მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194121.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
მეორე სართულზე, ზუსტად ამ ოთახის ქვემოთ გადადიხარ!..
You’re ter sleep down-stairs in the room straight under this.
194122.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ჰო, ჰო, დამიჯერე!.. პოლიანას თვალები გაუფართოვდა და გაფითრდა.
You are—you are!’ Pollyanna actually grew white.
194123.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– მოიცა, გინდა მითხრა, რომ... ო, ნენსი, როგორ?.. მართლა? სიმართლეს მეუბნები?
‘You mean—why, Nancy, not really—really and truly?’
194124.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– აი ნახავ, სულ მალე შენ თვითონაც დარწმუნდები, – დაჰპირდა ნენსი ხალისიანად და თან სანამ კარადიდან პოლიანას კაბებს იღებდა, მეტი დამაჯერებლობისთვის თავიც კი დაიქნია;
‘I guess you’ll think it’s really and truly,’ prophesied Nancy, exultingly, nodding her head to Pollyanna over the armful of dresses she had taken from the closet.
194125.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ნაბრძანები მაქვს, შენი კაბები ქვევით ჩავიტანო, ასე, რომ, სანამ დეიდაშენს გადაუფიქრებია, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ.
‘I’m told ter take down yer things, and I’m goin’ ter take ‘em, too, ‘fore she gets a chance ter change her mind.’
194126.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
ისე, რომ ნენსის წინადადების დამთავრებაც არ აცალა, პოლიანა კიბისკენ თავპირისმტვრევით გაქანდა, ორ-ორ საფეხურზე გადახტომით კინაღამ კისერი მოიტეხა და მას შემდეგ, რაც გზად ორი კარი გაიჯახუნა და სკამი გადააყირავა, როგორც იქნა, თავის მიზანს – დეიდა პოლის მიაღწია.
Pollyanna did not stop to hear the end of this sentence. At the imminent risk of being dashed headlong, she was flying down-stairs, two steps at a time. Bang went two doors and a chair before Pollyanna at last reached her goal—Aunt Polly.
194127.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– ო, დეიდა პოლი! დეიდა პოლი, ეს მართალია?..
‘Oh, Aunt Polly, Aunt Polly, did you mean it, really?
194128.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
მართლა ისეთ ოთახში ვიცხოვრებ, სადაც ხალიჩაცაა, ფარდებიც და სამი სურათიც? ო, ღმერთო! და კიდევ ის „სურათიც“, უფრო სწორად ამქვეყნად ყველაზე ლამაზი ხედიც, რომელიც ახლანდელი ჩემი ოთახიდან იშლება?! ო, დეიდა პოლი!
Why, that room’s got EVERYTHING—the carpet and curtains and three pictures, besides the one outdoors, too, ‘cause the windows look the same way. Oh, Aunt Polly!’
194129.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– საკმარისია, პოლიანა, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ამ ცვლილებით კმაყოფილი ხარ. მაგრამ რაკი გაირკვა, რომ ეს ნივთები ასე ძალიან მოგწონს, იმედი მაქვს, სათანადოდაც მოუფრთხილდები.
‘Very well, Pollyanna. I am gratified that you like the change, of course; but if you think so much of all those things, I trust you will take proper care of them.
194130.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
პოლიანამ სკამი გაასწორა.
Pollyanna picked up the chair.
194131.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– დიახ, დეიდა პოლი, ვიცი, რომ კარი გამოვიჯახუნე, – აღიარა ხალისიანად, – მაგრამ მე ხომ ოთახის ამბავი იმწუთას გავიგე!..
‘Yes’m; I know I banged ‘em—those doors,’ she admitted cheerfully.
194132.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
მგონი, თქვენც გამოიჯახუნებდით, ისე რომ გაგხარებოდათ რამე, როგორც... – პოლიანამ სიტყვა არ დაასრულა და დეიდას სრულიად სხვანაირი, დაინტერესებული სახით შეხედა: – დეიდა პოლი, გინდათ თქვათ, რომ არასდროს ცხოვრებაში კარი არ გამოგიჯახუნებიათ?
‘You see I’d just found out about the room, and I reckon you’d have banged doors if—‘ Pollyanna stopped short and eyed her aunt with new interest. ‘Aunt Polly, DID you ever bang doors?’
194133.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– იმედი მაქვს, არა! – მის პოლის ხმაში აშკარა აღშფოთება გაისმა.
‘I hope—not, Pollyanna!’ Miss Polly’s voice was properly shocked.
194134.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– მაგრამ!.. დეიდა პოლი, ეს ხომ საშინელებაა! – პოლიანას სახეზე გულწრფელი თანაგრძნობა გამოისახა.
‘Why, Aunt Polly, what a shame!’ Pollyanna’s face ex pressed only concerned sympathy.
194135.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– საშინელებაა? – მექანიკურად გაიმეორა მის პოლიმ.
‘A shame!’ repeated Aunt Polly, too dazed to say more.
194136.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– რა თქმა უნდა. ხომ გესმით, საქმე ის არის, რომ, როცა ადამიანს კარის გაჯახუნება ძალიან, ძალიან უნდა, ის, რა თქმა უნდა, ადგება და გაიჯახუნებს, მაგრამ... თუ კარი არასდროს გაგიჯახუნებიათ, ეს ნიშნავს, რომ ასე ძალიან თქვენ არასდროს არაფერი გაგხარებიათ...
‘Why, yes. You see, if you’d felt like banging doors you’d have banged ‘em, of course; and if you didn’t, that must have meant that you weren’t ever glad over anything—or you would have banged ‘em.
194137.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
– პოლიანა! – აღმოხდა გაოგნებისგან სუნთქვაშეკრულ მის პოლის, მაგრამ პოლიანა ოთახიდან უკვე გამქრალიყო და ამ წამოძახილის პასუხად მის პოლიმ მხოლოდ მეორე სართულზე გაჯახუნებული კარის ხმა გაიგონა.
‘PollyANna!’ gasped the lady; but Pollyanna was gone, and only the distant bang of the attic-stairway door answered for her.
194138.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
პოლიანა ამ დროს უკვე ნენსისთან მირბოდა, რომ თავისი ნივთების გადმოტანაში მიხმარებოდა.
Pollyanna had gone to help Nancy bring down ‘her things.’
194139.
პოლიანა | თავი X, სიურპრიზი მისის სნოუსთვის
სასტუმრო ოთახში მარტო დარჩენილმა მის პოლიმ გაურკვეველი აფორიაქება იგრძნო... გახარებია... რა თქმა უნდა, გახარებია... ოდესღაც, წარსულში... ჰო, არსებობდა რაღაც, რაც უხაროდა!
Miss Polly, in the sitting room, felt vaguely disturbed;— but then, of course she HAD been glad—over some things!
194140.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
დადგა აგვისტო.
August came.