მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193881.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– თუ ასეა, შენ პირველი ხარ, ვისაც ეს უნდა, – ხმადაბლა ჩაიბუტბუტა ახალგაზრდა ქალმა, მაგრამ პოლიანას მისი სიტყვები არ გაუგონია.
‘Well, if you would, you’re the first one that ever ‘liked’ to see her,’ muttered the girl under her breath; but Pollyanna did not hear this.
193882.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ქალი შეტრიალდა და პოლიანას შემოსასვლელის მოპირდაპირე მხარეს, მისის სნოუს საძინებლის კარისკენ გაუძღვა.
The girl had turned and was leading the way through the hall to a door at the end of it.
193883.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მან პოლიანა ავადმყოფის ოთახში შეუშვა და კარი გაიხურა. რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ პოლიანა სიბნელეში რამეს გაარჩევდა, დაბნეული იდგა და მხოლოდ თვალებს ახამხამებდა.
In the sick-room, after the girl had ushered her in and closed the door, Pollyanna blinked a little before she could accustom her eyes to the gloom.
193884.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ბოლოს, ჩაბნელებული ოთახის შორეულ კედელთან, ლოგინში, აკოკოლავებულ ბალიშებზე მისვენებული ქალის ბუნდოვანი სილუეტი გაარჩია და მისკენ გაემართა.
Then she saw, dimly out lined, a woman half-sitting up in the bed across the room. Pollyanna advanced at once.
193885.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– თავს როგორ გრძნობთ, მისის სნოუ? მის პოლის იმედი აქვს, რომ დღეს უკეთ ხართ და თქვენთან ხბოს ლაბა გამომატანა.
‘How do you do, Mrs. Snow? Aunt Polly says she hopes you are comfortable to-day, and she’s sent you some calf’s foot jelly.’
193886.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ღმერთო ჩემო! ლაბა?! – გაისმა გაღიზიანებული ხმა, – რა თქმა უნდა, ამისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ... ეჰ, იმედი მქონდა, რომ დღეს ბატკნის ბულიონს გამოგატანდა.
‘Dear me! jelly?’ murmured a fretful voice, ‘Of course I’m very much obliged, but I was hoping ‘twould be lamb broth to-day.’
193887.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– მართლა? მე კიდევ მეგონა, ლაბას რომ მოგიტანდით, ქათმის ხორცი მოგინდებოდათ, – შენიშნა გაკვირვებულმა.
‘Why, I thought it was CHICKEN you wanted when folks brought you jelly,’ she said.
193888.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– რა-ა? – ამოიგმინა სნეულმა და პოლიანას გამოხედა.
‘What?’ The sick woman turned sharply.
193889.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– არა, ისეთი არაფერი, – ნაჩქარევად მოიბოდიშა პოლიანამ, – ეს, რა თქმა უნდა, სრულიად უმნიშვნელოა.
‘Why, nothing, much,’ apologized Pollyanna, hurriedly; and of course it doesn’t really make any difference.
193890.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
უბრალოდ, როგორც ნენსიმ მითხრა, ყოველთვის, როცა თქვენთვის ლაბა მოაქვთ, ქათმის ხორცი გინდათ, ბატკნის ბულიონი კი მაშინ, როცა ქათამი... მაგრამ, შეიძლება პირიქით იყო და ნენსის, უბრალოდ, აერია.
It’s only that Nancy said it was chicken you wanted when we brought jelly, and lamb broth when we brought chicken—but maybe ‘twas the other way, and Nancy forgot.
193891.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ავადმყოფი ლოგინში გასწორდა და წამოიწია, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა ხოლმე, მაგრამ პოლიანამ ეს, რა თქმა უნდა, არ იცოდა.
The sick woman pulled herself up till she sat erect in the bed—a most unusual thing for her to do, though Pollyanna did not know this.
193892.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– აბა, მის თავხედო, მითხარით ერთი, ვინ ბრძანდებით? – მოითხოვა მკაცრად.
‘Well, Miss Impertinence, who are you?’ she demanded.
193893.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
პოლიანას მხიარულად გაეცინა.
Pollyanna laughed gleefully.
193894.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ო, მე სულ სხვა სახელი მქვია, მისის სნოუ... და ეს მე, რა თქმა უნდა, ძალიანაც მიხარია!
‘Oh, THAT isn’t my name, Mrs. Snow—and I’m so glad ‘tisn’t, too!
193895.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მე მის პოლის დისშვილი, პოლიანა ვიტიერი ვარ და ახლა მასთან ვცხოვრობ.
I’m Pollyanna Whittier, Miss Polly Harrington’s niece, and I’ve come to live with her.
193896.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ამიტომ დღეს ლაბა მე მოგიტანეთ.
That’s why I’m here with the jelly this morning.
193897.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ამ ახსნა-განმარტების პირველი ნაწილი ავადმყოფმა ლოგინში წამომჯდარმა მოისმინა, რაც აშკარად მის დაინტერესებაზე მეტყველებდა, მაგრამ ლაბის ხსენებისთანავე ოხვრით ისევ ბალიშს მიესვენა.
All through the first part of this sentence, the sick woman had sat interestedly erect; but at the reference to the jelly she fell back on her pillow listlessly.
193898.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– კარგი, დიდი მადლობა.
‘Very well; thank you.
193899.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
დეიდაშენი, რა თქმა უნდა, უაღრესად გულუხვია და ძალიან ვაფასებ, რომ ასე ზრუნავს ჩემზე, მაგრამ დღეს მადა ნამდვილად არ მაქვს, თანაც ბატკნის ბულიონი...
Your aunt is very kind, of course, but my appetite isn’t very good this morning, and I was wanting lamb—‘
193900.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მოულოდნელად გაჩუმდა და ლაპარაკი მხოლოდ წამიერი დუმილის შემდეგ, თანაც სულ სხვა თემაზე, განაგრძო.
She stopped suddenly, then went on with an abrupt change of subject.