მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193861.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
იმ დღეს მისის სნოუსთვის ხბოს ფეხების ლაბა მიჰქონდა.
Pollyanna was carrying calf’s-foot jelly to Mrs. Snow today.
193862.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
კვირაში ერთხელ მის პოლი ჰარინგტონი მისის სნოუს რამე კერძს აუცილებლად უგზავნიდა;
Miss Polly Harrington always sent something to Mrs. Snow once a week.
193863.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ამბობდა, რომ ეს თავის მოვალეობად მიაჩნდა, მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ მისის სნოუ ღარიბი და სნეული იყო, და კიდევ, თავისთავად ცხადია, იმასაც, რომ ის იმავე ეკლესიის მრევლს მიეკუთვნებოდა, რომელსაც თვითონ; შესაბამისად, მისის სნოუს დახმარებას ეკლესიის ყველა წევრის მოვალეობად თვლიდა.
She said she thought that it was her duty, inasmuch as Mrs. Snow was poor, sick, and a member of her church—it was the duty of all the church members to look out for her, of course.
193864.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ჩვეულებრივ, მის პოლი მისის სნოუს მიმართ თავის მოვალეობას ხუთშაბათობით, სადილის შემდეგ ასრულებდა ხოლმე, ოღონდ, რა თქმა უნდა, ნენსის შუამავლობით და არა პირადად.
Miss Polly did her duty by Mrs. Snow usually on Thursday afternoons—not personally, but through Nancy.
193865.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მაგრამ იმ დღეს ეს პრივილეგია პოლიანამ გამოითხოვა და ნენსიც, ცხადია, მის პოლის თანხმობით, ამ მოვალეობის შესრულებას სიამოვნებით შეელია.
To-day Pollyanna had begged the privilege, and Nancy had promptly given it to her in accordance with Miss Polly’s orders.
193866.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– მიხარია კიდეც, რომ იქ წასვლა არ მიწევს, – გაანდო პოლიანას მასთან მარტო დარჩენილმა, – თუმცა, რა თქმა უნდა, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ამის გაკეთება ჩემ მაგივრად შენ მოგიწევს, საბრალოვ... სირცხვილია, ძალიან, ძალიან დიდი სირცხვილი!
‘And it’s glad that I am ter get rid of it,’ Nancy had de clared in private afterwards to Pollyanna; ‘though it’s a shame ter be tuckin’ the job off on ter you, poor lamb, so it is, it is!’
193867.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– მაგრამ მე ამ დავალებას სიხარულით შევასრულებ, ნენსი.
‘But I’d love to do it, Nancy.’
193868.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– აი, ერთხელ მიხვალ მისის სნოუსთან და მიხვდები, რომ სასიხარულო ამაში არაფერია, – იწინასწარმეტყველა ნენსიმ და ტუჩის კუთხეები უკმაყოფილოდ მოებრიცა.
‘Well, you won’t—after you’ve done it once,’ predicted Nancy, sourly.
193869.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– რატომ?
‘Why not?’
193870.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– იმიტომ, რომ მისის სნოუსთან სიარული არავის არ უყვარს.
‘Because nobody does.
193871.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
იმდენად ჭირვეულია, ადამიანებს რომ არ ეცოდებოდეთ, დღეები ისე გავიდოდა, კაციშვილი არ მოიკითხავდა... მისი ქალიშვილი კი მართლაც ძალიან მეცოდება, ასეთი დედის მოვლა რომ უწევს.
If folks wa’n’t sorry for her there wouldn’t a soul go near her from mornin’ till night, she’s that cantankerous. All is, I pity her daughter what HAS ter take care of her.’
193872.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– კი მაგრამ, რატომ, ნენსი? ნენსიმ მხრები აიჩეჩა.
‘But, why, Nancy?’ Nancy shrugged her shoulders.
193873.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ჰმ, როგორ გითხრა... შევეცდები გასაგებად აგიხსნა. მოკლედ, რაც არ უნდა ხდებოდეს, მისის სნოუს აზრით, ის რაღაც აუცილებლად ისე არ ხდება, როგორც საჭიროა.
‘Well, in plain words, it’s just that nothin’ what ever has happened, has happened right in Mis’ Snow’s eyes.
193874.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
კვირის დღეებიც კი იმ თანმიმდევრობით არ მიდის, როგორც იმას უნდა, თუ დღეს, მაგალითად, ორშაბათია, იმაზე იწუწუნებს, რომ კვირა არ არის.
Even the days of the week ain’t run ter her mind. If it’s Monday she’s bound ter say she wished ‘twas Sunday;
193875.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
როდესაც ლაბა მიგაქვს მოსაკითხად, აუცილებლად დაიჩივლებს, რომ ქათმის ხორცი უნდოდა, მაგრამ თუ მართლაც ქათმის ხორცს მიუტან, გამოგიცხადებს, რომ თურმე ბატკნის ბულიონი მოენატრა!
And if you take her jelly you’re pretty sure ter hear she wanted chicken—but if you DID bring her chicken, she’d be jest hankerin’ for lamb broth!’
193876.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
როგორც ვხვდები, გასაოცარი და... განსაკუთრებული ქალია.
She must be so surprising and— and different.
193877.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მე კიდევ განსაკუთრებული ადამიანები ძალიან მიყვარს.
I love DIFFERENT folks.
193878.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ჰმ! გეთანხმები, რაც მართალია, მართალია, მისის სნოუ რომ განსაკუთრებულია, ამაში ეჭვი ნამდვილად არავის ეპარება... მისნაირს სხვაგან ვერსად იპოვი... საბედნიეროდ! – მოღუშული გამომეტყველებით დაასკვნა ნენსიმ.
‘Humph! Well, Mis’ Snow’s ‘different,’ all right—I hope, for the sake of the rest of us!’ Nancy had finished grimly.
193879.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
კარი დაღლილმა და საშინლად ფერმკრთალმა ახალგაზრდა ქალმა გაუღო.
A pale-faced, tired-looking young girl answered her knock at the door.
193880.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– დღე მშვიდობისა, – დაიწყო პოლიანამ თავაზიანად, – მე მის პოლი ჰარინგტონმა გამომგზავნა და მისის სნოუს მონახულება მინდა.
‘How do you do?’ began Pollyanna politely. ‘I’m from Miss Polly Harrington, and I’d like to see Mrs. Snow, please.’