მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194181.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
პოლიანა წუთით შეყოყმანდა, მერე კი ფეხი მოირთხა და ბიჭის გვერდით პირდაპირ ბალახზე მოიკალათა.
Pollyanna hesitated, then dropped herself comfortably down on the grass near him.
194182.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მიუხედავად მისი თავგამოდებული მტკიცებისა, რომ „საქველმოქმედო კომიტეტის ქალებთან ურთიერობას მიჩვეული“, ახლომახლო მცხოვრები თანატოლების გარეშეც „მშვენივრად გრძნობდა თავს“, ბავშვებთან ლაპარაკი და თამაში დროდადრო ძალიანაც ენატრებოდა.
In spite of Pollyanna’s brave assertion that she was ‘used to Ladies’ Aiders,’ and ‘didn’t mind,’ she had sighed at times for some companion of her own age.
194183.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ჩემი გვარი ვიტიერია და პოლიანა მქვია, – გაეცნო ბიჭს თავაზიანად, – შენ რა გქვია?
‘My name’s Pollyanna Whittier,’ she began pleasantly. ‘What’s yours?’
194184.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ბიჭი ისევ აწრიალდა.
Again the boy stirred restlessly.
194185.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მერე წამით ფეხზეც კი ადგა და კვლავ დაჯდა.
He even almost got to his feet. But he settled back.
194186.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ჯიმი ბინი, – ჩაიბუტბუტა ბოლოს ასევე თავაზიანად, მაგრამ სრულიად უხალისოდ და გულგრილად.
‘Jimmy Bean,’ he grunted with ungracious indifference.
194187.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ძალიან კარგი! ახლა ერთმანეთს ვიცნობთ.
Good! Now we’re introduced.
194188.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მე მის პოლი ჰარინგტონის სახლში ვცხოვრობ, შენ?
I live at Miss Polly Harrington’s house. Where do you live?
194189.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– არსად? არა, ეს შეუძლებელია, ყველა სადღაც ცხოვრობს, – თავდაჯერებული ხმით გამოაცხადა პოლიანამ.
‘Nowhere! Why, you can’t do that—everybody lives somewhere,’ asserted Pollyanna.
194190.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ჰო, ალბათ, მაგრამ მე არა... ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით. სწორედ ახლა ახალ ადგილს ვეძებ.
‘Well, I don’t—just now. I’m huntin’ up a new place.’
194191.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ბიჭმა პოლიანას აგდებული მზერით გადახედა.
The boy regarded her with scornful eyes.
194192.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– სულელო! რომ ვიცოდე, სად არის, ძებნას ხომ არ დავიწყებდი?! პოლიანამ თავი გულნაკლულად გააქნია.
‘Silly! As if I’d be a-huntin’ for it—if I knew!’ Pollyanna tossed her head a little.
194193.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ადრე სად ცხოვრობდი? – ჰკითხა.
Where did you live—before? she queried.
194194.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ო, რამდენ კითხვას მისვამ! – ამოიოხრა უკმაყოფილოდ მოთმინებადაკარგულმა ბიჭმა.
‘Well, if you ain’t the beat’em for askin’ questions!’ sighed the boy impatiently.
194195.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– მეტი რა გზა მაქვს?! – მშვიდად უპასუხა პოლიანამ, – სხვანაირად შენ შესახებ ვერაფერს გავიგებ.
‘I have to be,’ retorted Pollyanna calmly, else I couldn’t find out a thing about you.
194196.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მეტს რომ ლაპარაკობდე, ნაკლებ კითხვებსაც დაგისვამდი.
If you’d talk more I wouldn’t talk so much.
194197.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
გაცინება კი უფრო უნებური და მორიდებული იყო, მაგრამ ასეა თუ ისე, როდესაც წამის მერე ისევ დაილაპარაკა, გამომეტყველება უწინდელისგან განსხვავებით მეტად კეთილგანწყობილი გაუხდა.
It was a sheepish laugh, and not quite a willing one; but his face looked a little pleasanter when he spoke this time.
194198.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– კარგი, მაშინ მისმინე! მე ჯიმი ბინი მქვია და ათი წლის ვარ, უკვე მეთერთმეტე დაიწყო.
‘All right then—here goes! I’m Jimmy Bean, and I’m ten years old goin’ on eleven.
194199.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
შარშან ობოლთა თავშესაფარში მოვხვდი, მაგრამ იქ ბევრი ბავშვია, იმდენი არიან, რომ ჩემი ადგილიც არ არის.
I come last year ter live at the Orphans’ Home; but they’ve got so many kids there ain’t much room for me.
194200.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მინდა, ისეთი ადგილი მოვძებნო, სადაც ვიცხოვრებდი, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვე.
I’m goin’ ter live somewheres else—but I hain’t found the place, yet.