მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193681.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– რა თქმა უნდა. ცხადია, ვიცი, რომ ოთახში საკმაოდ ცხელა, მაგრამ შენი მოვალეობა იყო, მოგეთმინა და ბადის გაკვრამდე ფანჯრები არ გაგეღო.
Certainly. I know it is warm, but I consider it your duty to keep your windows closed till those screens come.
193682.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ბუზები მარტო ბინძური და თავის მომაბეზრებელი მწერები კი არ არიან, პოლიანა, ისინი ჩვენს ჯანმრთელობასაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.
Flies, Pollyanna, are not only unclean and annoying, but very dangerous to health.
193683.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ამ საკითხში რომ გაერკვე, საუზმის შემდეგ წასაკითხად ბროშურას მოგცემ.
After breakfast I will give you a little pamphlet on this matter to read.
193684.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– წასაკითხად? ო, გმადლობთ, დეიდა პოლი! ძალიან მიყვარს კითხვა!
‘To read? Oh, thank you, Aunt Polly. I love to read!’
193685.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მის პოლიმ მძიმედ ამოიოხრა და ტუჩები უკმაყოფილოდ მოკუმა.
Miss Polly drew in her breath audibly, then she shut her lips together hard.
193686.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ძალიან ვწუხვარ, დეიდა პოლი, რომ ჩემი მოვალეობა არ შევასრულე, – მოიბოდიშა გულწრფელად დარცხვენილმა, – ფანჯრებს აღარ გავაღებ.
‘Of course I’m sorry about the duty I forgot, Aunt Polly,’ she apologized timidly. ‘I won’t raise the windows again.’
193687.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მის პოლიმ დისშვილს არაფერი უპასუხა და საუზმის დასრულებამდე სიტყვაც აღარ დასცდენია.
Her aunt made no reply. She did not speak, indeed, until the meal was over.
193688.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მერე ადგა და მედიდურად თავაწეული სასტუმრო ოთახში წიგნის კარადასთან მივიდა, ერთ-ერთი თაროდან თხელი ბროშურა აიღო და უკან დაბრუნებულმა ბროშურა პოლიანას გადასცა.
Then she rose, went to the bookcase in the sitting room, took out a small paper booklet, and crossed the room to her niece’s side.
193689.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ეს ის ბროშურაა, რომელზეც გეუბნებოდი, პოლიანა.
This is the article I spoke of, Pollyanna.
193690.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მინდა, რომ შენს ოთახში ახვიდე და ახლავე წაიკითხო.
I desire you to go to your room at once and read it.
193691.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მე ნახევრ საათში ამოვალ და შენს გარდერობს შევამოწმებ.
I will be up in half an hour to look over your things.
193692.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ო, გმადლობთ, დეიდა პოლი! – სიხარულით წამოიყვირა ბროშურის ყდაზე დახატული ბუზის თავს დაჩერებულმა პოლიანამ.
Pollyanna, her eyes on the illustration of a fly’s head, many times magnified, cried joyously: ‘Oh, thank you, Aunt Polly!’
193693.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
წამის შემდეგ, ხტუნვა-ხტუნვით სასადილო ოთახიდან გასულმა, ზურგს უკან კარი მიიჯახუნა.
The next moment she skipped merrily from the room, banging the door behind her.
193694.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
კოპებშეკრული მის პოლი რამდენიმე წამის განმავლობაში დაბნეული იდგა და ყოყმანობდა, მერე ჩვეული მედიდურობით სასადილო ოთახი გადაჭრა და ჰოლისკენ გამავალი კარი გამოაღო, მაგრამ პოლიანა უკვე აღარსად ჩანდა.
Miss Polly frowned, hesitated, then crossed the room majestically and opened the door; but Pollyanna was already out of sight, clattering up the attic stairs.
193695.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც მის პოლიმ, რომლის ყოველი ნაკვთიცა და ყოველი მოძრაობაც უპირობოდ შესასრულებელი მოვალეობის წინაშე მზადყოფნას გამოხატავდა, იგივე კიბე აიარა და პოლიანას ოთახის კარი შეაღო. პოლიანა მას აღტაცების მორიგი მხურვალე გამოხატვით შეეგება.
Half an hour later when Miss Polly, her face expressing stern duty in every line, climbed those stairs and entered Pollyanna’s room, she was greeted with a burst of eager enthusiasm.
193696.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ო, დეიდა პოლი, გმადლობ! ასეთი არაჩვეულებრივი და საინტერესო წიგნი ჩემს ცხოვრებაში არ წამიკითხავს.
‘Oh, Aunt Polly, I never saw anything so perfectly lovely and interesting in my life.
193697.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
რომ იცოდეთ, როგორ მიხარია, რომ წასაკითხად ეს წიგნი მომეცით.
I’m so glad you gave me that book to read!
193698.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მე ხომ აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ბუზები თურმე თავიანთი პაწაწუნა ფეხებით ამდენ რამეს...
Why, I didn’t suppose flies could carry such a lot of things on their feet, and—‘
193699.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– საკმარისია, პოლიანა, – მედიდურად გააწყვეტინა გოგონას მის პოლიმ.
‘That will do,’ observed Aunt Polly, with dignity.
193700.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
დეიდის სიტყვებით აშკარად იმედგაცრუებულმა პოლიანამ ბუზების შესახებ ბროშურა გვერდით გადადო და კარადასთან მივიდა.
With visible reluctance Pollyanna laid down the pamphlet and turned toward the closet.