მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194101.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
მაგრამ, თავისდა გასაკვირად, როგორღაც ისე მოხდა, რომ არა იმ ფიჭვის ყუთთან, არამედ პოლიანას პაწაწინა ოთახში, ერთ-ერთ სწორსაზურგიან სკამზე აღმოჩნდა...
But to her unbounded surprise now, she found herself, not in the main attic before the cedar chest, but in Pollyanna’s little room sitting in one of the straight-backed chairs;
194102.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
უცნაური ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც პოლიანა ჩამოვიდა, მის პოლი ცხადად ხედავდა, რომ მისდა გასაკვირად, ხშირად, ძალიან, ძალიან ხშირად რატომღაც სულ სხვა რამეს აკეთებდა და არა იმას, რასაც მანამდე აპირებდა.
So many, many times since Pollyanna came, Miss Polly had found herself like this, doing some utterly unexpected, surprising thing, quite unlike the thing she had set out to do!
194103.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ვგიჟდები სტუმრებზე! – ტიკტიკებდა ისევ პოლიანა და დეიდის გარშემო ისე ფუსფუსებდა, თითქოს სტუმარს თავის უღიმღამო, სოროსავით ოთახში კი არა, სასახლეში მასპინძლობდა.
‘I love company,’ said Pollyanna, again, flitting about as if she were dispensing the hospitality of a palace;
194104.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი საკუთარი ოთახი გამიჩნდა, ხომ გესმით?
Specially since I’ve had this room, all mine, you know.
194105.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
რა თქმა უნდა, ჩემი ოთახი ადრეც მქონდა ხოლმე, მაგრამ ის ოთახი ყოველთვის ნაქირავებ ბინაში იყო და... არა, ასეთი ოთახის შენს საკუთართან შედარებაც არ შეიძლება! ხომ ასეა?.. ეს კი ჩემი საკუთარი ოთახია, არა, დეიდა პოლი?
Oh, of course, I had a room, always, but ‘twas a hired room, and hired rooms aren’t half as nice as owned ones, are they? And of course I do own this one, don’t I?’
194106.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ჰმ.. რა თქმა უნდა, პოლიანა, – ამოიბუტბუტა ჯერაც იმით გაკვირვებულმა და დაბნეულმა მის პოლიმ, რომ რატომღაც პოლიანას ოთახში იჯდა და თავისი შალის მოსაძებნად არ მიდიოდა.
‘Why, y-yes, Pollyanna,’ murmured Miss Polly, vaguely wondering why she did not get up at once and go to look for that shawl.
194107.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ჰოდა ამიტომ მე ახლა ეს ოთახი მიყვარს. მერა რა, რომ აქ არც ხალიჩაა იატაკზე, არც ფარდები კიდია და არც ჩემი სანატრელი სურათები...
‘And of course NOW I just love this room, even if it hasn’t got the carpets and curtains and pictures that I’d been want—‘
194108.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ა-არა, ისეთი არაფერი, დეიდა პოლი, მართლა!.. არ მინდოდა... უბრალოდ, წამომცდა.
‘N-nothing, Aunt Polly, truly. I didn’t mean to say it.’
194109.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ასეცაა და, უბრალოდ, წამოგცდა, მაგრამ რაკი დაიწყე, ვფიქრობ, ჯობია, სათქმელი ბოლომდე მიიყვანო, – ყინულივით ცივი ხმით მოუჭრა დეიდამ.
‘Probably not,’ returned Miss Polly, coldly; ‘but you did say it, so suppose we have the rest of it.’
194110.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– არაფრის თქმა არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა, დეიდა პოლი, უბრალოდ, იმედი მქონდა, რომ ჩემს ოთახში ლამაზი ხალიჩა, ფარდები და ასეთი რამეები იქნებოდა, ხომ გესმით...
‘But it wasn’t anything only that I’d been kind of planning on pretty carpets and lace curtains and things, you know,.
194111.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– იმედი გქონდა?! – მკვახედ გააწყვეტინა მის პოლიმ.
‘PLANNING on them!’ interrupted Miss Polly, sharply.
194112.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
შემცბარი პოლიანა კიდევ უფრო გაწითლდა.
Pollyanna blushed still more painfully.
194113.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– დეიდა პოლი... რა თქმა უნდა, ამის იმედი არ უნდა მქონოდა, – დაიწყო დამნაშავის ხმით, – მაგრამ ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ლამაზი ხალიჩები და ფარდები ყოველთვის ძალიან მომწონდა და არასდროს არ მქონდა.
‘I ought not to have, of course, Aunt Polly,’ she apologized. ‘It was only because I’d always wanted them and hadn’t had them, I suppose.'
194114.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
თუმცა მთლად ასეც არ არის, ერთხელ შემოწირულობის ფუთებში ვიღაცის ჩადებული ორი პატარა ხალიჩა ვიპოვეთ, მაგრამ, ხომ გესმით... ძალიან პატარები და თანაც ერთს მელნის ლაქები აჩნდა, მეორე კი იმდენად იყო გაცვეთილი, რომ ძაფებად იგლიჯებოდა.
Oh, we’d had two rugs in the barrels, but they were little, you know, and one had ink spots, and the other holes; and there never were only those two pictures; the one fath—I mean the good one we sold, and the bad one that broke.
194115.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ერთიანად სახეაჭარხლებული მის პოლი მოულოდნელად ფეხზე წამოდგა.
Miss Polly rose suddenly to her feet. Her face was very red.
194116.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– კმარა, პოლიანა, უკვე საკმარისზე მეტი თქვი, – გააწყვეტინა დისშვილს ცივად;
‘That will do, Pollyanna,’ she said stiffly.
194117.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
მედიდურად ბეჭებში გამართული კიბისკენ გაემართა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, უკვე პირველ სართულზე ჩასულმა გააცნობიერა, რომ სხვენში, აღმოსავლეთ კედლის ფანჯარასთან მიდგმული ფიჭვის სკივრიდან თავისი თეთრი, მატყლის შალის ამოღება დაავიწყდა.
The next minute she had swept down the stairs—and not until she reached the first floor did it suddenly occur to her that she had gone up into the attic to find a white wool shawl in the cedar chest near the east window.
194118.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ოცდაოთხი საათიც არ იყო გასული, რომ მის პოლიმ ნენსი დაიბარა და კატეგორიულად გამოუცხადა: – მის პოლიანას ნივთებს დღესვე მეორე სართულზე, მისივე ოთახის ქვემოთ რომ ოთახია, იქ გადმოიტანთ. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ამიერიდან ჩემი დისშვილის ოთახი ის იქნება.
Less than twenty-four hours later, Miss Polly said to Nancy, crisply: ‘Nancy, you may move Miss Pollyanna’s things downstairs this morning to the room directly beneath. I have decided to have my niece sleep there for the present.’
194119.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– დიახ, მემ, – უპასუხა ნენსიმ და თავისთვის გულში „მადლობა ღმერთსო!“ დაამატა.
‘Yes, ma’am,’ said Nancy aloud. ‘O glory!’ said Nancy to herself.
194120.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
სულ რაღაც წუთის შემდეგ პოლიანასთან, სხვენის ოთახში შევარდნილმა ნენსიმ ხმამაღლა წამოიძახა: – დაუჯერებელია, მის პოლიანა!
To Pollyanna, a minute later, she cried joyously: ‘And won’t ye jest be listenin’ ter this, Miss Pollyanna.