მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193941.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
სიხარულით თვალებანთებული პოლიანა მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და ამ მოულოდნელი რეაქციით უკვე საბოლოოდ და უსაზღვროდ გაოცებული მისის სნოუს თვალწინ ტაშიც კი შემოკრა.
To Mrs. Snow’s unbounded amazement, Pollyanna sprang to her feet and clapped her hands.
193942.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– გეთანხმებით, რთულია!
‘Oh, goody! That’ll be a hard one—won’t it?
193943.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
როგორ მიხარია, რომ ასეთი რთული დავალება მომეცით!.. ო, იცით რა, მისის სნოუ, ახლა ჩემი წასვლის დროა, მაგრამ გპირდებით, მთელი გზა ვიფიქრებ, ბევრს ვიფიქრებ და იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე რომ მოვალ, პასუხი მოფიქრებული მექნება.
I’ve got to go, now, but I’ll think and think all the way home; and maybe the next time I come I can tell it to you.
193944.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ნახვამდის, მისის სნოუ. თქვენთან სტუმრობა ძალიან მომეწონა, არაჩვეულებრივი დრო გავატარე.
Good-by. I’ve had a lovely time!
193945.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ნახვამდის! – გაიმეორა კართან მისულმა და ოთახიდან გავიდა.
Good-by,’ she called again, as she tripped through the doorway.
193946.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ჰმ, გაგიჟება შეიძლება! კი მაგრამ?.. ამით რის თქმა უნდოდა?.. – ჩაიბუზღუნა მისის სნოუმ და პოლიანას ზურგს უკან მიკეტილ კარს გახედა.
‘Well, I never! Now, what does she mean by that?’ ejaculated Mrs. Snow, staring after her visitor.
193947.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
მერე ისევ აიღო სარკე და მას შემდეგ, რაც ხან ერთ და ხან მეორე მხარეს სახემიბრუნებული რამდენიმე წუთის განმავლობაში თავი ყურადღებით შეითვალიერა;
By and by she turned her head and picked up the mirror, eyeing her reflection critically.
193948.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე გადავარცხნილი მომიხდებოდა... მაგრამ... ოჰ, რა აზრი აქვს?! – ამოიოხრა ბოლოს, სარკიანი ხელი კვლავ საბანზე ჩამოუშვა და თავი ჭირვეულად გადააქნია.
‘I declare, I didn’t know it could look so pretty. But then, what’s the use?’ she sighed, dropping the little glass into the bedclothes, and rolling her head on the pillow fretfully.
193949.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც დედის ოთახში მილი, მისის სნოუს ქალიშვილი შევიდა, მისის სნოუს სარკე თუმცაკი საბნის ნაკეცებში საგულდაგულოდ დამალული, მაგრამ ჯერ კიდევ ხელში ეჭირა.
A little later, when Milly, Mrs. Snow’s daughter, came in, the mirror still lay among the bedclothes it had been carefully hidden from sight.
193950.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– კი მაგრამ, დედა!.. ფარდა აწეულია?.. – წამოიძახა მილიმ, რომელსაც რამდენიმე წამის განმავლობაში გაკვირვებული მზერა ხან აწეულ ფარდაზე გადაჰქონდა და ხან დედის თმაში გარჭობილ მიხაკზე.
‘Why, mother—the curtain is up!’ cried Milly, dividing her amazed stare between the window and the pink in her mother’s hair.
193951.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– მერე რა, რომ აწეულია?! – მკვახედ მოუჭრა ავად მყოფმა, – იმის გამო, რომ ავად ვარ, მთელი სიცოცხლე სიბნელეში კი არ უნდა ვიჯდე!
‘Well, what if it is?’ snapped the sick woman. ‘I needn’t stay in the dark all my life, if I am sick, need I?’
193952.
პოლიანა | თავი VIII, პოლიანა სტუმრად მიდის
– ა-არა, რა თქმა უნდა, არა... – ნაჩქარევად დაეთანხმა მილი და მაგიდიდან წამლის ბოთლი აიღო, – უბრალოდ... ხომ გახსოვს, რამდენ ხანს ვცდილობდი დამეყოლიებინე, რომ ოთახში სინათლე შემოგეშვა, მაგრამ შენ არ მთანხმდებოდი... მხოლოდ ამიტომ გამიკვირდა.
‘Why, n-no, of course not,’ rejoined Milly, in hasty conciliation, as she reached for the medicine bottle. ‘It’s only—well, you know very well that I’ve tried to get you to have a lighter room for ages and you wouldn’t.’
193953.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
მიუხედავად ამისა, მან ჩვეულებისამებრ გაიღიმა და მამაკაცს მიესალმა.
She greeted him, however, with a bright smile.
193954.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– დღეს არც იმდენად კარგი ამინდია, არა? – განაგრძო ხალისიანად, – თუმცა მაინც მიხარია, რომ ყოველდღე არ წვიმს!
‘It isn’t so nice to-day, is it?’ she called blithesomely. ‘I’m glad it doesn’t rain always, anyhow!’
193955.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
ამჯერად მამაკაცს არაფერი ჩაუბუზღუნია და საერთოდ, პოლიანას ზედაც არ შეხედა.
The man did not even grunt this time, nor turn his head.
193956.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
პოლიანამ ამ საქციელს სხვა ახსნა ვერ მოუძებნა და გადაწყვიტა, რომ უცნობმა კაცმა ვერც მისი მისალმება გაიგო და ვერც დაინახა.
Pollyanna decided that of course he did not hear her.
193957.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
ამიტომ შემდეგი შეხვედრისას (ეს კი მეორე დღეს მოხდა) კაცს კიდევ უფრო ხმამაღლა მიესალმა.
The next time, therefore (which happened to be the following day), she spoke up louder.
193958.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– როგორ ბრძანდებით? – ატიკტიკდა ის, – როგორ მიხარია, რომ დღეს გუშინდელივით არ წვიმს, თქვენ არა?
‘How do you do?’ she chirped. ‘I’m so glad it isn’t yesterday, aren’t you?
193959.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
მამაკაცი გაჩერდა და პოლიანას მკაცრი, გაბრაზებული სახით შეხედა.
The man stopped abruptly. There was an angry scowl on his face.
193960.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– მომისმინე, გოგონავ, – დაიწყო გაღიზიანებულმა, – მოდი, ამაზე ახლავე მოვილაპარაკოთ და დავამთავროთ.
‘See here, little girl, we might just as well settle this thing right now, once for all,’ he began testily.