მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194021.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
როდესაც პოლიანა მისის სნოუს მოსანახულებლად მეორედ მივიდა, აღმოაჩინა, რომ ავადმყოფი ისევ ჩაბნელებულ ოთახში იწვა.
The next time Pollyanna went to see Mrs. Snow, she found that lady, as at first, in a darkened room.
194022.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– დედა, ეს ის გოგონაა... მის პოლისგან, – გამოუცხადა მოლიმ დედამისს დაღლილი ხმით და პოლიანა ოთახში შეუშვა.
‘It’s the little girl from Miss Polly’s, mother,’ announced Milly, in a tired manner; then Pollyanna found herself alone with the invalid.
194023.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ა, ეს შენ ხარ?.. – გაისმა ლოგინიდან მისის სნოუს უკმაყოფილო ხმა, – ჰო, მახსოვხარ.
‘Oh, it’s you, is it?’ asked a fretful voice from the bed. I remember you.
194024.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
თუმცა, მგონი საკმარისია, ერთხელ დაგელაპარაკოს ადამიანი და დაამახსოვრდები.
ANYbody’d remember you, I guess, if they saw you once.
194025.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ცუდია, რომ გუშინ არ მოხვედი.
I wish you had come yesterday.
194026.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
გელოდებოდი... ძალიან მინდოდა, გუშინ მოსულიყავი.
I WANTED you yesterday.’
194027.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– მართლა? მაშინ მიხარია, რომ გუშინდლიდან დღევანდელ დღემდე დიდი დრო არ გასულა, – ხალისიანად გამოუცხადა პოლიანამ და ჩაბნელებული ოთახი სწრაფად გადაჭრა, საწოლთან მისულმა კი თავისი კალათა იქვე მდგარ სკამზე ფრთხილად დადო;
‘Did you? Well, I’m glad ‘tisn’t any farther away from yesterday than to-day is, then,’ laughed Pollyanna, advancing cheerily into the room, and setting her basket carefully down on a chair.
194028.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ღმერთო! თქვენთან ისევ ძალიან ბნელა!
‘My! but aren’t you dark here, though?
194029.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ასე ხომ საერთოდ ვერ გხედავთ, მისის სნოუ! – წამოიძახა მერე და ისე, რომ წამითაც არ უყოყმანია, ფარდების ასაწევად ფანჯრისკენ გაბედულად გაემართა;
I can’t see you a bit,’ she cried, unhesitatingly crossing to the window and pulling up the shade.
194030.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– მინდა, შეგხედოთ და ვნახო, ისევ ისე გაქვთ თმა დავარცხნილი, როგორც მე დაგვარცხნეთ იმ დღეს თუ არა... აჰ, არა, არ დაგივარცხნიათ!
‘I want to see if you’ve fixed your hair like I did—oh, you haven’t!
194031.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
მაგრამ არა უშავს, პირიქით, მიხარია კიდეც, იმიტომ, რომ იმედი მაქვს, მე დამავარცხნინებთ... ოღონდ ცოტა მოგვიანებით, კარგი?.. ახლა კი მინდა ნახოთ, რა მოგიტანეთ.
But, never mind; I’m glad you haven’t, after all, ‘cause maybe you’ll let me do it—later. But now I want you to see what I’ve brought you.’
194032.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ქალი ლოგინში მოუსვენრად გაინძრა.
The woman stirred restlessly.
194033.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი შეხედვით გემო ხომ მაინც არ შეეცვლება?! – დამცინავად აღნიშნა მან, მაგრამ კა ლათისკენ მაინც ინტერესით გაიხედა, – კარგი, მაჩვენე, რა არის აბა?
‘Just as if how it looks would make any difference in how it tastes,’ she scoffed—but she turned her eyes toward the basket. ‘Well, what is it?’
194034.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– არა, გამოიცანით! აბა, დაფიქრდით და მითხარით, ახლა ყველაზე მეტად რას ინატრებდით? – წამოიძახა სახეგაბრწყინებულმა პოლიანამ და თავის კალათასთან მიირბინა.
‘Guess! What do you want?’ Pollyanna had skipped back to the basket. Her face was alight.
194035.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ავადმყოფმა კოპები შეკრა.
The sick woman frowned.
194036.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ვფიქრობ, მაგრამ თავში არაფერი მომდის, მადა სულ არ მაქვს, – ამოიოხრა მისის სნოუმ, – თანაც საბოლოოდ ყველაფერს მაინც ერთი და იგივე გემო აქვს.
‘Why, I don’t WANT anything, as I know of,’ she sighed. ‘After all, they all taste alike!’
194037.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– არა, არა! გთხოვთ, გამოიცანით! მადა რომ გქონოდათ, მაინც რას შეჭამდით?
‘This won’t. Guess! If you DID want something, what would it be?’
194038.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ამას თვითონაც ვერ აცნობიერებდა, მაგრამ წლების განმავლობაში მიეჩვია, სწორედ ის მოენდომებინა, რაც არ მოჰქონდათ, ამიტომ ახლა, როცა ჯერ არ იცოდა, რა მიუტანეს, ასე ერთბაშად სასურველი კერძის დასახელება გადაუჭრელ ამოცანად ეჩვენებოდა.
She did not realize it herself, but she had so long been accustomed to wanting what she did not have, that to state off-hand what she DID want seemed impossible—until she knew what she had.
194039.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– მაგრამ სწორედ ბატკნის ბულიონი არ მინდოდა, – ისევ ამოიოხრა ავადმყოფმა და ახლა უკვე დარწმუნებით მიხვდა, რომ სულ სხვა რამე ენატრებოდა, – მადა რომ მქონოდა, ალბათ, ქათმის ხორცს შევჭამდი.
‘But that’s what I DIDN’T want,’ sighed the sick woman, sure now of what her stomach craved. ‘It was chicken I wanted.’
194040.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ო, მე ხომ ქათმის ხორციც მოვიტანე, – გაიცინა პოლიანამ.
‘Oh, I’ve got that, too,’ chuckled Pollyanna.