მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194081.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ივლისის დღეები ერთმანეთს მისდევდა.
One by one the July days passed.
194082.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
პოლიანა დეიდა პოლის ამას ხშირად ეუბნებოდა, რაზეც ის, როგორც წესი, დაღლილი ხმით პასუხობდა ხოლმე: – ძალიან კარგი, პოლიანა.
She often told her aunt, joyously, how very happy they were. Whereupon her aunt would usually reply, wearily: Very well, Pollyanna.
194083.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
მე, რა თქმა უნდა, მახარებს, რომ აქ გატარებულ დღეებს შენ ბედნიერ დროდ მიიჩნევ, მაგრამ იმედი მაქვს, ისინი შენთვის არა მხოლოდ ბედნიერი, არამედ ნაყოფიერიცაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნები ვაღიარო, რომ მე ჩემს მოვალეობას ცუდად ვასრულებ.
I am gratified, of course, that they are happy; but I trust that they are profitable, as well—otherwise I should have failed signally in my duty.
194084.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
დეიდის ამ სიტყვებს პოლიანა ჩვეულებრივ გრძნობების ბობოქარი გამოვლინებით, ჩახუტებებითა და კოცნებით პასუხობდა, რაც მის პოლისთვის ჯერაც სრულიად მიუღებელ, დამაბნეველ და გამაოგნებელ მოვლენად რჩებოდა.
Generally Pollyanna would answer this with a hug and a kiss—a proceeding that was still always most disconcerting to Miss Polly;
194085.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– დეიდა პოლი... ესე იგი, იმას გულისხმობთ, რომ საკმარისი არ არის ადამიანი, უბრალოდ, ბედნიერი იყო? – ჰკითხა ჩაფიქრებულმა.
‘Do you mean that it wouldn’t be enough then, Aunt Polly, that they should be just happy days?’ she asked wistfully.
194086.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– სწორედ ამას ვგულისხმობ, პოლიანა.
‘That is what I mean, Pollyanna.’
194087.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– და როგორია ეს ნა-ყო-ფი-ე-რი დღე?
‘What is being pro-fi-ta-ble?
194088.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ჰმ... ისეთი, რომელსაც რაღაც ნაყოფი გამოაქვს... რაღაც შედეგს გაძლევს, სასარგებლოა შენთვის... ღმერთო, რა უცნაური ბავშვი ხარ!
‘Why, it—it’s just being profitable—having profit, some thing to show for it, Pollyanna. What an extraordinary child you are!’
194089.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– გამოდის, რომ თუ, უბრალოდ, რაღაც გიხარია, ამას სარგებლობა არ მოაქვს? – შეშფოთებული ხმით ჰკითხა პოლიანამ.
‘Then just being glad isn’t pro-fi-ta-ble?’ questioned Pollyanna, a little anxiously.
194090.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– რა თქმა უნდა, არა.
‘Certainly not.’
194091.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ო, რა ცუდია! მაშინ, დარწმუნებული ვარ, ჩემი თამაში თქვენ მართლაც არ მოგეწონებათ, დეიდა პოლი, და არასდროს არ ითამაშებთ.
‘O dear! Then you wouldn’t like it, of course. I’m afraid, now, you won’t ever play the game, Aunt Polly.’
194092.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– თამაში? რა თამაში?
‘Game? What game?’
194093.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– აი, მამამ რომ... – პოლიანამ სასწრაფოდ პირზე აიფარა ხელი და ენადაბმულმა ჩუმი ბუტბუტით დაამატა, – ა-არა, არაფერი.
‘Why, that father—‘ Pollyanna clapped her hand to her lips. ‘N-nothing,’ she stammered.
194094.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
მის პოლიმ კოპები შეკრა.
Miss Polly frowned.
194095.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– დღეისთვის საკმარისია, პოლიანა, – მოუჭრა მოკლედ და ამით კერვის გაკვეთილიც დასრულდა.
‘That will do for this morning, Pollyanna,’ she said tersely. And the sewing lesson was over.
194096.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
იმავე დღეს პოლიანა, რომელიც სწორედ იმწუთას გამოვიდა თავისი ოთახიდან და ქვევით ჩასვლას აპირებდა, კიბეზე დეიდას გადააწყდა.
It was that afternoon that Pollyanna, coming down from her attic room, met her aunt on the stairway.
194097.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ო, დეიდა პოლი, ჩემთან მოდიხართ? რა კარგია! შემოდით...
‘Why, Aunt Polly, how perfectly lovely!’ she cried. You were coming up to see me! Come right in.
194098.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
სტუმრები ძალიან მიყვარს! – წამოიძახა გახარებულმა, რამდენიმე საფეხური სწრაფადვე აირბინა უკან და თავისი ოთახის კარი ფართოდ გააღო.
I love company,’ she finished, scampering up the stairs and throwing her door wide open.
194099.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
სინამდვილეში, მის პოლის დისშვილის მონახულება თავშიც არ მოსვლია.
Now Miss Polly had not been intending to call on her niece.
194100.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
სხვენში ის სულ სხვა რამის გამო ადიოდა: უნდოდა, თავისი თეთრი მატყლის შალი ეპოვა, რომელიც აღმოსავლეთ კედლის ფანჯარასთან, ფიჭვის სკივრში იდო;
She had been planning to look for a certain white wool shawl in the cedar chest near the east window.