მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193661.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ჩემს დედიკოს მაშინ იცნობდით... როცა ის ჯერ კიდევ მიწიერი პატარა ანგელოზი იყო და არა ზეციური?!
And you knew my mother, really—when she was just a little earth angel, and not a Heaven one?
193662.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
და მოხუცის გვერდით, პირდაპირ მიწაზე, ვარდის ბუჩქებს შორის, კვალში ჩაჯდა.
And down plumped Pollyanna in the middle of the dirt path by the old man’s side.
193663.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
წამის შემდეგ კი უკანა კარიდან ნენსი გამოვარდა და მათკენ გამოიქცა.
The next moment Nancy was seen flying out the back door.
193664.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– მის პოლიანა, ეს ზარი იმას ნიშნავს, რომ საუზმის დროა, – მიირბინა თუ არა, სირბილისგან აქოშინებულმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიახალა გოგონას, მერე ხელი ჩაავლო, მიწიდან წამოაყენა და ლამის ძალით, უკან, სახლისკენ გაიყოლა, – სხვა დროს კი, იმას, რომ სადილის ან ვახშმის დროა.
‘Miss Pollyanna, that bell means breakfast—mornin’s,’ she panted, pulling the little girl to her feet and hurrying her back to the house; ‘and other times it means other meals.
193665.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
თუ ამას არ იზამ, ჰმ... არ ვიცი... მაშინ მოგვიწევს, ვინმე შენზე და ჩემზე ჭკვიანი ვიპოვოთ, რომ აქ დატრიალებულ ამბებში რამე სასიხარულო იპოვოს! – დაასრულა ქოთქოთი ნენსიმ და გეგონება, კრუხს ჩამორჩენილ ურჩ წიწილას აბრუნებს საქათმეშიო, პოლიანა სახლში შეაგდო.
If ye don’t—well, it’ll take somethin’ smarter’n we be ter find ANYTHIN’ ter be glad about in that!’ she finished, shooing Pollyanna into the house as she would shoo an unruly chicken into a coop.
193666.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
საუზმის პირველმა ხუთმა წუთმა სრულ მდუმარებაში ჩაიარა.
Breakfast, for the first five minutes, was a silent meal;
193667.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ბოლოს, მის პოლიმ, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში კოპებშეკრული და უკმაყოფილო გამომეტყველებით ბზუილ-ბზუილით აქეთ-იქით მფრინავ ორ ბუზს არ აშორებდა თვალს, მკაცრად წარმოთქვა: – ნენსი, ეს ბუზები საიდან გაჩნდნენ?
Then Miss Polly, her disapproving eyes following the airy wings of two flies darting here and there over the table, said sternly: ‘Nancy, where did those flies come from?’
193668.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– არ ვიცი, მემ. სამზარეულოში არც ერთი არ დამინახავს.
‘I don’t know, ma’am. There wasn’t one in the kitchen.’
193669.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
წინა დღეს პოლიანა თავის ოთახში რომ ვერ აღმოაჩინა, ნენსი იმდენად აღელდა, რომ ვერც გაღებული ფანჯრები შენიშნა და შესაბამისად, არც მათ დახურვაზე უზრუნია.
Nancy had been too excited to notice Pollyanna’s up-flung windows the afternoon before.
193670.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– მგონი ეს ჩემი ბუზები არიან, დეიდა პოლი, – მიამიტად აუხსნა პოლიანამ დეიდას, – ზევით, ჩემს ოთახში იყვნენ ბლომად და დროს მშვენივრად ატარებდნენ.
‘I reckon maybe they’re my flies, Aunt Polly,’ observed Pollyanna, amiably. ‘There were lots of them this morning having a beautiful time upstairs.’
193671.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ამის გაგონებაზე ნენსი სასადილო ოთხიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა და მაგიდაზე დასადგმელად შემოტანილი ახალგამომცხვარი, ცხელ-ცხელი ფუნთუშებით სავსე, დიდი თეფშიც უკან წაიღო.
Nancy left the room precipitately, though to do so she had to carry out the hot muffins she had just brought in.
193672.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– შენი ბუზები?! – გაოგნებისგან მის პოლის სუნთქვაც კი შეეკრა, – ამით რის თქმა გინდა? საიდან გაჩნდნენ?
‘Yours!’ gasped Miss Polly. ‘What do you mean? Where did they come from?’
193673.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– როგორ თუ საიდან? რა თქმა უნდა, გარედან, დეიდა პოლი. ფანჯრიდან შემოფრინდნენ. მე თვითონ დავინახე, ორმა ზუსტად ჩემ ცხვირწინ ჩაიფრინა.
‘Why, Aunt Polly, they came from out of doors of course, through the windows. I SAW some of them come in.’
193674.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– დაინახე?! გინდა თქვა, რომ ფანჯარა გააღე? კი, მაგრამ ვერ შენიშნე, რომ ფანჯრებზე ბადე არ იყო აკრული?
‘You saw them! You mean you raised those windows without any screens?’
193675.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– რა თქმა უნდა, შევნიშნე, დეიდა პოლი. ჩემი ოთახის ფანჯრებზე ბადე ნადვილად არ არის.
‘Why, yes. There weren’t any screens there, Aunt Polly.’
193676.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
სასადილო ოთახში ძალიან სერიოზული გამომეტყველებით, მაგრამ ერთიანად სახეაწითლებული ნენსი დაბრუნდა და ფუნთუშები შემოიტანა.
Nancy, at this moment, came in again with the muffins. Her face was grave, but very red.
193677.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ნენსი, – მკაცრად მიმართა მის პოლიმ, – ვფიქრობ, უმჯობესია, ეგ ფუნთუშები ახლავე მაგიდაზე დადო და დაუყოვნებლივ მის პოლიანას ოთახში ახვიდე. ფანჯრები ჩამოუშვი და კარიც გამოიკეტე.
‘Nancy,’ directed her mistress, sharply, ‘you may set the muffins down and go at once to Miss Pollyanna’s room and shut the windows. Shut the doors, also.
193678.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მერე, როცა დილის საქმეებს დაასრულებ, ბუზების შესაშხეფებელი აიღე და ყველა ოთახი დაიარე.
Later, when your morning work is done, go through every room with the spatter.
193679.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
თავისთავად ცხადია, ეს ჩემი მოვალეობაა და უკვე ვიზრუნე, რომ ფანჯრების გაღება შეგეძლოს, მაგრამ, როგორც ვხედავ, შენ შენს მოვალეობებზე რატომღაც სრულებით არ ფიქრობ.
I knew, of course, that it was my duty to do that. But it seems to me that you have quite forgotten YOUR duty.
193680.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ჩემს... მოვალეობებზე? – გაუცნობიერებლად გაიმეორა პოლიანამ და გაკვირვებისგან თვალებიც კი გაუფართოვდა.
‘My—duty?’ Pollyanna’s eyes were wide with wonder.