მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194061.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
და კიდევ მერე ისიც მითხრა, მისტერ ვაიტის დის ყურები რომ არა, ალბათ, ჭკუიდან შევიშლებოდიო... მისტერ ვაიტის და ხომ სრულიად ყრუა...
She told me afterwards she reckoned she’d have gone raving crazy if it hadn’t been for Mr. White’s sister’s ears—being deaf, so.’
194062.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– მისტერ ვაიტის დის ყურები?.. არ მესმის, საერთოდ რაზე ლაპარაკობ? პოლიანას გულიანად გაეცინა.
‘Sister’s—EARS! What do you mean?’ Pollyanna laughed.
194063.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– აჰ, მე ხომ თქვენთვის ამ ამბის დასაწყისი არ მომიყოლია! სულ დამავიწყდა, რომ მისის ვაიტს არ იცნობთ...
‘Well, I reckon I didn’t tell it all, and I forgot you didn’t know Mrs. White.
194064.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
საქმე ის არის, რომ მისის ვაიტიც ჩემს თამაშს თამაშობდა. თვითონ ვასწავლე.
You see, she was playing the game, too. I’d told her about it.
194065.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– თამაშს? პოლიანამ უცებ ტაში შემოჰკრა.
‘The—game?’ Pollyanna clapped her hands.
194066.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– უი! აი, კიდევ რა დამავიწყდა! მე ხომ თქვენთვის ის მიზეზი მოვიფიქრე, რაც გახარების საშუალებას მოგცემთ!
‘There! I ‘most forgot; but I’ve thought it up, Mrs. Snow— what you can be glad about.’
194067.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– რაც გახარების საშუალებას მომცემს? რას გულისხმობ?
‘GLAD about! What do you mean?’
194068.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– მე ხომ დაგპირდით, რომ მოვიფიქრებდი! არ გახსოვთ?! მთხოვეთ, რაღაც ისეთი მომეფიქრებინა, რაც გაგახარებდათ... უფრო სწორად, იმის მიუხედავად გაგახარებდათ, რომ მთელი დღის განმავლობაში ლოგინში წოლა გიწევთ.
‘Why, I told you I would. Don’t you remember? You asked me to tell you something to be glad about—glad, you know, even though you did have to lie here abed all day.’
194069.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ა, ჰო! – დამცინავად გაეღიმა ქალს, – ჰო, რა თქმა უნდა, მახსოვს, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ვიხუმრე, თავშიც არ მომსვლია, რომ შენ ამაზე სერიოზულად იფიქრებდი.
‘Oh!’ scoffed the woman. ‘THAT? Yes, I remember that; but I didn’t suppose you were in earnest any more than I was.’
194070.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ო, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვიფიქრე, – დასტურად თავიც კი დაიქნია პოლიანამ, – და სიხარულის მიზეზიც ვიპოვე. ისე, მინდა გითხრათ, საკმაოდ რთული დავალება კი აღმოჩნდა, მაგრამ რაც უფრო რთულია ამოცანა, მით მეტად სახალისოცაა, ასე არ არის? გულწრფელად უნდა ვაღიარო, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი და თავში არაფერი მომდიოდა. მაგრამ მერე მოვიფიქრე!
‘Oh, yes, I was,’ nodded Pollyanna, triumphantly; ‘and I found it, too. But ‘TWAS hard. It’s all the more fun, though, always, when ‘tis hard. And I will own up, honest to true, that I couldn’t think of anything for a while. Then I got it.’
194071.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– მართლა? კარგი, აბა რა მოიფიქრე? – მისის სნოუს ხმაში ხაზგასმული თავაზიანობა და აშკარა სარკაზმი გაისმა.
‘Did you, really? Well, what is it?’ Mrs. Snow’s voice was sarcastically polite.
194072.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
პოლიანამ ღრმად ჩაისუნთქა.
Pollyanna drew a long breath.
194073.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– თქვენ შეგიძლიათ ის გიხაროდეთ, რომ... სხვა ადამიანებიც თქვენსავით ცუდად არ არიან... ანუ, არ ავადმყოფობენ და მთელი დღე ლოგინში არ წვანან, ხომ გესმით? – გამოუცხადა ქალს სერიოზული სახით.
‘I thought—how glad you could be—that other folks weren’t like you—all sick in bed like this, you know,’ she announced impressively.
194074.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ჰმ, მართლაც! რატომაც არა! – შენიშნა წამიერი დუმილის შემდეგ აშკარად გაღიზიანებულმა.
‘Well, really!’ she ejaculated then, in not quite an agreeable tone of voice.
194075.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ახლა კი თამაშზე მოგიყვებით, – თავდაჯერებული ხმით, მშვიდად შესთავაზა პოლიანამ, – დამიჯერეთ, თამაში თქვენ განსაკუთრებით მოგეწონებათ, თქვენთვის ხომ ის უფრო რთული იქნება, ვიდრე სხვებისთვის!..
‘And now I’ll tell you the game,’ proposed Pollyanna, blithely confident. It’ll be just lovely for you to play—it’ll be so hard.
194076.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– პოლიანა, დეიდა გეძახის, – დაღლილი და გულგრილი გამომეტყველებით გამოუცხადა მან გოგონას, – ქუჩის იქითა მხარეს, ჰარლოუების ტელეფონზე დარეკა და გადმოგცა, ჩქარა მოვიდეს, რომ დაბნელებამდე ფორტეპიანოზე დაკვრა მოასწროსო.
‘Your aunt is wanting you, Miss Pollyanna,’ she said with dreary listlessness. ‘She telephoned down to the Harlows’ across the way. She says you’re to hurry—that you’ve got some practising to make up before dark.’ Pollyanna rose reluctantly.
194077.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– კარგი, – თქვა პოლიანამ და უწადილოდ წამოდგა, – ახლავე გავიქცევი, – მერე კი უეცრად ხმამაღლა გაიცინა, – ალბათ, ახლა ის უნდა მიხაროდეს, რომ ფეხები მაქვს და სირბილი შემიძლია, არა, მისის სნოუ?
‘All right,’ she sighed. ‘I’ll hurry.’ Suddenly she laughed. ‘I suppose I ought to be glad I’ve got legs to hurry with, hadn’t I, Mrs., Snow?’
194078.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
მისის სნოუ თვალებდახუჭული იწვა.
Mrs. Snow’s eyes were closed.
194079.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
მილიმ დაღლილი მზერა დედაზე გადაიტანა და გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა: მისის სნოუს ჩავარდნილ ლოყებზე ცრემლები მოგორავდა.
But Milly, whose eyes were wide open with surprise, saw that there were tears on the wasted cheeks.
194080.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ნახვამდის, – გამოემშვიდობა ჯერაც ხმისამოუღებლად მწოლიარე ქალს პოლიანა ზღურბლიდან, – ძალიან მწყდება გული, რომ თმის დავარცხნა ვერ მოვასწარით, მაგრამ, იმედი მაქვს, შემდეგში მაინც მოვახერხებ...
‘Good-by,’ flung Pollyanna over her shoulder, as she reached the door. ‘I’m awfully sorry about the hair—I wanted to do it. But maybe I can next time!’