მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193601.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ეს თამაში მაშინ დავიწყეთ, როცა ერთხელაც ეკლესიისთვის შეგროვებულ შემოწირულობაში ხის საბავშვო ყავარჯნები აღმოვაჩინეთ.
‘Why, we began it on some crutches that came in a missionary barrel.’
193602.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ღმერთო, მიშველე!
‘Well, goodness me!
193603.
პოლიანა | თავი V, თამაში
როგორ შეიძლება იმან გაგახაროს, რომ თოჯინის მაგივრად ვიღაც ყავარჯნებს გჩუქნის?!
I can’t see anythin’ ter be glad about— gettin’ a pair of crutches when you wanted a doll!’
193604.
პოლიანა | თავი V, თამაში
– არადა შეიძლება... შეიძლება! – წამოიძახა.
‘There is—there is,’ she crowed.
193605.
პოლიანა | თავი V, თამაში
– მაშინ, იქნებ, მეც ამიხსნა, რომ გავიგო?! – უთხრა ლამის ნაწყენმა და უკვე საბოლოოდ გაღიზიანებულმა ნენსიმ.
‘Well, then, suppose YOU tell ME,’ almost snapped Nancy.
193606.
პოლიანა | თავი V, თამაში
– რა თქმა უნდა! ეს ხომ ძალიან მარტივია, ნენსი! უბრალოდ, გიხარია, რომ ის ყავარჯნები შენ არ გჭირდება! – მოზეიმე ხმით წამოიძახა პოლიანამ, – ხედავთ, რა ადვილია?.. მთავარია, იცოდე, როგორ ითამაშო!
‘Goosey! Why, just be glad because you don’t—NEED— ‘EM!’ exulted Pollyanna, triumphantly. ‘You see it’s just as easy—when you know how!’
193607.
პოლიანა | თავი V, თამაში
– მგონი, სრული სისულელეა! – ჩაილაპარაკა ნენსიმ და პოლიანას უკვე, ცოტა არ იყოს, შეშფოთებულმა გადახედა.
‘Well, of all the queer doin’s!’ breathed Nancy, regarding Pollyanna with almost fearful eyes.
193608.
პოლიანა | თავი V, თამაში
– არა, ნენსი, არა, სისულელე სულაც არ არის... პირიქით, არაჩვეულებრივი თამაშია, – ენთუზიაზმით უპასუხა პოლიანამ.
‘Oh, but it isn’t queer—it’s lovely,’ maintained Pollyanna enthusiastically.
193609.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ჰო, ანდა, როცა სხვენის ერთი ბეწო ოთახში მოგიჩენენ ადგილს, რომელიც ყველაფერთან ერთად ასეთი ცარიელი და უღიმღამოა, – ჩაიბუზღუნა ნენსიმ.
‘Yes, or when you’re put in a snippy little room ‘way at the top of the house with nothin’ in it,’ growled Nancy.
193610.
პოლიანა | თავი V, თამაში
პოლიანამ ამოიოხრა.
Pollyanna sighed.
193611.
პოლიანა | თავი V, თამაში
– თავიდან ძალიან გამიჭირდა, – აღიარა პოლიანამ, – განსაკუთრებით იმიტომ, რომ სრულიად მარტო ვიყავი...
‘That was a hard one, at first,’ she admitted, specially when I was so kind of lonesome.
193612.
პოლიანა | თავი V, თამაში
თამაშიც კი აღარ მინდოდა. და ამიტომ იმედი მქონდა, რომ ლამაზი ნივთები მაინც გამახარებდა!
I just didn’t feel like playing the game, anyway, and I HAD been wanting pretty things, so!
193613.
პოლიანა | თავი V, თამაში
მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ სამაგიეროდ, სარკეში ჩემი ჭორფლის დანახვა აღარ მომიწევდა და ფანჯრიდან ხედი, ის არაჩვეულებრივად ლამაზი სურათი დავინახე და მაშინვე მივხვდი, რას შეიძლებოდა აქ გავეხარებინე.
Then I happened to think how I hated to see my freckles in the looking-glass, and I saw that lovely picture out the window, too; so then I knew I’d found the things to be glad about.
193614.
პოლიანა | თავი V, თამაში
საქმე ის არის, რომ, ხომ გესმით, როცა თუნდაც პატარა, მაგრამ რამე სასიხარულოს ეძებ და პოულობ, თითქოს ისიც კი გავიწყდება, მანამდე რა გინდოდა... აი, დაახლოებით ისევე, როგორც თოჯინის შემთხვევაში იყო.
You see, when you’re hunting for the glad things, you sort of forget the other kind—like the doll you wanted, you know.
193615.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ჰმ!.. – ჩაახველა სუნთქვაშეკრულმა ნენსიმ და ყელში გაჩხერილი ცრემლების ბურთის ჩაყლაპვას შეეცადა.
‘Humph!’ choked Nancy, trying to swallow the lump in her throat.
193616.
პოლიანა | თავი V, თამაში
თუმცა მგონი, ახლა თამაში უფრო გამიჭირდება, იმიტომ, რომ ისეთი არავინ მყავს, ვისთანაც ვითამაშებ...
‘I suppose, though, it—it’ll be a little harder now, as long as I haven’t anybody to play it with.
193617.
პოლიანა | თავი V, თამაში
მაგრამ იქნებ, დეიდა პოლიმ მოინდომოს ჩემთან ერთად თამაში? – ჰკითხა ნენსის წამიერი ჩაფიქრების მერე.
Maybe Aunt Polly will play it, though,’ she added, as an after-thought.
193618.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ი-ის?! ღმერთო ჩემო! – თავისთვის ჩაიჩურჩულა ნენსიმ;
‘My stars and stockings!—HER!’ breathed Nancy, be hind her teeth.
193619.
პოლიანა | თავი V, თამაში
– მოდი, ასე მოვიქცეთ, ნამდვილად ვერ დაგპირდები, რომ ძალიან კარგად გამომივა და სულაც არ ვამტკიცებ, რომ ვიცი, ასეთი რამეები როგორ უნდა გამიხარდეს, მაგრამ შენთან მე ვითამაშებ, აი, ნახავ, შევძლებ!
‘See here, Miss Pollyanna, I ain’t sayin’ that I’ll play it very well, and I ain’t sayin’ that I know how, anyway; but I’ll play it with ye, after a fashion—I just will, I will!’
193620.
პოლიანა | თავი V, თამაში
– ო, ნენსი! – წამოიძახა სიხარულით თვალებანთებულმა პოლიანამ და ნენსის მოეხვია, – რა კარგია! წარმომიდგენია, როგორ ვიმხიარულებთ!
‘Oh, Nancy!’ exulted Pollyanna, giving her a rapturous hug. ‘That’ll be splendid! Won’t we have fun?’