მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193801.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
საკუთარი ჩანაფიქრით უზომოდ გახარებული პოლიანა მკერდზე მიკრული სამივე ტომრით მთვარის შუქით განათებულ ფანჯარასთან შიშველი ფეხების ტყაპატყუპით დაბრუნდა, ფანჯარა ასწია, თავისი ტვირთი გარეთ გადაყარა და მას შემდეგ, რაც თვითონაც ვერანდის სახურავზე გადაძვრა, ფანჯარა ისევ საგულდაგულოდ ჩამოსწია.
Thus equipped, Pollyanna in high glee pattered to the moonlit window again, raised the sash, stuffed her burden through to the roof below, then let herself down after it, closing the window carefully behind her;
193802.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
პოლიანამ მაცოცხლებელი, გრილი ჰაერი მთელი მკერდით ჩაისუნთქა, აღფრთოვანებისა და სიხარულისგან რამდენჯერმე შეხტა და კინაღამ ცეკვაც კი დაიწყო.
Pollyanna quite danced up and down with delight, drawing in long, full breaths of the refreshing air.
193803.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ბოლოს, მას შემდეგ, რაც სიარულით გული იჯერა, კმაყოფილი სახით ამოიოხრა, სხვენიდან ლეიბად წამოღებულ, ზღვის კატის ქურქით გაბერილ ტომარაზე დაწვა, ბალიშის მაგივრად თავქვეშ მეორე ტომარა ამოიდო, მესამე ზედ გადაიფარა და დასაძინებლად გაემზადა.
Finally, with a sigh of content, she curled herself up on the sealskin-coat mattress, arranged one bag for a pillow and the other for a covering, and settled herself to sleep.
193804.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მანამდე კი, წუთით ადრე ტიმოტის დაურეკა და ყურმილში აკანკალებული ხმით ჩასძახა: – ახლავე გაიღვიძეთ!..მამათქვენიც გააღვიძეთ და ორივე აქ მოდით!
A minute before she had been telephoning in a shaking voice to Timothy: ‘Come up quick!—you and your father.
193805.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ფარნების წამოღება არ დაგავიწყდეთ.
Bring lanterns.
193806.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
როგორც ჩანს, იმ ცხაურით აძვრა სახურავზე, მამათქვენმა ხვიარა ვარდებისთვის რომ გააკეთა, ან როგორღაც სხვანაირად... არ ვიცი და ახლა შეძლებს, სახლში სხვენის აღმოსავლეთ ფანჯრიდან შემოძვრეს.
He must have climbed up the rose-trellis or somewhere, and of course he can get right into the house through the east window in the attic.
193807.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
სხვენის კარი კი ჩავკეტე, მაგრამ... ჩქარა, ჩქარა!
I have locked the attic door down here—but hurry quick!’
193808.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ცოტა ხნის შემდეგ უკვე თითქმის ჩაძინებული პოლიანა ფარნების შუქმა და სამი ადამიანის გაოგნებულმა შეძახილმა გამოაფხიზლა.
Some time later, Pollyanna, just dropping off to sleep, was startled by a lantern flash, and a trio of amazed ejaculations.
193809.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
თვალები გაახილა თუ არა, პირველად სახურავის კიდიდან, ზედ მიდგმულ კიბეზე მდგარი ტიმოტის სახე, მერე კი სხვენის ფანჯრიდან თავგამოყოფილი მოხუცი ტომისა და მის მხარს უკნიდან მომზირალი დეიდა პოლის სახეები დაინახა.
She opened her eyes to find Timothy at the top of a ladder near her, Old Tom just getting through the window, and her aunt peering out at her from behind him.
193810.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
– პოლიანა!.. კი მაგრამ, რას ნიშნავს ეს? – აღმოხდა მის პოლის.
‘Pollyanna, what does this mean?’ cried Aunt Polly then.
193811.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
გოგონამ ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა.
Pollyanna blinked sleepy eyes and sat up.
193812.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
– ო, მისტერ ტომ... დეიდა პოლი! – თქვა მოულოდნელობისგან ენადაბმულმა, – არ შეგეშინდეთ.
‘Why, Mr. Tom—Aunt Polly!’ she stammered. Don’t look so scared!
193813.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მაგრამ ფანჯარა კარგად დავკეტე, დეიდა პოლი, არ ინერვიულოთ!.. ნუ გეშინიათ, ბუზები სახლში იმ ცუდ მიკრობებს ნამდვილად ვერ შემოიტანდნენ. სახურავის კიდესთან ჯერაც კიბეზე მდგარი ტიმოტი თვალის დახამხამებაში გაქრა.
But I shut the window, Aunt Polly, so the flies couldn’t carry those germ-things in.’ Timothy disappeared suddenly down the ladder.
193814.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მისტერ ტომმა თითქმის იმავე სისწრაფით თავისი ფარანი მის პოლის მიაჩეჩა და, შვილისა არ იყოს, ისიც წამში გაუჩინარდა.
Old Tom, with almost equal precipitation, handed his lantern to Miss Polly, and followed his son.
193815.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მის პოლიმ ტუჩი საკმაოდ მწარედ მოიკვნიტა და მკაცრი გამომეტყველებით, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ დაილაპარაკა, როცა მამაკაცები იქაურობას გაეცალნენ. – ეგ ტომრები მომაწოდე და ახლავე აქ გადმოძვერი, პოლიანა!..
Miss Polly bit her lip hard—until the men were gone; then she said sternly: ‘Pollyanna, hand those things to me at once and come in here.
193816.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ღმერთო, რა უცნაური ბავშვი ხარ!.. – დაამატა რამდენიმე წუთში, როცა ერთ ხელში ფარნით, მეორით კი პოლიანასთან მაგრად ხელჩაკიდებულმა სხვენი გადაჭრა და კიბისკენ გაემართა.
Of all the extraordinary children! she ejaculated a little later, as, with Pollyanna by her side, and the lantern in her hand, she turned back into the attic.
193817.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ღამეული სიგრილის შემდეგ სხვენის სიმხურვალე და უჰაერობა პოლიანას კიდევ უფრო სულისშემხუთველად მოეჩვენა, მაგრამ თავი შეიკავა, ხმა არ ამოუღია და მხოლოდ მძიმედ ამოიოხრა.
To Pollyanna the air was all the more stifling after that cool breath of the out of doors; but she did not complain. She only drew a long quivering sigh.
193818.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
– დღეს ჩემთან ერთად, ჩემს ლოგინში დაწვები, პოლიანა, – კიბის ზედა საფეხურზე მკაცრად გამოუცხადა მის პოლიმ, – ბადეებს ხვალ მოიტანენ, მაგრამ, სანამ სხვენის ყველა ფანჯარაზე ბადე არ აიკვრება, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, თვალი აღარ მოგაშორო.
For the rest of the night, Pollyanna, you are to sleep in my bed with me; The screens will be here to-morrow, but until then I consider it my duty to keep you where I know where you are.
193819.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
– თქვენთან ერთად? თქვენს ლოგინში?.. – წამოიყვი რა მოულოდნელობისა და აღფრთოვანებისგან წამით სუნთქვაშეკრულმა პოლიანამ, – ო, დეიდა პოლი!
‘With you?—in your bed?’ she cried rapturously. Oh, Aunt Polly, Aunt Polly, how perfectly lovely of you!
193820.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
თქვენ ხომ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამახარეთ, დეიდა პოლი! რომ იცოდეთ, როგორ ვნატრობდი, რომ ვინმესთან ერთად დამეძინა... ვინმე ჩემიანთან ერთად, ხომ გესმით, და არა კომიტეტის ქალებიდან რომელიმესთან.
And when I’ve so wanted to sleep with someone sometime— someone that belonged to me, you know; not a Ladies’ Aider.