მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193821.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
ახლა უკვე ძალიან მიხარია, რომ ბადეები ჯერ არ მოუტანიათ!
I reckon I am glad now those screens didn’t come!
193822.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მაგრამ პოლიანამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.
Miss Polly was stalking on ahead.
193823.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
მის პოლი დისშვილზე ოდნავ წინ მიდიოდა და თავს როგორღაც ძალიან უცნაურად, სრულიად უმწეოდ გრძნობდა.
Miss Polly, to tell the truth, was feeling curiously helpless.
193824.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
პოლიანას ჩამოსვლის დღიდან უკვე მესამედ თავისთვის ამოუხსნელ, გაუგებარ მოვლენას აწყდებოდა...
For the third time since Pollyanna’s arrival, Miss Polly was punishing Pollyanna;
193825.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
უკვე მესამედ სასჯელად მოფიქრებულ მის გადაწყვეტილებას, პოლიანა რატომღაც ისე აღიქვამდა, თითქოს ის სასჯელი კი არა, რაღაც დიდი დამსახურებისთვის მიღებული განსაკუთრებული ჯილდო ყოფილიყოს...
For the third time she was being confronted with the amazing fact that her punishment was being taken as a special reward of merit.
193826.
პოლიანა | თავი VII, პოლიანა და სასჯელები
შესაბამისად, გასაკვირიც არ იყო, რომ მის პოლი თავს უსუსურად გრძნობდა.
No wonder Miss Polly was feeling curiously helpless.
193827.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
პოლიანა კერავდა, ფორტეპიანოზე უკრავდა, მის პოლის ხმამაღლა უკითხავდა და სამზარეულოში ნენსისგან კერძების მომზადებას სწავლობდა, მაგრამ ამ საქმიანობებიდან არც ერთს იმდენ დროს არ უთმობდა, რამდენიც პირვანდელი გეგმის მიხედვით უნდა დაეთმო.
Pollyanna sewed, practised, read aloud, and studied cooking in the kitchen, it is true; but she did not give to any of these things quite so much time as had first been planned.
193828.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
შესაბამისად, გამოდიოდა, რომ დღის მეორე ნახევარი, სადილის შემდეგ თითქმის ოთხი საათი – ორიდან ექვს საათამდე – პოლიანას შეეძ ლო ისე გაეტარებინა, როგორც თვითონ უნდოდა და ის გაეკეთებინა, რაც უნდოდა (რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ რამე ისეთის გაკეთებას არ მოინდომებდა, რაც დეიდა პოლიმ ადრე უკვე აუკრძალა).
She had more time, also, to ‘just live,’ as she expressed it, for almost all of every afternoon from two until six o’clock was hers to do with as she liked—provided she did not ‘like’ to do certain things already prohibited by Aunt Polly.
193829.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ივლისის იმ პირველ დღეებში სწორედ მის პოლი ჩაილაპარაკებდა ხოლმე ხშირად უმწეოდ: „ღმერთო, რა უცნაური ბავშვია!“ და ჩუმად ოხრავდა, კერვისა და კითხვის ყოველი გაკვეთილის შემდეგ კი წინა დღესთან შედარებით კიდევ უფრო გაოგნებული და დაბნეული, თავს სრულიად გამოფიტულად და კალაპოტიდან ამოვარდნილად გრძნობდა.
Certainly, as those first July days passed, Miss Polly found occasion many times to ejaculate ‘What an extraordinary child!’ and certainly the reading and sewing lessons found her at their conclusion each day somewhat dazed and wholly exhausted.
193830.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ნენსი კი დაკისრებულ მოვალეობას თავს ბევრად უკეთ ართმევდა.
Nancy, in the kitchen, fared better.
193831.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
პირიქით, კვირაში ორი დღე – ოთხშაბათი და შაბათი – მისთვის ზეიმად იქცა.
Wednesdays and Saturdays came to be, indeed, red-letter days to her.
193832.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ჰარინგტონების სიახლოვეს არც ერთი ბავშვი არ ცხოვრობდა, ვისთანაც პოლიანა იმეგობრებდა და ითამაშებდა.
There were no children in the immediate neighborhood of the Harrington homestead for Pollyanna to play with.
193833.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
სახლი პატარა ქალაქის განაპირას იდგა და, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო სხვებიც ცხოვრობდნენ, დაახლოებით პოლიანას ასაკის შვილები – არც გოგონები და არც ბიჭები – არ ჰყავდათ.
The house itself was on the outskirts of the village, and though there were other houses not far away, they did not chance to contain any boys or girls near Pollyanna’s age.
193834.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
თუმცა, როგორც ჩანდა, პოლიანას ეს სრულებითაც არ აწუხებდა.
This, however, did not seem to disturb Pollyanna in the least.
193835.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ო, არა, ამის გამო თავს მარტო ნამდვილად არ ვგრძნობ, – აუხსნა მან ერთხელ ნენსის;
‘Oh, no, I don’t mind it at all,’ she explained to Nancy.
193836.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– იმითიც ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, უბრალოდ, ქუჩებში ვისეირნო, ეს ლამაზი სახლები დავათვალიერო და ადამიანებს დავაკვირდე.
I’m happy just to walk around and see the streets and the houses and watch the people.
193837.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მე ადამიანები მიყვარს, ნენსი. შენ არა?
I just love people. Don’t you, Nancy?
193838.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ჰმ, პირადად მე, ალბათ... ყველა არ მიყვარს, – მოკლედ უპასუხა ნენსიმ.
‘Well, I can’t say I do—all of ‘em,’ retorted Nancy, tersely.
193839.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ყოველდღე თუ ზიანი ამინდი იდგა, პოლიანა დეიდა პოლისგან ქუჩაში „გარბენის“ ნებართვას იღებდა და ქალაქის ხან ერთი და ხანაც მეორე მიმართულებით სასეირნოდ მიდიოდა.
Almost every pleasant afternoon found Pollyanna begging for ‘an errand to run,’ so that she might be off for a walk in one direction or another;
193840.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ამ სეირნობების დროს კი ხშირად ერთ კაცს ხედავდა, რომელიც პირველი დანახვისთანავე „უცნობ კაცად“ მონათლა და მერეც ყოველთვის, იმ დღეს გზად კიდევ ათი უცნობი კაციც რომ შეხვედროდა, თავისთვის გონებაში ასე მხოლოდ იმ კაცს მოიხსენიებდა ხოლმე.
And it was on these walks that frequently she met the Man; To herself Pollyanna al ways called him ‘the Man,’ no matter if she met a dozen other men the same day.