მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193901.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ოჰ, ნეტა მეც ეგრე ვიყო, – ამოიოხრა პოლიანამ და პატარა მაგიდასთან მივიდა, ლაბა ფრთხილად დადო და იქვე მდგარ სკამზე მოხერხებულად მოიკალათა, – ძილში ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ, არ მეთანხმებით?
‘O dear, I wish I didn’t,’ sighed Pollyanna, placing the jelly on the little stand and seating herself comfortably in the nearest chair. ‘You lose such a lot of time just sleeping! Don’t you think so?’
193902.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ძილში ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ?! – გაოგნებული ხმით გაიმეორა ავადმყოფმა.
‘Lose time—sleeping!’ exclaimed the sick woman.
193903.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– რა თქმა უნდა, არადა ამ დროის განმავლობაში შეგვეძლო, გვეცხოვრა, ხომ გესმით?.. რა ცუდია, რომ ღამით ცხოვრება არ შეგვიძლია!
‘Yes, when you might be just living, you know. It seems such a pity we can’t live nights, too.’
193904.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ავადმყოფი უფრო წამოიწია და ლოგინში წამოჯდა.
Once again the woman pulled herself erect in her bed.
193905.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ღმერთო, რა უცნაური ბავშვი ხარ! – აღმოხდა გაკვირვებულს, – იცი რა, იმ ფანჯარასთან მიდი და ფარდა ასწიე! – გასცა განკარგულება, – ის მაინც დავინახო, როგორი ხარ!
‘Well, if you ain’t the amazing young one!’ she cried. ‘Here! do you go to that window and pull up the curtain,’ she directed. ‘I should like to know what you look like!’
193906.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
პოლიანა ფეხზე წამოდგა და ცოტა არ იყოს ნაღვლიანად ჩაიცინა.
Pollyanna rose to her feet, but she laughed a little ruefully.
193907.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ოჰ, კარგი, მაგრამ ახლა ჩემს ჭორფლსაც დაინახავთ, – ამოიოხრა ფანჯარასთან მისულმა, – არადა, როგორ მიხაროდა, რომ ოთახში ბნელოდა და ჭორფლს ვერ მამჩნევდით.
‘O dear! then you’ll see my freckles, won’t you?’ she sighed, as she went to the window; ‘—and just when I was being so glad it was dark and you couldn’t see ‘em.
193908.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
სინათლეზე კი დაინახავთ, რომ... ო!.. – წამოიყვირა საწოლისკენ შებრუნებულმა მოულოდნელად, – ო, როგორ მიხარია, რომ ჩემი დანახვა მოინდომეთ, იმიტომ, რომ ახლა მეც გხედავთ! ჩემთვის ხომ არავის უთქვამს, რომ ასეთი ლამაზი ხართ!
There! Now you can—oh!’ she broke off excitedly, as she turned back to the bed; ‘I’m so glad you wanted to see me, because now I can see you! They didn’t tell me you were so pretty!’
193909.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– მე-ე? ლამაზი? – მწარედ ჩაიცინა ქალმა.
‘Me!—pretty!’ scoffed the woman, bitterly.
193910.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– რა თქმა უნდა. რა, არ იცოდით?
‘Why, yes. Didn’t you know it?’
193911.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– არა, ნამდვილად არ ვიცოდი, – მკვახედ უპასუხა მისის სნოუმ.
‘Well, no, I didn’t,’ retorted Mrs. Snow, dryly.
193912.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მისის სნოუს ამქვეყნად უკვე ორმოცი წელი ეცხოვრა და ამ ორმოციდან ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ თავის გარშემო ყველაფრის ნაკლზე და არასრულფასოვნებაზე წუხდა.
Mrs. Snow had lived forty years, and for fifteen of those years she had been too busy wishing things were different to find much time to enjoy things as they were.
193913.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– კი მაგრამ, თქვენ ხომ ასეთი ლამაზი დიდი შავი თვალები და შავი, ხვეული თმა გაქვთ! – აჭყლოპინდა პოლიანა, – ო, რომ იცოდეთ, როგორ მომწონს შავი კულულები.
‘Oh, but your eyes are so big and dark, and your hair’s all dark, too, and curly,’ cooed Pollyanna. I love black curls.
193914.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ეს ერთ-ერთია იმ ოცნებებიდან, რომელიც იმედი მაქვს, მაშინ მაინც ამიხდება, სამოთხეში რომ მოვხვდები...
That’s one of the things I’m going to have when I get to Heaven.
193915.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
და კიდევ, ლოყებზეც როგორი არაჩვეულებრივი ვარდისფერი დაგკრავთ.
And you’ve got two little red spots in your cheeks.
193916.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ო, მისის სნოუ, ულამაზესი ხართ!..
Why, Mrs. Snow, you ARE pretty!
193917.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ვფიქრობ, აუცილებლად დამეთანხმებოდით, სარკეში რომ ჩაგეხედათ.
I should think you’d know it when you looked at yourself in the glass.
193918.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– სარკეში! – ამოიბუზღუნა ავადმყოფმა და ისევ ბალიშს მიესვენა, – არა, ამ ბოლო დროს სარკეში ხშირად ნამდვილად აღარ ვიყურები... მაგრამ, დამიჯერე, არც შენ ჩაიხედებოდი, მთელი დღე ჩემსავით გაუნძრევლად რომ იწვე ზურგზე!
‘The glass!’ snapped the sick woman, falling back on her pillow. ‘Yes, well, I hain’t done much prinkin’ before the mirror these days—and you wouldn’t, if you was flat on your back as I am!’
193919.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– რა თქმა უნდა, არა, – დაეთანხმა მაშინვე პოლიანა და ხმაში თანაგრძნობა გაუკრთა;
‘Why, no, of course not,’ agreed Pollyanna, sympathetically.
193920.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– მაგრამ იცით რა...ნება მომეცით, გაჩვენოთ! – წამოიძახა მერე და ხტუნვა-ხტუნვით კომოდთან მისულმა პატარა სარკე აიღო, მაგრამ უკან რომ ბრუნდებოდა, ავადმყოფის საწოლთან გაჩერდა და ქალს წუთით კრიტიკული გამომეტყველებით, თვალებმოჭუტულმა შეხედა;
‘But wait—just let me show you,’ she exclaimed, skipping over to the bureau and picking up a small handglass. On the way back to the bed she stopped, eyeing the sick woman with a critical gaze.