მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194001.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
რომ მოინდომოს, შეუძლია, მთელი სიცოცხლე დოლარიანი კუპიურები ჭამოს და ... ალბათ, ვერც კი შენიშნავს.
He could eat dollar bills, if he wanted to—and not know it.’
194002.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ისე ამბობ, გეგონება, ვინმეს შეუძლია დოლარიანი კუპიურები ჭამოს და ვერ შენიშნოს, ნენსი! აბა, დაღეჭვა სცადოს და ვნახავ, როგორ ვერ შენიშნავს!
‘As if anybody COULD eat dollar bills and not know it, Nancy, when they come to try to chew ‘em!’ ‘Ho!
194003.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
ალბათ, წარმართებისთვის! – ივარაუდა პოლიანამ, – ხედავ, რა კარგი ადამიანია!
‘Oh, for the heathen,’ surmised Pollyanna. How perfectly splendid!
194004.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
წარმოგიდგენია, თვითონ ყველაფერს იკლებს და წარმართებში ჩვენი რწმენის შეტანით თავის ჯვარს ზიდავს... ვიცი, ასეთ ადამიანებზე მამა მიყვებოდა.
That’s denying yourself and taking up your cross. I know; father told me.
194005.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
ნენსიმ პირი გააღო და აშკარად შეეტყო, რომ რაღაც ძალიან ღვარძლიანის თქმა დააპირა.
Nancy’s lips parted abruptly, as if there were angry words all ready to come;
194006.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– მაგისა რა გითხრა, მაგრამ... არა, მაინც ძალიან უცნაურია, მის პოლიანა, რომ შენ გელაპარაკება, მართლა ძალიან უცნაურია.
‘But, say, it is queer, his speakin’ to you, honestly, Miss Pollyanna.
194007.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
ჯონ პენდელტონი ხმის გაცემის ღირსადაც არავის არ თვლის, წარმოიდგინე, საერთოდ არავის და თავის ულამაზეს, უზარმაზარ სახლში, რომელიც, როგორც ამბობენ, უამრავი არაჩვეულებრივი ნივთითაა სავსე, სრულიად მარტო ცხოვრობს...
He don’t speak ter no one; and he lives all alone in a great big lovely house all full of jest grand things, they say.
194008.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
ზოგი ამტკიცებს, რომ პენდელტონი შეშლილია, ზოგი – რომ, უბრალოდ, ასეთი უჟმური და უკარება კაცია, ზოგი კი იმასაც ამბობს, რომ კარადაში ჩონჩხს მალავს.
Some says he’s crazy, and some jest cross; and some says he’s got a skeleton in his closet.
194009.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ო, ნენსი! – გააკანკალა პოლიანას, – როგორ შეიძლება, ადამიანმა კარადაში ასეთი საშინელება შეინახო? გადააგდოს და ეგ არის!
‘Oh, Nancy!’ shuddered Pollyanna. ‘How can he keep such a dreadful thing? I should think he’d throw it away!’
194010.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ასეა თუ ისე, ყველას მიაჩნია, რომ ძალიან უცნაური კაცია და უცნაურადაც ცხოვრობს, – განაგრძო მან;
‘And EVERYBODY says he’s mysterious,’ she went on.
194011.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში მოგზაურობს, ხან იქ არის, ხან აქ, მაგრამ უმთავრესად, მაინც წარმართულ ქვეყნებში დადის... ეგვიპტე, აზია, სარა მეუდაბნოეს უდაბნო და რაღაც ეგეთებში... ხომ გესმის?
‘Some years he jest travels, week in and week out, and it’s always in heathen countries—Egypt and Asia and the Desert of Sarah, you know.’
194012.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ხომ გეუბნებოდი, ნამდვილად მისიონერია, – დარწმუნებით თავი დაიქნია პოლიანამ.
‘Oh, a missionary,’ nodded Pollyanna.
194013.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
ნენსის უცნაურად გაეცინა.
Nancy laughed oddly.
194014.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– არა, მის პოლიანა, ვერ ვიტყოდი, რომ მისიონერია...
‘Well, I didn’t say that, Miss Pollyanna.
194015.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
მერე კი, როცა ბრუნდება, წიგნებს წერს, მაგრამ რაღაცნაირ, უცნაურ წიგნებს, როგორც ამბობენ, იმ ქვეყნებში ნაპოვნ ხარახურაზე...
When he comes back he writes books—queer, odd books, they say, about some gimcrack he’s found in them heathen countries.
194016.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
აქ კი, როგორც ჩანს, ფულის დახარჯვა იმისთვისაც არ უნდა, რომ, უბრალოდ, ნორმალურად იცხოვროს.
But he don’t never seem ter want ter spend no money here— leastways, not for jest livin’.’
194017.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– რა თქმა უნდა, არ უნდა, ის ხომ წარმართებისთვის ინახავს, – გამოაცხადა პოლიანამ;
‘Of course not—if he’s saving it for the heathen,’ declared Pollyanna.
194018.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– მაგრამ მაინც საინტერესო ადამიანია, ნენსი, და განსხვავებული...ისევე, როგორც მისის სნოუ, ოღონდ სხვანაირად განსხვავებული.
‘But he is a funny man, and he’s different, too, just like Mrs. Snow, only he’s a different different.’
194019.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ამაში კი დაგეთანხმები... ნამდვილად განსხვავებულია, – სიცილით დაუდასტურა ნენსიმ.
‘Well, I guess he is—rather,’ chuckled Nancy.
194020.
პოლიანა | თავი IX, უცნობი კაცის ამბავი
– ჰო... და მე ახლა კიდევ უფრო მიხარია, რომ მელაპარაკება ხოლმე, – კმაყოფილი სახით ამოიოხრა პოლიანამ.
‘I’m gladder’n ever now, anyhow, that he speaks to me,’ sighed Pollyanna contentedly.