მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193921.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– თუმცა...თუ წინააღმდეგი არ იქნებით, სანამ სარკეს მოგცემდეთ, მინდა, თმა ცოტა სხვანაირად გადაგივარცხნოთ, – შესთავაზა მისის სნოუს, – შეიძლება?
‘I reckon maybe, if you don’t mind, I’d like to fix your hair just a little before I let you see it,’ she proposed. ‘May I fix your hair, please?’
193922.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ჰმ, მე... კარგი, რაკი ასე გინდა... – ბუზღუნით ნება დართო ქალმა, – მაგრამ რა აზრი აქვს, მაინც არ გამიჩერდება.
‘Why, I—suppose so, if you want to,’ permitted Mrs. Snow, grudgingly; ‘but ‘twon’t stay, you know.’
193923.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ო, დიდი მადლობა! ძალიან მიყვარს, ვინმეს რომ ვვარცხნი! – სიხარულით სახე გაებადრა პოლიანას, სარკე ფრთხილად დადო და სავარცხელი აიღო;
‘Oh, thank you. I love to fix people’s hair,’ exulted Pollyanna, carefully laying down the hand-glass and reaching for a comb.
193924.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– რა თქმა უნდა, დღეს მხოლოდ ნაწილობრივ მოვასწრებ...უბრალოდ, ერთი სული მაქვს, გაჩვენოთ, რა ლამაზი ხართ.
‘I sha’n’t do much to-day, of course—I’m in such a hurry for you to see how pretty you are;
193925.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მაგრამ ოდესმე აუცილებლად მთლიანად დაგვარცხნით... სიამოვნებით დაგვარცხნით! – დაჰპირდა ქალს და ნაზი თითებით შუბლთან ჩამოყრილ მის ტალღოვან თმას შეეხო.
But some day I’m going to take it all down and have a perfectly lovely time with it, she cried, touching with soft fingers the waving hair above the sick woman’s forehead.
193926.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში პოლიანა სწრაფად და მარჯვედ საქმიანობდა, ურჩ კულულებს სავარცხლის საშუალებით ფაფუკი ტალღის ფორმას აძლევდა, კეფაზე წოლისგან აწეწილ და აბურდულ თმას ვარცხნიდა და ზევით უწევდა, ბოლოს ბალიშიც კი გააბუა, რომ ავადმყოფის თავი მის ფონზე უფრო ლამაზად გამოჩენილიყო.
For five minutes Pollyanna worked swiftly, deftly, comb ing a refractory curl into fluffiness, perking up a drooping ruffle at the neck, or shaking a pillow into plumpness so that the head might have a better pose.
193927.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ამასობაში მისის სნოუმ, რომელიც უკმაყოფილო სახით, კოპებშეკრული იჯდა და მთელ ამ პროცედურასთან დაკავშირებით გესლიან შენიშვნებს არ იშურებდა, იგრძნო, რომ ნელ-ნელა უცნაური, რაღაც მღელვარების მსგავსი გრძნობა ეუფლებოდა.
Meanwhile the sick woman, frowning prodigiously, and openly scoffing at the whole procedure, was, in spite of herself, beginning to tin gle with a feeling perilously near to excitement.
193928.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ჰმ! – ისევ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა მისის სნოუმ და სარკეში თავის გამოსახულებას შეხედა;
‘Humph!’ grunted the sick woman, eyeing her reflection severely.
193929.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ისე, მე ვარდისფერზე მეტად წითელი მიხაკები მიყვარს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, საღამომდე წითელიც დაჭკნება და ვარდისფერიც!
‘I like red pinks better than pink ones; but then, it’ll fade, anyhow, before night, so what’s the difference!’
193930.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ჰმ-მ, შეიძლება. მაგრამ... დიდხანს ხომ მაინც არ გამიჩერდება. მე ხომ მუდმივად ვწრიალებ, ხან ერთ გვერდზე ვბრუნდები, ხან მეორეზე...
‘Hm-m; maybe. Still—‘twon’t last, with me tossing back and forth on the pillow as I do.’
193931.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– დიახ, რა თქმა უნდა, დიდხანს არ გაგიჩერდებათ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ესეც მიხარია, – ხალისიანი თავის ქნევით დაეთანხმა პოლიანა, – იმიტომ, რომ, როცა ვარცხნილობა დაგეშლებათ, უფლებას მომცემთ, ისევ დაგვარცხნოთ.
‘Of course not—and I’m glad, too,’ nodded Pollyan na, cheerfully, ‘because then I can fix it again.
193932.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
თანაც ვფიქრობ, თქვენ ისიც უნდა გიხაროდეთ, რომ შავი თმა გაქვთ... შავი თმა თეთრი ბალიშის ფონზე ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ქერა, მაგალითად, ისეთი, როგორიც მე მაქვს.
Anyhow, I should think you’d be glad it’s black—black shows up so much nicer on a pillow than yellow hair like mine does.
193933.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ჰმ, შეიძლება, მაგრამ შავი თმა მე არასდროს არ მომწონდა, შავ თმაში ხომ ჭაღარა უფრო შესამჩნევია, ვიდრე ქერაში, – უპასუხა მისის სნოუმ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ისევ უკმაყოფილო, გაღიზიანებული ხმით ლაპარაკობდა, ჯერაც სარკით ხელში იჯდა და თავის გამოსახულებას შეჰყურებდა.
‘Maybe; but I never did set much store by black hair— shows gray too soon,’ retorted Mrs. Snow. She spoke fretfully, but she still held the mirror before her face.
193934.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– მე კიდევ ქერაზე მეტად შავი თმა მომწონს!.. ძალიან გამიხარდებოდა, მუქი თმა რომ მქონოდა, – ამოიოხრა პოლიანამ.
‘Oh, I love black hair! I should be so glad if I only had it,’ sighed Pollyanna.
193935.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მისის სნოუმ სარკიანი ხელი საბანზე უძლურად ჩამოუშვა და პოლიანას გაღიზიანებული სახით შეხედა.
Mrs. Snow dropped the mirror and turned irritably.
193936.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– არა, არ გაგიხარდებოდა... ჩემს ადგილას რომ იყო!..
‘Well, you wouldn’t!—not if you were me.
193937.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ჩემს ადგილას არც შავი თმა გაგიხარდებოდა და არც არაფერი... იძულებული რომ იყო... ასე, ჩემსავით მთელი დღე ლოგინში რომ წოლილიყავი, არაფერიც არ გაგიხარდებოდა!
You wouldn’t be glad for black hair nor anything else—if you had to lie here all day as I do!’
193938.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
პოლიანამ კოპები შეკრა და დაძაბული ჩაფიქრდა.
Pollyanna bent her brows in a thoughtful frown.
193939.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– გეთანხმებით... ასეთ შემთხვევაში რამის მოფიქრება მართლა რთული იქნებოდა... – თქვა ფიქრში წასულმა.
‘Why, ‘twould be kind of hard—to do it then, wouldn’t it?’ she mused aloud.
193940.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– რა შეიძლება ადამიანს გიხაროდეს, როცა ლოგინად ხარ ჩავარდნილი და მთელი დღე წევხარ?!
‘Be glad about things—when you’re sick in bed all your days?