მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193641.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მისი ოთახის ფანჯრები სამხრეთით და დასავლეთით გადიოდა და შესაბამისად, ოთახში მზის სხივები ვერ აღწევდა, თუმცა პოლიანამ ჯერაც დილის ნისლით შეფერილი ცისფერი ცა დაინახა და ისედაც მიხვდა, რომ მზიანი დღე თენდებოდა.
Her windows faced the south and the west, so she could not see the sun yet; but she could see the hazy blue of the morning sky, and she knew that the day promised to be a fair one.
193642.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
სხვენის პატარა ოთახში ამ დროს შედარებით გრილოდა, ნიავს გაღებულ ფანჯრებში სუფთა და მოტკბო, სასიამოვნო არომატით გაჯერებული ჰაერი შემოჰქონდა.
The little room was cooler now, and the air blew in fresh and sweet.
193643.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ბაღიდან ჩიტების ხალისიანი ჭიკჭიკი ისმოდა და პოლიანამ ჩიტების მისასალმებლად ფანჯარასთან მიირბინა;
Outside, the birds were twittering joyously, and Pollyanna flew to the window to talk to them.
193644.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
თუმცა ფანჯარასთან მისულმა, ქვევით, ბაღში თავისი დეიდა დაინახა, რომელიც უკვე ამდგარიყო და ვარდის ბუჩქების გასწვრივ სეირნობდა.
She saw then that down in the garden her aunt was already out among the rosebushes.
193645.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
სხვენის ოთახიდან სირბილით გამოვიდა და კიბეც ისე ჩაირბინა, რომ სიჩქარეში სხვენის ორივე კარი გაღებული დარჩა.
Down the attic stairs sped Pollyanna, leaving both doors wide open.
193646.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მერე ჰოლი გადაჭრა, ბადეაკრული მთავარი შესასვლელი კარი გაიჯახუნა და მას შემდეგ, რაც სახლს გარშემო შემოურბინა, ბაღში აღმოჩნდა.
Through the hall, down the next flight, then bang through the front screened-door and around to the garden, she ran.
193647.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ო, დეიდა პოლი!.. როგორ მიხარია!.. რომ იცოდეთ, როგორ მიხარია... დღეს ცხოვრება განსაკუთრებით მიხარია, დეიდა პოლი!
‘Oh, Aunt Polly, Aunt Polly, I reckon I am glad this morning just to be alive!’
193648.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– პოლიანა! – მკაცრად შეიცხადა აღშფოთებულმა მის პოლიმ და წელში გასწორება სცადა, თუმცა მხოლოდ იმდენად შეძლო, რამდენადაც ამის საშუალებას ჯერაც კისერზე მკლავებშემოხვეული ოთხმოცდაათფუნტიანი პოლიანა აძლევდა, – გინდა მითხრა, რომ დილაობით შენ ყოველთვის ასე ესალმები ადამიანებს?
‘PollyANNA!’ remonstrated the lady, sternly, pulling herself as erect as she could with a dragging weight of ninety pounds hanging about her neck. ‘Is this the usual way you say good morning?’
193649.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
პოლიანამ დეიდას ხელები გაუშვა, თითქოს ცეკვავსო, ფეხის წვერებზე ჩაიცუცქა, ჩაცუცქულმავე ორიოდ წამის განმავლობაში იხტუნა და ისევ ფეხზე წამოხტა.
The little girl dropped to her toes, and danced lightly up and down.
193650.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– არა, მხოლოდ მაშინ, როცა ვიღაც ძალიან, ძალიან მიყვარს! ასეთ დროს სხვანაირად არ შემიძლია, დეიდა პოლი!
No, only when I love folks so I just can’t help it!
193651.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ჩემი ფანჯრიდან დაგინახეთ და უცებ მივხვდი, რომ საქველმოქმედო კომიტეტიდან ქალებიდან ერთ-ერთი კი არა, ჩემი ნამდვილი დეიდა იყავით!.. და თან ისეთი კეთილი სახე გქონდათ, რომ, უბრალოდ, არ შემეძლო, არ მომერბინა და არ მოგხვეოდით!
I saw you from my window, Aunt Polly, and I got to thinking how you WEREN’T a Ladies’ Aider, and you were my really truly aunt; and you looked so good I just had to come down and hug you!
193652.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მის პოლიმ კოპების შეკვრა სცადა, მაგრამ ჩვეულებისამებრ შეუვალი და მკაცრი გამომეტყველების მიღება ამჯერად რატომღაც ბოლომდე არ გამოუვიდა.
Miss Polly attempted a frown—with not her usual success.
193653.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– პოლიანა, შენ... მე... ტომას, ვფიქრობ, დღეისთვის საკმარისია.
‘Pollyanna, you—I Thomas, that will do for this morning.
193654.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მიხვდით, ხომ, რა გითხარით?.. ჰმ, ამ ვარდებთან დაკავშირებით... – თქვა რაც შეიძლებოდა თავშეკავებულად, სწრაფად შეტრიალდა და იქაურობას გაეცალა.
I think you understand—about those rose-bushes,’ she said stiffly. Then she turned and walked rapidly away.
193655.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– თქვენ ყოველთვის ბაღში მუშაობთ, მისტერ... ე-ე... მისტერ?.. – ჰკითხა ცნობისმოყვარედ პოლიანამ მოხუც მებაღეს.
‘Do you always work in the garden, Mr.—Man?’ asked Pollyanna, interestedly.
193656.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
თბილად მოღიმარი, მაგრამ თვალებზე ცრემლშერჩენილი მოხუცი ბავშვისკენ შემობრუნდა.
His lips were twitching, but his eyes looked blurred as if with tears.
193657.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– დიახ, მის, მე მოხუცი ტომი ვარ, მებაღე, – უპასუხა მოხუცმა
‘Yes, Miss. I’m Old Tom, the gardener,’ he answered.
193658.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მერე კი მორიდებით, მაგრამ თითქოს რაღაც გადაულახავი ძალით მართულმა, აკანკალებული ხელი გაიშვირა და პოლიანას წამით ქერათმიან თავზე დაადო, – რომ იცოდეთ, დედათქვენს როგორ ჰგავხართ.
Timidly, but as if impelled by an irresistible force, he reached out a shaking hand and let it rest for a moment on her bright hair. You are so like your mother.
193659.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ჰმ, აქ, ამ ბაღში იმ დროიდან მოყოლებული ვმუშაობ...
You see, I used ter work in the garden—then.’
193660.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
აღფრთოვანებულმა პოლიანამ პირიც კი გააღო და ჰაერი ხმაურით ჩაისუნთქა.
Pollyanna caught her breath audibly.