მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193761.
პოლიანა | თავი VI, მოვალეობის საკითხი
მერე ნელა წამოდგა და კაბების ისევ უკან, კარადაში შელაგება დაიწყო.
Then, slowly, she rose and began to put away the dresses.
193762.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ორის ნახევარზე ტიმოტიმ მის პოლი და მისი დისშვილი სახლიდან დაახლოებით ნახევარი მილის დაშორებით მდებარე ტანსაცმლის ყველაზე დიდ მაღაზიებში წაიყვანა.
At half-past one o’clock Timothy drove Miss Polly and her niece to the four or five principal dry goods stores, which were about half a mile from the homestead.
193763.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მის პოლის ამ გამოცდის შემდეგ ერთდროულად საშინელი დაღლილობისა და შვების ისეთი შეგრძნება დაეუფლა, როგორსაც ადამიანი, მაგალითად, ვულკანიდან ახლახან ამოფრქვეული გავარვარებული ლავის თხელ ფენაზე სახიფათო მოგზაურობის შემდეგ მყარ ნიადაგზე აღმოჩენით იგრძნობდა.
Miss Polly came out of it with the feeling of limp relaxation that one might have at finding oneself at last on solid earth after a perilous walk across the very thin crust of a volcano.
193764.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ნოქრები, რომლებიც იმ ოთხ თუ ხუთ მაღაზიაში ორ ქალბატონს ემსახურებოდნენ, მათი წასვლის შემდეგ, მართალია, ერთიანად გაოფლილ-სახეაწითლებულები, მაგრამ პოლიანას შესახებ სასაცილო ისტორიების ისეთი მარაგით შეიარაღებულნი დარჩნენ, რომ მათი მეგობრები მთელი ერთი კვირა სიცილით იხოცებოდნენ.
The various clerks who had waited upon the pair came out of it with very red faces, and enough amusing stories of Pollyanna to keep their friends in gales of laughter the rest of the week.
193765.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
პოლიანას კი ამ ყველაფრის შემდეგ ბედნიერებისგან სახე უნათოდა და სულის სიღრმემდე კმაყოფილებას განიცდიდა, რადგან, როგორც თავად აუხსნა ნოქრებს;
Pollyanna herself came out of it with radiant smiles and a heart content; for, as she expressed it to one of the clerks;
193766.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
„მას შემდეგ, რაც მთელი სიცოცხლე მხოლოდ ეკლესიისთვის შემოწირულობიდან აღებულ და საქველმოქმედო კომიტეტის მიერ ნაწყალობევ კაბებს იცვამდა, უზომოდ სიამოვნებდა და უხაროდა, რომ საშუალება ჰქონდა, დეიდასთან ერთად, უბრალოდ, მაღაზიაში შესულიყო და სრულიად ახალი, ისეთი კაბები შეერჩია, რომლებსაც ტანზე მოსარგებად არც შეკეცვა სჭირდებოდა და არც ჩავიწროება!“
‘When you haven’t had anybody but missionary barrels and Ladies’ Aiders to dress you, it IS perfectly lovely to just walk right in and buy clothes that are brand-new, and that don’t have to be tucked up or let down because they don’t fit!’
193767.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მაღაზიებში სიარულმა მთელი დღე წაიღო.
The shopping expedition consumed the entire afternoon;
193768.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
დღის მეორე ნახევარში პოლიანამ დეიდასთან ერთად ივახშმა;
The shopping expedition consumed the entire afternoon;
193769.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მერე ბაღში მოხუც ტომთან ისაუბრა და ბოლოს, მას შემდეგ, რაც დეიდა პოლი სტუმრად მეზობლებთან წავიდა და ნესიმაც ჭურჭელი გარეცხა, უკანა კარის პარმაღზე მჯდარმა დრო მასთან ლაპარაკში გაატარა.
Then came supper and a delightful talk with Old Tom in the garden, and another with Nancy on the back porch, after the dishes were done, and while Aunt Polly paid a visit to a neighbor.
193770.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მოხუცმა ტომმა პოლიანას არაჩვეულებრივი ამბები უამბო დედამისზე, რითიც იმ დღის შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებული გოგონა კიდევ უფრო გაახარა.
Old Tom told Pollyanna wonderful things of her mother, that made her very happy indeed;
193771.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ნენსი კი მის პოლის სახლიდან ექვსი მილის დაშორებით მდებარე პატარა ფერმაზე მოუყვა, სადაც მისი საყვარელი დედა და არანაკლებ საყვარელი პატარა ძმა და დები ცხოვრობდნენ.
Nancy told her all about the little farm six miles away at ‘The Corners,’ where lived her own dear mother, and her equally dear brother and sisters.
193772.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
თან დაჰპირდა, რომ თუ მის პოლი ნებას დართავდა, ოდესმე იქ აუცილებლად წაიყვანდა და და-ძმას გააცნობდა.
She promised, too, that sometime, if Miss Polly were willing, Pollyanna should be taken to see them.
193773.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
– ო, ნენსი, რა საშინელ რამეებს ამბობ!
Oh, Nancy, what a dreadful thing to say!
193774.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
საქმე ის არის, რომ მე პირველი შვილი ვარ და დედა მაშინ ისეთ საინტერესო რომანებს ჯერ კიდევ არ კითხულობდა, სადაც გმირებს ასეთი ლამაზ-ლამაზი სახელები ჰქვიათ.
You see, I was the first baby, and mother hadn’t begun ter read so many stories with the pretty names in ‘em, then.
193775.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
– მაგრამ ნენსიც ლამაზი სახელია, მე ძალიან მომწონს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გქვია, – მტკიცედ გამოუცხადა პოლიანამ.
‘But I love ‘Nancy,’ just because it’s you,’ declared Pollyanna.
193776.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
– ჰმ! მასე თუ ვიმსჯელებთ, ჩემთვის კლარისა მეიბლი რომ დაერქმიათ, ნენსიზე არანაკლებ არც ეს სახელი მოგეწონებოდა, – შეეპასუხა ნენსი, – ...და მეც ბევრად ბედნიერი ვიქნებოდი!
‘Humph! Well, I guess you could love ‘Clarissa Mabelle’ just as well,’ retorted Nancy, and it would be a heap happier for me.
193777.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
– არა უშავს, ნებისმიერ შემთხვევაში, – სიცილით უთხრა პოლიანამ, – შეგიძლია ის გაგიხარდეს, რომ ჰავზიბა არ გქვია.
‘Well, anyhow,’ she chuckled, ‘you can be glad it isn’t ‘Hephzibah.’
193778.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
– ჰო, მისის ვაიტს ჰქვია ჰავზიბა.
Yes. Mrs. White’s name is that.
193779.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ქმარი „ჰავს“ ეძახის და მის ვაიტს ეს ძალიან არ მოსწონს.
Her husband calls her ‘Hep,’ and she doesn’t like it.
193780.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ასე ამბობს, როცა მეძახის და „ჰავ, ჰავი“ გაუდის, ასე მგონია, ძაღლის ყეფის გამოჯავრებას ცდილობს და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობო!
She says when he calls out ‘Hep—Hep!’ she feels just as if the next minute he was going to yell ‘Hurrah!’