მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193721.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– რა კარგია! კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ თქვენ ჩემი მოსმენა არ გინდათ, ჩუმადაც სიამოვნებით წავიკითხავ. მართლა, დეიდა პოლი!..
I love to read; but if you don’t want to hear me I’d be just glad to read to myself—truly, Aunt Polly.
193722.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
და ამაში სასიხარულო მიზეზის საპოვნელად დიდი მონდომებაც არ დამჭირდება, რადგან კითხვა მე უფრო ჩემთვის, ჩუმად მირჩევნია... აი... გრძელი სიტყვების გამო, ხომ გესმით?
And I wouldn’t have to half try to be glad, either, for I like best to read to myself—on account of the big words, you know.
193723.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ამაში ეჭვიც არ მეპარება, – მკაცრად უპასუხა მის პოლიმ და კოპები შეიკრა;
‘I don’t doubt it,’ rejoined Miss Polly, grimly.
193724.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მუსიკას თუ სწავლობდი?
Have you studied music?
193725.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– არც ისე დიდხანს. მე თვითონ დაკვრა დიდად არ მიყვარს... მაგრამ მიყვარს, როცა სხვები უკრავენ.
Not much. I don’t like my music—I like other people’s, though.
193726.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
თუმცა პიანინოზე დაკვრას ცოტა ხანს მაინც ვსწავლობდი.
I learned to play on the piano a little.
193727.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მის გრეი მასწავლიდა, რომელიც ეკლესიაში უკრავს.
Miss Gray— she plays for church—she taught me.
193728.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– დიახ, მემ, რა თქმა უნდა, – ამოიოხრა პოლიანამ, – კერვას საქველმოქმედო კომიტეტის ქალები მასწავლიდნენ.
'Yes, ma’am.' Pollyanna sighed. The Ladies’ Aid taught me that.
193729.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– არა უშავს, ამიერიდან ასეთი სირთულეები ხელს აღარ შეგიშლის.
‘Well, there will be no difficulty of that kind any longer.
193730.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
პოლიანას უეცრად გაეცინა.
Pollyanna laughed suddenly.
193731.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– კულინარიის სწავლება კომიტეტის ქალებმა ჩემთვის მხოლოდ ამ ზაფხულს დაიწყეს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი ვიცი.
‘They were just beginning to teach me that this summer, but I hadn’t got far.
193732.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ამ საკითხში მათი აზრი კიდევ უფრო განსხვავებული იყო, ვიდრე კერვასთან დაკავშირებით.
They were more divided up on that than they were on the sewing.
193733.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– შოკოლადის კანფეტები და ლეღვიანი კექსი!.. ჰმ, წარმოუდგენელია!
‘Chocolate fudge and fig cake, indeed!’ scorned Miss Polly.
193734.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ვფიქრობ, ამის გამოსწორებას ადვილად შევძლებთ, – თქვა ამჯერად საქმიანად, მერე წუთით ჩაფიქრდა და ბოლოს აუჩქარებლად, ყოველი სიტყვის ხაზგასმით განაგრძო: – ყოველ დილას, ცხრა საათზე ნახევარი საათის განმავლობაში ხმამაღლა წამიკითხავ.
I think we can remedy that very soon. She paused in thought for a minute, then went on slowly: At nine o’clock every morning you will read aloud one half-hour to me.
193735.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ოთხშაბათობით და შაბათობით ათის ნახევრიდან შუადღემდე სამზარეულოში, ნენსისთან იქნები და საჭმლის მომზადებას ისწავლი.
Wednesday and Saturday forenoons, after half-past nine, you will spend with Nancy in the kitchen, learning to cook.
193736.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
დანარჩენი დღეების დილის საათებს ჩემთან ერთად გაატარებ და შეკერავ.
Other mornings you will sew with me.
193737.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ჰმ, ფორტეპიანოს პედაგოგს, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ შევარჩევ, – დაასკვნა ბოლოს მტკიცედ და სკამიდან წამოდგა.
I shall, of course, procure a teacher at once for you, she finished decisively, as she arose from her chair.
193738.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
რომ, უბრალოდ, ვიცხოვრო! – იცხოვრო? არ მესმის, რას გულისხმობ?
To live, child! What do you mean?
193739.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ო, რა თქმა უნდა, მთელი ამ დღეების განმავლობაში რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვისუნთქებ, დეიდა პოლი, მაგრამ ეს ცხოვრება არ არის.
‘Oh, of course I’d be BREATHING all the time I was do ing those things, Aunt Polly, but I wouldn’t be living.
193740.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ადამიანები ძილშიც ეგრე სუნთქავენ, მაგრამ არ ცხოვრობენ!
You breathe all the time you’re asleep, but you aren’t living.