მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193741.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ჩემთვის ცხოვრება ის არის, რომ ის გავაკეთო, რაც მომინდება, მაგალითად, ეზოში ვითამაშო, წიგნი ვიკითხო (ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩუმად, ჩემთვის), გორაკზე ავიდე, ბაღში მისტერ ტომს და ნენსის ველაპარაკო, გუშინ რომ ორთვალათი გამოვიარე, იმ ლამაზ-ლამაზი, საინტერესო ქუჩების ყველა სახლზე, ყველა ადამიანზე და საერთოდ ყველაფერზე ყველაფერზე ყველაფერი გავიგო...
I mean living—doing the things you want to do: playing out doors, reading (to myself, of course), climbing hills, talking to Mr. Tom in the garden, and Nancy, and finding out all about the houses and the people and everything everywhere all through the perfectly lovely streets I came through yesterday.
193742.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
აი, ამას ვეძახი მე ცხოვრებას, დეიდა პოლი!..
That’s what I call living, Aunt Polly.
193743.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
სუნთქვა ცხოვრება არ არის!
Just breathing isn’t living!
193744.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– პოლიანა, შენნაირი უცნაური ბავშვი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს!
‘Pollyanna, you ARE the most extraordinary child!
193745.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
რა თქმა უნდა, იმის დროც გექნება, რომ ითამაშო.
You will be allowed a proper amount of playtime, of course.
193746.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ მე ვარ მზად, ჩემი მოვალეობა შევასრულო და შენ სათანადო აღზრდასა და განათლებაზე ვიზრუნო, შენც მზად უნდა იყო, რომ საკუთარი მოვალეობა შეასრულო! ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა ეცადო, ჩემს ზრუნვაზე უმადურობით არ მიპასუხო და, რაც მთავარია, ყველაფერი გააკეთო, რომ ეს ზრუნვა უნაყოფო არ აღმოჩნდეს.
But, surely, it seems to me if I am willing to do my duty in seeing that you have proper care and instruction, YOU ought to be willing to do yours by seeing that that care and instruction are not ungratefully wasted.
193747.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ო, დეიდა პოლი!.. უმადურობით გიპასუხოთ?.. როგორ შემიძლია, თქვენ მიმართ უმადური ვიყო, დეიდა პოლი!
‘Oh, Aunt Polly, as if I ever could be ungrateful—to YOU!
193748.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მე ხომ მიყვარხართ... და თანაც, თქვენ ხომ ჩემი ნამდვილი დეიდა ხართ და არა საქველმოქმედო კომიტეტის წარმომადგენელი ქალბატონი!
Why, I LOVE YOU—and you aren’t even a Ladies’ Aider; you’re an aunt!’
193749.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ძალიან კარგი. შესაბამისად, შეეცადე, რომ ჩემი ზრუნვის პასუხად უმადურობა არ გამოამჟღავნო, – პასუხის ღირსად გახადა დისშვილი მის პოლიმ და კარისკენ შეტრიალდა.
‘Very well; then see that you don’t act ungrateful,’ vouch safed Miss Polly, as she turned toward the door.
193750.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
თუმცა ოთახიდან გასულმა მხოლოდ ნახევარი კიბის ჩავლა მოასწრო, რომ უკნიდან პოლიანას გაუბედავი და ჩავარდნილი ხმა გაიგო: – ერთი წუთით, დეიდა პოლი... თქვენ ხომ არ გითქვამთ, ჩემი ტანსაცმლიდან რომელი კაბები გინდათ... სალივანებს მისცეთ.
She had gone halfway down the stairs when a small, unsteady voice called after her: ‘Please, Aunt Polly, you didn’t tell me which of my things you wanted to—to give away.’
193751.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მის პოლიმ დაღლილი ადამიანის გამომეტყველებით ამოიოხრა და ამ ოხვრამ პოლიანას ყურამდეც მიაღწია.
Aunt Polly emitted a tired sigh—a sigh that ascended straight to Pollyanna’s ears.
193752.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
დღეს ორის ნახევარზე ტიმოტი ქალაქში წაგვიყვანს.
Timothy will drive us into town at half-past one this afternoon.
193753.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
რა თქმა უნდა, არაფრით არ შეიძლება, ჩემს დისშვილს ასე საშინლად ეცვას.
Not one of your garments is fit for my niece to wear.
193754.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ნამდვილად ჩემი მოვალეობის უხეში უგულებელყოფა იქნებოდა, რომ მაგ კაბებიდან შენთვის რომელიმეს ჩაცმის უფლება მომეცა.
Certainly I should be very far from doing my duty by you if I should let you appear out in any one of them.
193755.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
ამჯერად პოლიანამ ამოიოხრა – გოგონას უკვე ეჩვენებოდა, რომ სადაცაა, თავად ეს სიტყვა „მოვალეობაც“ კი სამუდამოდ შეჯავრდებოდა.
Pollyanna sighed now—she believed she was going to hate that word—duty.
193756.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– დეიდა პოლი, – მიმართა უკვე ძალიან დასევდიანებულმა, – მაგ „მოვალეობაში“ არის რამე ისეთი, რაც შეიძლება, რომ ადამიანს გაუხარდეს?
‘Aunt Polly, please,’ she called wistfully, ‘isn’t there ANY way you can be glad about all that—duty business?’
193757.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
– ნუ თავხედობ, პოლიანა!
‘Don’t be impertinent, Pollyanna!’
193758.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
სხვენში, თავის ჩახუთულ და ცხელ ოთახში პოლიანა სწორზურგიან და მოუხერხებელ ერთ-ერთ სკამზე დაეშვა და ისევ ამოიოხრა.
In the hot little attic room Pollyanna dropped herself on to one of the straight-backed chairs.
193759.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
თავისი მომავალი მას ახლა უკვე სრულიად უხალისო, ერთფეროვან და უღიმღამო, ერთი დაუსრულებელი მოვალეობის შესრულებად ეხატებოდა.
To her, existence loomed ahead one endless round of duty.
193760.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
რამდენიმე წუთის განმავლობაში პოლიანა გაუნძრევლად იჯდა, ხმას არ იღებდა და ლოგინზე დატოვებულ, თავისი შეუხედავ და უბადრუკ კაბებს სევდიანად შეჰყურებდა.
For several minutes Pollyanna sat in silence, her rueful eyes fixed on the forlorn heap of garments on the bed.