მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193841.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მამაკაცს უმეტესწილად გრძელი, შავი სერთუკი ეცვა და აბრეშუმგადაკრული, მაღალი ცილინდრი ეხურა – გარდერობის ეს ორი დეტალი იყო სწორედ ის განმასხვავებელი, რაც მას სხვა უცნობი კაცებისგან გამოარჩევდა.
The Man often wore a long black coat and a high silk hat— two things that the ‘just men’ never wore.
193842.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
საკმაოდ გაფითრებული სახე ყოველთვის სუფთად ჰქონდა გაპარსული, ცილინდრის ქვემოდან საფეთქლებთან გამოჩენილი შეჭაღარავებული თმა კი ვერცხლისფრად უბზინავდა.
His face was clean shaven and rather pale, and his hair, showing below his hat, was somewhat gray.
193843.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ყოველთვის ბეჭებში გამართული და სწრაფი ნაბიჯით, მუდამ მარტო დადიოდა, რაც პოლიანას მის მიმართ გაუცნობიერებელ თანაგრძნობას უჩენდა.
He walked erect, and rather rapidly, and he was always alone, which made Pollyanna vaguely sorry for him.
193844.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ალბათ, სწორედ ამის გამო იყო, რომ ერთხელაც გადაწყვიტა, უცნობს გამოლაპარაკებოდა.
Perhaps it was because of this that she one day spoke to him.
193845.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– როგორ ბრძანდებით, სერ? რა არაჩვეულებრივი დღეა, არა? – მიმართა ხალისიანად, როდესაც საპირისპირო მიმართულებით მიმავალს გაუსწორდა.
‘How do you do, sir? Isn’t this a nice day?’ she called cheerily, as she approached him.
193846.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მამაკაცმა აქეთ-იქით მიმოიხედა და დაეჭვებული გაჩერდა.
The man threw a hurried glance about him, then stopped uncertainly.
193847.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– შენ ეს... მე... მე მითხარი? – ჰკითხა მკვახე ხმით.
‘Did you speak—to me?’ he asked in a sharp voice.
193848.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– დიახ, სერ, – სიხარულით გაიბადრა პოლიანა, – გითხარით, არაჩვეულებრივი დღეა-მეთქი, არ მეთანხმებით?
‘Yes, sir,’ beamed Pollyanna. ‘I say, it’s a nice day, isn’t it?’
193849.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ჰმ... ა-ა?.. ოჰ! – ჩაიბუზღუნა კაცმა და გზა გააგრძელა.
‘Eh? Oh! Humph!’ he grunted; and strode on again.
193850.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მეორე დღეს ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ.
The next day she saw him again.
193851.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– დღეს გუშინდელივით არაჩვეულებრივი დღე ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც არა უშავს! – ამჯერადაც ხალისიანად მიმართა უცნობს პოლიანამ.
‘Tisn’t quite so nice as yesterday, but it’s pretty nice,’ she called out cheerfully.
193852.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ჰმ... ა-ა?.. ოჰ! – ჩაიბუზღუნა ისევ მამაკაცმა და პოლიანამაც ისევ ხალისიანად გაიცინა.
‘Eh? Oh! Humph!’ grunted the man as before; and once again Pollyanna laughed happily.
193853.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მაგრამ როდესაც პოლიანა მას მესამედ გამოელაპარაკა, კაცი გაჩერდა.
When for the third time Pollyanna accosted him in much the same manner, the man stopped abruptly.
193854.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– იქნებ მითხრა, გოგონა, ვინ ხარ და ყოველდღე რატომ მელაპარაკები?
‘See here, child, who are you, and why are you speaking to me every day?’
193855.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– მე პოლიანა ვიტიერი ვარ. მომეჩვენა, რომ თავს ძალიან მარტო გრძნობდით.
I’m Pollyanna Whittier, and I thought you looked lonesome.
193856.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ახლა ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ... თუმცა... თქვენი სახელი ჯერაც არ ვიცი.
Now we’re introduced—only I don’t know your name yet.
193857.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ღმერთო ჩემო! ამდენ ხალხში მაინცდამაინც მე... – ჩაიბუზღუნა კაცმა ამჯერადაც და ისე, რომ ფრაზაც არ დაუმთავრებია, გზა უწინდელზე სწრაფი ნაბიჯით განაგრძო.
‘Well, of all the—‘ The man did not finish his sentence, but strode on faster than ever.
193858.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
პოლიანამ უცნობის ზურგს გახედა და ჩვეულებრივ მუდამ მოღიმარი ტუჩები იმედგაცრუებით მოებრიცა.
Pollyanna looked after him with a disappointed droop to her usually smiling lips.
193859.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– იქნებ ვერ გაიგო, რა ვუთხარი... მაგრამ ეს ხომ მხოლოდ სანახევროდ გაცნობა გამოვიდა.
‘Maybe he didn’t understand—but that was only half an introduction.
193860.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მე ხომ ჯერ მისი სახელიც ვერ გავიგე, – ჩაილაპარაკა გულნატკენმა თავისთვის და გზა განაგრძო.
I don’t know HIS name, yet,’ she murmured, as she proceeded on her way.