მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193701.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ვფიქრობ, თქვენ ისინი კიდევ უფრო არ მოგეწონებათ, ვიდრე კომიტეტის ქალებს. იმათ კი მითხრეს, რომ საშინელი, უბრალოდ, სამარცხვინო კაბები მაქვს, – ამოიოხრა მძიმედ
‘I’m afraid you’ll think they’re worse than the Ladies’ Aid did—and THEY said they were shameful,’ she sighed.
193702.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– მაგრამ ბოლო ორი თუ სამი შემოწირულობის ფუთებში ძირითადად მხოლოდ ბიჭების და მოხუცების ნივთები იყო და... თქვენ ოდესმე მიგიღიათ ეკლესიის შემოწირულობიდან ტანსაცმელი?
‘But there were mostly things for boys and older folks in the last two or three barrels; and—did you ever have a missionary barrel, Aunt Polly?’
193703.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ამ აღმაშფოთებელი კითხვით თავზარდაცემული დეიდის შემხედვარე პოლიანამ მაშინვე შეცდომის გამოსწორება სცადა.
At her aunt’s look of shocked anger, Pollyanna corrected herself at once.
193704.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– არა, რა თქმა უნდა, არა. დარწმუნებული ვარ, ასეთი ტანსაცმელი თქვენ არასდროს მიგიღიათ, დეიდა პოლი!
‘Why, no, of course you didn’t, Aunt Polly!’ she hurried on, with a hot blush.
193705.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– დამავიწყდა, რომ მდიდარ ადამიანებს ასეთი შემოწირულობა არაფერში სჭირდებათ.
‘I forgot; rich folks never have to have them.
193706.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
უბრალოდ, ხომ გესმით, აქ ამ ოთახში... ხანდახან მავიწყდება ხოლმე, რომ მდიდარი ხართ.
But you see sometimes I kind of forget that you are rich—up here in this room, you know.
193707.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მის პოლის გაღიზიანებული და აღშფოთებული გამომეტყველებით ტუჩები ოდნავ გაეპო, მაგრამ პასუხად ვერაფერი მოიფიქრა და გაჩუმება არჩია.
Miss Polly’s lips parted indignantly, but no words came.
193708.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
პოლიანამ კი, რომელიც ვერც კი მიხვდა, რომ რაღაც ისეთი თქვა, რაც მისი დეიდისთვის უსიამოვნო მოსასმენი იქნებოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, მიამიტად განაგრძო;
Pollyanna, plainly unaware that she had said anything in the least unpleasant, was hurrying on.
193709.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
პოლიანას დროულად გაახსენდა, რომ დეიდამ მამაზე ლაპარაკი აუკრძალა, ამიტომ მაშინვე გაჩუმდა და ნაჩქარევად შებრუნებულმა, კარადიდან თავისი ღარიბული კაბების დასტა გამოიღო.
Just in time Pollyanna remembered that she was not to talk of her father to her aunt. She dived into her closet then, hurriedly, and brought out all the poor little dresses in both her arms.
193710.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მის პოლიმ პოლიანას უსახური კაბები – რომელთა ფასონისა და ფერის შემხედვარეს, თავშიც არასდროს მოგივიდოდა, რომ ისინი შეიძლებოდა პატარა გოგონას ჩაეცვა და მოხდომოდა – ოდნავი, მხოლოდ თითის წვერების ლამის ზიზღნარევი შეხებით ერთმანეთის მიყოლებით გვერდზე გადააწყო.
With the tips of her fingers Miss Polly turned over the conglomerate garments, so obviously made for anybody but Pollyanna.
193711.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მერე, კომოდთან მისულმა, უჯრებში ჩაწყობილი დაკემსილი ქვედა საცვლები ხმისამოუღებლად შეათვალიერა.
Next she bestowed frowning attention on the patched undergarments in the bureau drawers.
193712.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ყველაზე კარგი რომელიც მაქვს, ახლა მაცვია, – დარცხვენილი სახით აღიარა პოლიანამ.
‘I’ve got the best ones on,’ confessed Pollyanna, anxiously.
193713.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მისის ჯონსმა – ის კომიტეტის თავმჯდომარეა – თქვა, ეკლესიის ხალიჩადაუგებელ გასასვლელში ქუსლების ბაკაბუკით სიცოცხლის ბოლომდეც რომ მოგვიწიოს სიარული, პოლიანას ერთი ხელი ახალი საცვლები აუცილებლად უნდა ვუყიდოთო.
Mrs. Jones—she’s the president—told ‘em I should have that if they had to clatter down bare aisles themselves the rest of their days.
193714.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მან საცვლების დათვალიერება დაასრულა და პოლიანასკენ მედიდურად ბეჭებში გამართული შეტრიალდა.
Her scrutiny of the undergarments finished, she turned to Pollyanna somewhat abruptly.
193715.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– იმედი მაქვს, სკოლაში დადიოდი, პოლიანა.
‘You have been to school, of course, Pollyanna?’
193716.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ო, რა თქმა უნდა, დეიდა პოლი. თან სკოლის გარდა, მამა... უფრო სწორად, სახლშიც მასწავლიდნენ.
‘Oh, yes, Aunt Polly. Besides, fath—I mean, I was taught at home some, too.’
193717.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მის პოლიმ ისევ კოპები შეკრა.
Miss Polly frowned.
193718.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ძალიან კარგი. შემოდგომაზე, თავისთავად ცხადია, სკოლაში წახვალ.
Very good. In the fall you will enter school here, of course.
193719.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
დარწმუნებული ვარ, მისტერ ჰოლი, სკოლის დირექტორი, ადვილად განსაზღვრავს, რომელ კლასში დაგსვას.
Mr. Hall, the principal, will doubtless settle in which grade you belong.
193720.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მანამდე კი, ვფიქრობ, ჩემი მოვალეობაა, ყოველდღიურად ნახევარი საათი დაგითმო და შენი ხმამაღლა წაკითხული მოვისმინო.
Meanwhile, I suppose I ought to hear you read aloud half an hour each day.