, დეიდა პოლის არ მოეწონება, ფანჯრიდან რომ გადმოვძვერი? – გულწრფელად შეშფოთდა პოლიანა.
‘Why, you don’t mean she’d CARE!’ cried Pollyanna, plainly disturbed.
193580.
პოლიანა | თავი V, თამაში
– მე მოგეხმარებით, – მაშინვე ხალისით დაპირდა პოლიანა.
‘I’ll help,’ promised Pollyanna, promptly.