მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194041.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
გაოგნებული ქალი ლოგინში გადმობრუნდა.
The woman turned in amazement.
194042.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– დიახ, და ხბოს ფეხების ლაბაც, – საზეიმოდ გამოუცხადა პოლიანამ;
‘Yes—and calf’s-foot jelly,’ triumphed Pollyanna.
194043.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– გადავწყვიტე, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში ის უნდა მომეტანა თქვენთვის, რაც ამ წუთას გენდომებოდათ და მე და ნენსიმ ყველაფერი მოვაგვარეთ.
‘I was just bound you should have what you wanted for once; so Nancy and I fixed it.
194044.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
რა თქმა უნდა, სამივე კერძი ცოტ-ცოტაა... მაგრამ სამაგიეროდ, სამივეა!
Oh, of course, there’s only a little of each—but there’s some of all of ‘em!
194045.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ო, რომ იცოდეთ, როგორ მიხარია, რომ ქათმის ხორცი მოინდომეთ, – განაგრძო თვალებგაბრწყინებულმა და კალათიდან ერთმანეთის მიყოლებით სამი მომცრო ჯამი ამოალაგა;
I’m so glad you did want chicken,’ she went on contentedly, as she lifted the three little bowls from her basket.
194046.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– იცით, მთელი გზა ვფიქრობდი, იმ შემთხვევაში რა მექნა, თუ, მაგალითად, ხაშს, ხახვს ან, სულერთია, რამე ისეთს მოინდომებდით, რაც არ მქონდა!..
You see, I got to thinking on the way here—what if you should say tripe, or onions or something like that, that I didn’t have!
194047.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნებოდა და როგორ შევრცხვებოდი, არადა, მე ხომ ძალიან ვეცადე, რომ გამეხარებინეთ! – მხიარულად გაიცინა მან.
Wouldn’t it have been a shame—when I’d tried so hard?’ she laughed merrily.
194048.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ის პოლიანას დაბნეული შესცქეროდა და თვითონაც ვერ ხვდებოდა რა, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ხელიდან რაღაც უსხლტებოდა.
The sick woman seemed to be trying—mentally to find something she had lost.
194049.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ესეც ასე! აი, სამივეს გიტოვებთ, – გამოაცხადა ბოლოს პოლიანამ და სამივე ჯამი მაგიდაზე ჩაამწკრივა;
‘There! I’m to leave them all,’ announced Pollyanna, as she arranged the three bowls in a row on the table.
194050.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ვინ იცის, იქნებ ხვალ მოგინდეთ ბატკნის ბულიონი...
‘Like enough it’ll be lamb broth you want tomorrow.
194051.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– გმადლობ. მაგრამ ძალიან ცუდად, – ამოილუღლუღა ჩვეული, უსიცოცხლო, მაგრამ იმავდროულად გაღიზიანებული ხმით მისის სნოუმ, – ამ დილას თვალი წუთით ვერ მოვხუჭე.
‘Very poorly, thank you,’ murmured Mrs. Snow, fall ing back into her usual listless attitude. I lost my nap this morning.
194052.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ნელი ჰიგინსმა, მეზობელმა, გადაწყვიტა, ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლოს და მისმა სავარჯიშოებმა უკვე ლამის არის ჭკუიდან შემშალოს.
Nellie Higgins next door has begun music lessons, and her practising drives me nearly wild.
194053.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
უკვე აღარც კი ვიცი, რა ვქნა, ძალიან გამტანჯა!
I’m sure, I don’t know what I shall do!’
194054.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– მესმის და გეთანხმებით, ეს საშინელებაა! მისის ვაიტსაც ასე დაემართა ერთხელ.
‘I know. It IS awful! Mrs. White had it once.
194055.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
იმ დროს რევმატიული ცხელება ჰქონდა და იმდენად ცუდად იყო, რომ ლოგინში განძრევაც კი არ შეეძლო.
She had rheumatic fever, too, at the same time, so she couldn’t thrash ‘round.
194056.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
თვითონ ამბობდა, რომ შემეძლოს, ასე ძალიან არ გამიჭირდებოდაო.
She said ‘twould have been easier if she could have.
194057.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– განძრევა, აი... როცა ის სავარჯიშოები უკვე სრულიად აუტანელი ხდება, გვერდზე გადაბრუნება და მდგომარეობის შეცვლა შეგიძლიათ?
‘Thrash ‘round—move, you know, so as to change your position when the music gets too hard to stand.’
194058.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ჰმ, რა თქმა უნდა, განძრევაც შემიძლია და მდგომარეობის შეცვლაც, ოღონდ მხოლოდ ლოგინში, – უპასუხა უკვე ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა.
‘Why, of course I can move—anywhere—in bed,’ she rejoined a little irritably.
194059.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ო, რაკი ასეა, გასახარებელ მიზეზად ესეც გამოდგება, არ მეთანხმებით?
‘Well, you can be glad of that, then, anyhow. can’t you?’ nodded Pollyanna.
194060.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
მისის ვაიტს კი არ შეეძლო. როცა რევმატიული ცხელება გაქვს, ასე ადვილად ვერ იმოძრავებ... არადა, როგორც მისის ვაიტი ამბობდა, გვერდზე გადაბრუნება თურმე ძალიან უნდოდა.
‘Mrs. White couldn’t. You can’t thrash when you have rheumatic fever—though you want to something awful, Mrs. White says.