მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193981.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– დღე მშვიდობისა, – წარმოთქვა უცნობმა ცოტა არ იყოს მშრალად, მაგრამ ხაზგასმით და მაშინვე დაამატა, – როგორც ვხვდები, ჯობია თავიდანვე გითხრა: უკვე შევნიშნე, რომ დღეს მზიანი დღეა.
‘Good afternoon,’ he greeted her a little stiffly. ‘Perhaps I’d better say right away that I KNOW the sun is shining to-day.’
193982.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– არა, დღეს ამის თქმა საჭირო ნამდვილად არ არის, – ხალისიანად თავი გაიქნია პოლიანამ, – როგორც კი დაგინახეთ, მაშინვე მივხვდი, რომ შენიშნეთ!
‘But you don’t have to tell me,’ nodded Pollyanna, brightly. ‘I KNEW you knew it just as soon as I saw you.’
193983.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ო, მართლა?
‘Oh, you did, did you?’
193984.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– დიახ, სერ. მე ეს თქვენს თვალებში დავინახე, ხომ გესმით?.. და კიდევ ღიმილითაც მივხვდი.
‘Yes, sir; I saw it in your eyes, you know, and in your smile.’
193985.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ჰმ! – ჩაიფრუტუნა უცნობმა და გზა განაგრძო.
‘Humph!’ grunted the man, as he passed on.
193986.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ღმერთო ჩემო! მის პოლიანა! – აღმოხდა გაოგნებულს, – ის კაცი მოგესალმა?!
‘Sakes alive, Miss Pollyanna,’ she gasped, ‘did that man SPEAK TO YOU?’
193987.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ჰო, ყოველთვის მესალმება... უფრო სწორად, ამ ბოლო დროს, – გაიღიმა პასუხად პოლიანამ.
‘Why, yes, he always does—now,’ smiled Pollyanna.
193988.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ყოველთვის გესალმება?! ღმერთო!.. იცი, ვინ... იცი, ეს ვინ არის? – ჰკითხა ნენსიმ.
‘He always does’! Goodness! Do you know who—he— is?’ demanded Nancy.
193989.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
პოლიანას სახე დაუნაღვლიანდა და უარის ნიშნად თავი გააქნია.
Pollyanna frowned and shook her head.
193990.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– მგონი, უბრალოდ, დაავიწყდა ეთქვა... საქმე ის არის, რომ როცა გავეცანი, მე ჩემი სახელი და გვარი ვუთხარი, მაგრამ თვითონ არ მითხრა...
‘I reckon he forgot to tell me one day. You see, I did my part of the introducing, but he didn’t.’
193991.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– მაგრამ ის ხომ არასდროს არავისთან არ ლაპარაკობს... თანაც მგონი უკვე დიდი ხანია. ხმას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ აუცილებლობა მოითხოვს... თუ საქმეზე ან ეგეთ რამეზე უწევს დალაპარაკება.
But he never speaks ter anybody, child—he hain’t for years, I guess, except when he just has to, for business, and all that.
193992.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
ეს ჯონ პენდელტონია.
He’s John Pendleton.
193993.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
იქით, შემაღლებულზე რომ დიდი სახლია... „პენდელტონ-ჰილში“ ცხოვრობს მარტოდმარტო.
He lives all by himself in the big house on Pendleton Hill.
193994.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
წარმოიდგინე, მზარეულიც კი არ ჰყავს და დღეში სამჯერ საჭმელად სასტუმროში დადის.
He won’t even have any one ‘round ter cook for him—comes down ter the hotel for his meals three times a day.
193995.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
პოლიანამ თავი თანაგრძნობით დაიქნია.
Pollyanna nodded sympathetically.
193996.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ჰო, მესმის. როცა ღარიბი ხარ, იძულებული ხდები, რამე იაფიანი ჭამო.
I know. You have to look for cheap things when you’re poor.
193997.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
მე და მამას გარეთ სადილი ხშირად გვიწევდა ხოლმე...
Father and I took meals out a lot.
193998.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
როგორც წესი, ლობიოს და თევზის ტეფტელებს ვიღებდით და გვიხაროდა, რომ ლობიო ორივეს გვიყვარდა... უფრო სწორად, ხომ გესმის, იმიტომ გვიხაროდა, რომ შემწვარ ინდაურზე ოცნებაც არ შეიძლებოდა, ულუფა სამოცი ცენტი ღირდა!..
We had beans and fish balls most generally. We used to say how glad we were we liked beans—that is, we said it specially when we were looking at the roast turkey place, you know, that was sixty cents.
193999.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
მისტერ პენდელტონს ლობიო უყვარს?
Does Mr. Pendleton like beans?’
194000.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ლობიო? ღმერთო, რა მნიშვნელობა აქვს, ლობიო უყვარს თუ არა?!
‘Like ‘em! What if he does—or don’t?