მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194161.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მაგრამ პოლიანა ამ დროს უკვე სამზარეულოში შერბოდა;
But Pollyanna was already halfway to the kitchen;
194162.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ნენსი, ნენსი, შეხედე, რა საყვარელი პატარა კნუტი მყავს!.. მე და დეიდა პოლი ერთად მოვუვლით!
‘Nancy, Nancy, just see this dear little kitty that Aunt Polly is going to bring up along with me!’
194163.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
სასტუმრო ოთახში მარტო დარჩენილი მის პოლი, რომელიც კატებს სასტიკად ვერ იტანდა, სავარძლის საზურგეს თავზარდაცემული მიესვენა.
And Aunt Polly, in the sitting room—who abhorred cats—fell back in her chair.
194164.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მეორე დღეს სახლში კნუტზე ბევრად ჭუჭყიანი და კიდევ უფრო საცოდავი შესახედაობის ძაღლი გაჩნდა;
The next day it was a dog, even dirtier and more forlorn, perhaps, than was the kitten;
194165.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
და დეიდა პოლის, თავისდა გასაკვირად და სამწუხაროდ, ამჯერადაც კეთილი მფარველისა და გულმოწყალე ანგელოზის როლის მორგება მოუწია, როლის, რომელიც პოლიანამ, როგორც რაღაც სრულიად თავისთავადი და ბუნებრივი რამ, ისეთი თავდაჯერებით დააკისრა დეიდას, რომ მის ჰარინგტონმა, რომელსაც ძაღლები კატებზე მეტადაც სძულდა, დისშვილისთვის უარის თქმის ძალა საკუთარ თავში ვერც ამჯერად იპოვა.
And again Miss Polly, to her dumfounded amazement, found herself figuring as a kind protector and an angel of mercy—a role that Pollyanna so unhesitatingly thrust upon her as a matter of course, that the woman—who abhorred dogs even more than she did cats, if possible—found herself as before, powerless to remonstrate.
194166.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ეს კი ასე მოხდა.
It happened after this wise.
194167.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ხუთშაბათის მზიან დილას პოლიანა ისევ მისის სნოუსთან წავიდა და ამჯერად ხბოს ფეხების ლაბა წაუღო.
On a pleasant Thursday morning Pollyanna had been taking calf’s-foot jelly again to Mrs. Snow.
194168.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ამ მეგობრობას კი საფუძველი მისის სნოუსთან პოლიანას იმ მესამე ვიზიტმა ჩაუყარა, რომლის დროსაც გოგონამ ქალს თამაშის შესახებ უამბო.
Their friendship had started from the third visit Pollyanna had made, the one after she had told Mrs. Snow of the game.
194169.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ახლა პოლიანასთან ერთად უკვე მისის სნოუც თამაშობდა.
Mrs. Snow herself was playing the game now, with Pollyanna.
194170.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
თავისთავად ცხადია, ჯერ კარგად არ გამოსდიოდა – ამქვეყნად ყველაფერში მხოლოდ ცუდის დანახვას და წუწუნს იმდენად შეჩვეოდა, რომ სასიხარულო მიზეზის პოვნა ძალიან უჭირდა;
To be sure, she was not playing it very well—she had been sorry for everything for so long, that it was not easy to be glad for anything now.
194171.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მაგრამ პოლიანას გამამხნევებელი მითითებები და შეცდომებზე მხიარული კისკისი შველოდა და გამოცდილებასაც სწრაფად იძენდა.
But under Pollyanna’s cheery instructions and merry laughter at her mistakes, she was learning fast.
194172.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
პოლიანას გასაკვირად და სასიხარულოდ იმ ხუთშაბათს ისიც კი გამოაცხადა, რომ დილიდან ლაბას ნატრობდა და უხაროდა, რომ პოლიანამ სწორედ ლაბა მიუტანა;
To-day, even, to Pollyanna’s huge delight, she had said that she was glad Pollyanna brought calf’s-foot jelly, because that was just what she had been wanting;
194173.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მისის სნოუს, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ მოლისთან გამოლაპარაკების შემდეგ პოლიანამ უკვე იცოდა, რომ იმ დღეს ზუსტად ასეთივე ლაბა და თან საკმაოდ დიდი თასით მისის სნოუსთვის მღვდლის ცოლსაც მიეტანა.
Mrs. Snow did not know that Milly, at the front door, had told Pollyanna that the minister’s wife had already that day sent over a great bowlful of that same kind of jelly.
194174.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
სწორედ ამაზე ფიქრობდა პოლიანა, როდესაც მისის სნოუსგან წამოსულმა გზად მოულოდნელად ვიღაც ბიჭი დაინახა.
Pollyanna was thinking of this now when suddenly she saw the boy.
194175.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ბიჭი ნაღვლიანი სახით გზის პირას იჯდა და წვერმოტეხილი დანით, თანაც სრულიად გულგრილად, პატარა ჯოხს თლიდა.
The boy was sitting in a disconsolate little heap by the roadside, whittling half-heartedly at a small stick.
194176.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– გამარჯობა, – მომხიბვლელად გაუღიმა პოლიანამ.
‘Hullo,’ smiled Pollyanna, engagingly.
194177.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ბიჭმა ქვემოდან ამოხედა, მაგრამ თავი ისე ჩახარა, რომ გამომეტყველებაც არ შეცვლია.
The boy glanced up, but he looked away again, at once.
194178.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– კარგი... შენც გამარჯობა, – ჩაიბურტყუნა მერე ხმადაბლა.
‘Hullo yourself,’ he mumbled.
194179.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– როგორც გატყობ, ახლა შენ ხბოს ფეხების ლაბაც არ გაგახარებდა, – გაეცინა პოლიანას და მის წინ გაჩერდა.
‘Now you don’t look as if you’d be glad even for calf’s foot jelly,’ she chuckled, stopping before him.
194180.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ბიჭი მოუსვენრად შეიშმუშნა, პოლიანას ამჯერად გაკვირვებული სახით ამოხედა და თავისი დანით ისევ ჯოხის თლა გააგრძელა.
The boy stirred restlessly, gave her a surprised look, and began to whittle again at his stick, with the dull, brokenbladed knife in his hand.