მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193961.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
ამინდი, უბრალოდ, არ მაინტერესებს, ამის გარეშეც უამრავი საფიქრალი მაქვს! ხანდახან იმასაც კი ვერ ვამჩნევ, ანათებს დღეს მზე თუ არა!
‘I’ve got something besides the weather to think of. I don’t know whether the sun shines or not.’
193962.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
პოლიანას სახე გაუნათდა.
Pollyanna beamed joyously.
193963.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ვიცი, სერ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ ამჩნევდით და სწორედ ამიტომაც გითხარით.
‘No, sir; I thought you didn’t. That’s why I told you.’
193964.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ამიტომ... – განაგრძო მან, მაგრამ პოლიანას სიტყვების აზრს ჩასწვდა და დაბნეულმა მხოლოდ გაურკვეველი ბგერების ამოლუღლუღებაღა შეძლო, – რ...რა-ა?..
‘Yes; well—Eh? What?’ he broke off sharply, in sudden understanding of her words.
193965.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– გითხარით, სწორედ იმიტომაც გეუბნებით ამას, რომ მზე, სუფთა ჰაერი და ასეთი რამეები შენიშნოთ-მეთქი.
I say, that’s why I told you—so you would notice it, you know—that the sun shines, and all that.
193966.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
ვიცოდი, რომ თუ, უბრალოდ, ერთი წუთით შეჩერდებოდით და დაფიქრდებოდით, ეს ყველაფერი აუცილებლად გაგახარებდათ... თორემ სულ არ გეტყობათ, რომ ამჩნევთ...
I knew you’d be glad it did if you only stopped to think of it—and you didn’t look a bit as if you WERE thinking of it!
193967.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ჰმ, ამდენ ხალხში მაინცდამაინც მე!.. – ჩაიბუზღუნა უცნობმა ისევ, ხელები უმწეოდ გაშალა;
‘Well, of all the—‘ ejaculated the man, with an oddly impotent gesture.
193968.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
გზა განაგრძო, მაგრამ სამი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ გაჩერდა და პოლიანას ძველებურად კოპებშეკრულმა გამოხედა;
He started forward again, but after the second step he turned back, still frowning.
193969.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– მომისმინე, გოგონავ, არ გინდა, შენი ასაკის იპოვო ვინმე და იმას ელაპარაკო ხოლმე?
‘See here, why don’t you find some one your own age to talk to?’
193970.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– სიამოვნებით ვიპოვიდი, სერ, მაგრამ ნენსიმ მითხრა, აქ, ახლომახლო შენი ასაკის ბავშვები არ ცხოვრობენო.
‘I’d like to, sir, but there aren’t any ‘round here, Nancy says.
193971.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
ოღონდ ამის გამო მე დიდად არც ვდარდობ.
Still, I don’t mind so very much.
193972.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
საქველმოქმედო კომიტეტის ქალებთან ურთიერთობას ისე შევეჩვიე, რომ ბავშვებზე არანაკლებ, ხანდახან კი მეტადაც, უფროსებთან ლაპარაკი მიყვარს.
I like old folks just as well, maybe better, sometimes—being used to the Ladies’ Aid, so.’
193973.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– საქველმოქმედო კომიტეტის ქალებთან, არა?! აჰა, გასაგებია!
‘Humph! The Ladies’ Aid, indeed!
193974.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– აშკარად ჩანდა, რომ ცოტაც და უცნობის ტუჩებზე ღიმილი ათამაშდებოდა, მაგრამ მოქუშული უკმაყოფილების სადარაჯოზე მდგარი გაბრაზებული მზერა ტუჩებს თავნებობის საშუალებას არ აძლევდა.
The man’s lips were threatening to smile, but the scowl above them was still trying to hold them grimly stern.
193975.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
პოლიანას გულღიად გაეცინა.
Pollyanna laughed gleefully.
193976.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
კომიტეტის ქალებს თქვენ ნამდვილად არ ჰგავხართ... თუმცა, ცხადია, მათ თქვენ არაფრით არ ჩამოუვარდებით და...ალბათ, უკეთესიც ხართ, – დაამატა მაშინვე თავაზიანად.
You don’t look a mite like a Ladies’ Aider— not but that you’re just as good, of course—maybe better,’ she added in hurried politeness.
193977.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– იცით, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ბევრად კარგი ადამიანი აღმოჩნდებით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანხართ.
‘You see, I’m sure you’re much nicer than you look!’
193978.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
უცნობმა კაცმა ყელისმიერი, უცნაური ბგერა გამოსცა.
The man made a queer noise in his throat.
193979.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ჰმ, ამდენ ხალხში მაინცდამაინც მე!.. – ჩაიბუზღუნა მერე, მაგრამ ფრაზა ისევ არ დაასრულა, სწრაფად მიტრიალდა და გზა განაგრძო.
‘Well, of all the—‘ he ejaculated again, as he turned and strode on as before.
193980.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
შემდეგი შეხვედრისას მან პოლიანას დამცინავი, მაგრამ გახალისებული მზერით პირდაპირ თვალებში შეხედა და პოლიანამაც მაშინვე თავისთვის გაიფიქრა, რომ ეს სიხალისე უცნობის სახეს მართლაც სასიამოვნო ადამიანის გამომეტყველებას სძენდა.
The next time Pollyanna met the Man, his eyes were gazing straight into hers, with a quizzical directness that made his face look really pleasant, Pollyanna thought.