მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193781.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ნენსის დამწუხრებული სახე უეცრად ხალისიანი ღიმილით გადაებადრა.
Nancy’s gloomy face relaxed into a broad smile.
193782.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ამიერიდან ყოველთვის, როცა ჩემს სახელს გავიგონებ, ეგ „ჰავ-ჰავ“ გამახსენდება და გამეცინება.
I sha’n’t never hear ‘Nancy’ now that I don’t think o’ that ‘Hep—Hep!’ and giggle.
193783.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ეს ჩემი თამაში იყო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერც კი ვხდები ხოლმე, ისე ვთამაშობ.
I WAS playing the game—but that’s one of the times I just did it without thinking, I reckon.
193784.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
საღამოს ცხრის ნახევარზე პოლიანა დასაძინებლად თავის ოთახში ავიდა.
At half-past eight Pollyanna went up to bed.
193785.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ბადეები ჯერაც არ მოეტანათ და ფანჯრებჩარაზულ პატარა და ვიწრო ოთახში ისე ცხელოდა, თავი გავარვარებულ ღუმელში გეგონებოდა.
The screens had not yet come, and the close little room was like an oven.
193786.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
პოლიანამ საგულდაგულოდ ჩაკეტილ ფანჯრებს სევდიანად შეხედა, მაგრამ დეიდისთვის მიცემული პირობა არ დაარღვია და ფანჯარა არ ასწია.
With longing eyes Pollyanna looked at the two fast-closed windows—but she did not raise them.
193787.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მერე ტანსაცმელი გაიხადა, კოხტად დაკეცა, ლოცვა წაიკითხა, სანთელი ჩააქრო და ლოგინში ჩაწვა.
She undressed, folded her clothes neatly, said her prayers, blew out her candle and climbed into bed.
193788.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
თვითონაც არ იცოდა, სიცხისგან გათანგული რამდენ ხანს იწვა თვალის მოუხუჭავად და ვიწრო და ცხელ ლოგინში ხან ერთ, ხან მეორე გვერდზე რამდენ ხანს ტრიალებდა.
Just how long she lay in sleepless misery, tossing from side to side of the hot little cot, she did not know;
193789.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მაგრამ როცა ბოლოს ლოგინიდან წამოდგა, ჩაბნელებული ოთახი ხელის ცეცებით გადაჭრა და კარი გამოაღო, ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ უკვე შუაღამე იყო.
But it seemed to her that it must have been hours before she finally slipped out of bed, felt her way across the room and opened her door.
193790.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
იმ ადგილის გარდა, სადაც სხვენის აღმოსავლეთ კედელზე ამოჭრილი პატარა ფანჯრიდან შემოსული მთვარის სინათლე იატაკს გრძელ, ვერცხლისფერ ნათებად ეფინა, მთელი სხვენი ხავერდივით შავ, თვალშეუვალ სიბნელეში ჩაძირულიყო.
Out in the main attic all was velvet blackness save where the moon flung a path of silver half-way across the floor from the east dormer window.
193791.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
პოლიანამ ღრმად ჩაისუნთქა, თავი გაიმხნევა, შეეცადა, იატაკს დაფენილი მთვარის შუქის ორივე მხარეს ჩამოწოლილი საშინელი სიბნელისთვის ყურადღება არ მიექცია და ბუნდოვანი აზრით დაიმედებული, რომ ბადე იმ ფანჯარაზე მაინც დახვდებოდა, პირდაპირ ვერცხლისფერი ბილიკისა და ფანჯრისკენ გაემართა;
With a resolute ignoring of that fearsome darkness to the right and to the left, Pollyanna drew a quick breath and pattered straight into that silvery path, and on to the window.
193792.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
სამაგიეროდ, თვალწინ უზარმაზარი, ზღაპრულად ლამაზი სამყაროს სურათი გადაეშალა და კიდევ, ეს უკვე დარწმუნებით იცოდა – იქ, ფანჯრის მიღმა ღამეული სიგრილე და სუფთა, საოცარი არომატებით გაჯერებუ ლი ჰაერი იყო, რომელსაც ახლა გახურებულ ლოყებსა და მკლავებზე სიამოვნებით შეიგრძნობდა!
Outside, however, there was a wide world of fairy-like beauty, and there was, too, she knew, fresh, sweet air that would feel so good to hot cheeks and hands!
193793.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ფანჯარასთან ბოლომდე მისულმა პოლიანამ გარეთ ნაღვლიანად გაიხედა და კიდევ რაღაც აღმოაჩინა – ეს იყო ფანჯრის ოდნავ ქვემოთ, სახლის ერთ ნაწილზე დაშენებული, მის პოლის საყვარელი შემინული ვერანდის საკმაოდ ფართო და თუნუქით გადახურული სწორი სახურავი.
As she stepped nearer and peered longingly out, she saw something else: she saw, only a little way below the window, the wide, flat tin roof of Miss Polly’s sun parlor built over the porte-cochere.
193794.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
იქ, უკან, ჩახუთული, სოროსავით პატარა, ცხელი ოთახი და კიდევ უფრო ცხელი ლოგინი ელოდა, თანაც ამ ყველაფრისგან თვალშეუვა ლი სიბნელის მთელი უდაბნო აშორებდა, რომელიც წინ ხელებგაშვერილს, ფრთხილად უნდა გაევლო...
Back there, somewhere, were her hot little room and her still hotter bed; but between her and them lay a horrid desert of blackness across which one must feel one’s way with outstretched, shrinking arms;
193795.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მეორე მხარეს, წინ, ფანჯრის მიღმა კი ის იყო, რაც დაუოკებელი ძალით იზიდავდა: მთვარის შუქით განათებული ვერანდის სახურავი და ღამეული სუფთა ჰაერი.
While before her, out on the sun-parlor roof, were the moonlight and the cool, sweet night air.
193796.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მის მშობლიურ ქალაქში, ჯოელ ჰარტლის, რომელსაც ტუბერკულოზი აქვს და იძულებულია, ყოველთვის ღია ცის ქვეშ ეძინოს.
Joel Hartley at home, who was so sick with the consumption, HAD to sleep out of doors.
193797.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
უცებ პოლიანას გაახსენდა, რომ ჯერ კიდევ დღისით ამ ფანჯრის გვერდით ლურსმნებზე მწკრივად ჩამოკიდებული უამრავი მოგრძო, თეთრი ტომარა დაინახა.
Suddenly Pollyanna remembered that she had seen near this attic window a row of long white bags hanging from nails.
193798.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ნენსიმ მაშინ უთხრა, რომ ამ ტომრებში ზაფხულობით მის პოლის ზამთრის ტანსაცმელი ინახებოდა.
Nancy had said that they contained the winter clothing, put away for the summer.
193799.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
პოლიანამ ტომრები ხელის ცეცებით მოძებნა და ლურსმნიდან ჯერ ერთი, რბილი და კარგად გატენილი, ისეთი ტომარა ჩამოხსნა, რომელიც ქვეშაგებად გამოდგებოდა (შიგ დეიდა პოლის ზღვის კატის ქურქი აღმოჩნდა);
A little fearfully now, Pollyanna felt her way to these bags, selected a nice fat soft one (it contained Miss Polly’s sealskin coat) for a bed;
193800.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მეორე ტომარა უფრო ნაკლებად დატენილი, ისეთი შეარჩია, რომლის ორად მოკეცვას და ბალიშის მაგივრად თავქვეშ ამოდებას შეძლებდა, მესამე კი, კიდევ უფრო თხელი (თანაც იმდენად, რომ ლამის ცარიელი გეგონებოდა) – საბნის მაგივრად დასაფარად.
And a thinner one to be doubled up for a pillow, and still another (which was so thin it seemed almost empty) for a covering.