მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193581.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ოჰ, არა, მის პოლიანა, რას ამბობ! – იუარა გულაჩუყებულმა ნენსიმ.
‘Oh, Miss Pollyanna!’ demurred Nancy.
193582.
პოლიანა | თავი V, თამაში
ერთხანს ორივე ხმისამოუღებლად მიაბიჯებდა.
For a moment there was silence.
193583.
პოლიანა | თავი V, თამაში
მზე უკვე ჩასულიყო და ცა სწრაფად მუქდებოდა.
The sky was darkening fast.
193584.
პოლიანა | თავი V, თამაში
პოლიანამ თავის ახალ მეგობარს ხელი კიდევ უფრო მაგრად ჩასჭიდა.
Pollyanna took a firmer hold of her friend’s arm.
193585.
პოლიანა | თავი V, თამაში
– იცით, ცოტათი მაინც მიხარია, რომ შეგაშინეთ, ამის გამო ხომ ჩემს საძებნელად წამოხვედით, – თქვა გოგონამ და აშკარად მოიბუზა.
‘I reckon I’m glad, after all, that you DID get scared—a little, ‘cause then you came after me,’ she shivered.
193586.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ჩემო საბრალო კრავო!..
‘Poor little lamb!
193587.
პოლიანა | თავი V, თამაში
თან ყველაფერთან ერთად მშიერიც ხარ, ალბათ, არა?..
And you must be hungry, too.
193588.
პოლიანა | თავი V, თამაში
სამწუხაროდ, ჩემთან ერთად სამზარეულოში მხოლოდ პურით და რძით მოგიწევს ვახ შმობა. ხომ გესმის... დეიდაშენი გაბრაზდა, ვახშმად რომ არ ჩამოხვედი.
I—I’m afraid you’ll have ter have bread and milk in the kitchen with me. Yer aunt didn’t like it—because you didn’t come down ter supper, ye know.’
193589.
პოლიანა | თავი V, თამაში
– რა მექნა, არ შემეძლო, მე ხომ აქ ვიყავი.
‘But I couldn’t. I was up here.’
193590.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ჰო, მაგრამ იმან ხომ ეს არ იცოდა! – ირონიული გაცინებისგან თავი ძლივს შეიკავა და სამართლიანობისთვის რომ არ ეღალატა, რაც შეიძლებოდა მშრალად შენიშნა ნენსიმ.
‘Yes; but—she didn’t know that, you see!’ observed Nancy, dryly, stifling a chuckle.
193591.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ძალიან ვწუხვარ, ძალიან, რომ ვახშმად მხოლოდ პური და რძე უნდა იკმარო.
‘I’m sorry about the bread and milk; I am, I am.’
193592.
პოლიანა | თავი V, თამაში
– მე კიდევ სულაც არა. პირიქით, ძალიანაც მიხარია.
‘Oh, I’m not. I’m glad.’
193593.
პოლიანა | თავი V, თამაში
– გიხარია? რატომ?
‘Glad! Why?’
193594.
პოლიანა | თავი V, თამაში
– მიყვარს პური და რძე. თანაც თქვენთან ერთად ვახშამი უფრო სასიამოვნო იქნება ჩემთვის. ამით გახარება რთული სულაც არ არის.
‘Why, I like bread and milk, and I’d like to eat with you. I don’t see any trouble about being glad about that.’
193595.
პოლიანა | თავი V, თამაში
– როგორც ვხედავ, შენ სულაც ყველაფრით გახარებას ახერხებ, – აღნიშნა ნენსიმ და იმის გახსენებაზე, როგორ იმხნევებდა გულს და რა მონდომებით ცდილობდა პოლიანა სხვენში იმ უღიმღამო ოთახის შეყვარებას, მღელვარებისგან წამით სუნთქვაც კი შეეკრა.
‘You don’t seem ter see any trouble bein’ glad about everythin’,’ retorted Nancy, choking a little over her remembrance of Pollyanna’s brave attempts to like the bare little attic room.
193596.
პოლიანა | თავი V, თამაში
პოლიანას ხმადაბლა გაეცინა.
Pollyanna laughed softly.
193597.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ეს ხომ, უბრალოდ, თამაშია ასეთი!
‘Well, that’s the game, you know, anyway.’
193598.
პოლიანა | თავი V, თამაში
– აუხსნა პოლიანამ, – ყოველთვის ასე ვთამაშობდით, მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან პატარა გოგო ვიყავი.
We’ve played it always, ever since I was a little, little girl.
193599.
პოლიანა | თავი V, თამაში
მერე ეს თამაში კომიტეტის ქალებსაც ვასწავლე და ისინიც თამაშობდნენ... უფრო სწორად, ყველა არა, მაგრამ რამდენიმე სიამოვნებით თამაშობდა.
I told the Ladies’ Aid, and they played it— some of them.
193600.
პოლიანა | თავი V, თამაში
პოლიანამ ისევ გაიცინა, მაგრამ ამასთან, ამოიოხრა კიდეც და ჩამოწოლილ ბინდ-ბუნდში მოგრძო და გამხდარ სახეზე სევდამ გადაურბინა.
Pollyanna laughed again, but she sighed, too; and in the gathering twilight her face looked thin and wistful.