მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194141.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
აგვისტომ თან უამრავი სიურპრიზი და ცვლილება მოიტანა, თუმცა ნენსის არც ერთი მათგანი არ გაჰკვირვებია.
August brought several surprises and some changes—none of which, however, were really a surprise to Nancy.
194142.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ნენსის, რომელმაც ჰარინგტონების სახლში პოლიანას ჩამოსვლის დღიდან იცოდა, რომ წინ სიურპრიზებიც ელოდათ და დიდი ცვლილებებიც.
Nancy, since Pollyanna’s arrival, had come to look for surprises and changes.
194143.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
პირველი სიურპრიზი კნუტი იყო.
First there was the kitten.
194144.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
პოლიანამ ის ჰარინგტონების სახლიდან არც ისე შორს, დაღმართზე საცოდავად აკნავლებული იპოვა.
Pollyanna found the kitten mewing pitifully some distance down the road.
194145.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მერე კი მეზობლები საგულდაგულოდ გამოჰკითხა და როცა მისი პატრონობის მსურველი ვერავინ გამოავლინა, ისე, თითქოს ამაზე ბუნებრივი არაფერი ყოფილიყოს, საცოდავი არსება შინ მიიყვანა.
When systematic questioning of the neighbors failed to find any one who claimed it, Pollyanna brought it home at once, as a matter of course.
194146.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– მიხარია კიდეც, რომ პატრონი არ გამოუჩნდა, – სიხარულით თვალებგაბრწყინებული გულწრფელად გამოუტყდა დეიდას;
‘And I was glad I didn’t find any one who owned it, too,’ she told her aunt in happy confidence;
194147.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ვგიჟდები კნუტებზე!
I love kitties.
194148.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მის პოლიმ მწარე ხვედრის ამ ნათელ გამოვლინებას, პოლიანას გულზე მიხუტებულ ერთი ბეწო და უსუსურ ნაცრისფერ გორგალს შეხედა და შეძრწუნდა;
Miss Polly looked at the forlorn little gray bunch of neglected misery in Pollyanna’s arms, and shivered;
194149.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მის პოლი ხომ, არათუ ასეთ გასაცოდავებულ და ტურტლიან კნუტებს, ლამაზ, ჯანმრთელ და სუფთა კატებსაც კი ვერ იტანდა.
Miss Polly did not care for cats—not even pretty, healthy, clean ones.
194150.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ფუ, პოლიანა, რას ჰგავს! რა ჭუჭყიანია! თან დარწმუნებული ვარ, ავადმყოფი იქნება და რწყილებიც ეყოლება!
‘Ugh! Pollyanna! What a dirty little beast! And it’s sick, I’m sure, and all mangy and fleay.’
194151.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ჰო, ვიცი. საწყალი პატარა კნუტი... – კატასავით ტკბილად ჩაიკრუტუნა პოლიანამაც და პატარა არსების შეშინებულ თვალებს ჩახედა;
‘I know it, poor little thing,’ crooned Pollyanna, tenderly, looking into the little creature’s frightened eyes.
194152.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– და მართალიცაა, ეს არავინ არ იცის, – მრავლისმეტყველად აღნიშნა დეიდა პოლიმ.
‘No—nor anybody else,’ retorted Miss Polly, with meaning emphasis.
194153.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ყველას ვეუბნებოდი, რომ თუ პატრონი არ გამოუჩნდებოდა, ჩვენ შევიფარებდით.
I told everybody we should keep it, if I didn’t find where it belonged.
194154.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ვიცოდი, რომ ასეთი პატარა, საბრალო და მიტოვებული არსების აყვანა თქვენც გაგახარებდათ!
I knew you’d be glad to have it—poor little lonesome thing!
194155.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მის პოლიმ პირი გააღო და სცადა ეპასუხა, მაგრამ ამაოდ, ხმა ვერ ამოიღო.
Miss Polly opened her lips and tried to speak; but in vain.
194156.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ისევ იმ უმწეობის უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო, რომელიც პოლიანას ჩამოსვლის დღიდან ასე ხშირად ეუფლებოდა ხოლმე და მისდა გასაკვირად, პოლიანას წინაშე ფარ-ხმალს აყრევინებდა.
The curious helpless feeling that had been hers so often since Pollyanna’s arrival, had her now fast in its grip.
194157.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– მე ხომ ვიცოდი, – ნაჩქარევად და აშკარა მადლიერებით განაგრძო პოლიანამ, – დარწმუნებული ვიყავი, რომ მაშინ, როდესაც სულ ახლახან მე შემიფარეთ, არც ასეთ საყვარელ, უმწეო და ყველასგან მიტოვებულ კნუტს დატოვებდით ქუჩაში.
‘Of course I knew,’ hurried on Pollyanna, gratefully, ‘that you wouldn’t let a dear little lonesome kitty go hunting for a home when you’d just taken ME in;
194158.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მე ხომ საქველმოქმედო კომიტეტის ქალები მაინც მყავდნენ, ამ საბრალო კნუტს კი ისინიც არ ჰყავს!
Why, I had the Ladies’ Aid, you know, and kitty didn’t have anybody.
194159.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ვიცოდი, რომ თქვენც ასე იფიქრებდით, – თავი დაიქნია სიხარულით თვალებგაბრწყინებულმა და ოთახიდან ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა.
I knew you’d feel that way,’ she nodded happily, as she ran from the room.
194160.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– არა, პოლიანა, პოლიანა!.. – დისშვილის შეჩერებას შეეცადა მის პოლი, – არასწორად გამ...
‘But, Pollyanna, Pollyanna,’ remonstrated Miss Polly. ‘I don’t—‘