მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194201.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მინდა, ნამდვილი სახლი მქონდეს... აი, ხომ იცი, ჩვეულებრივი, ისეთი, სადაც დედა ცხოვრობს და არა თავშესაფრის მომვლელი ქალი.
I’d LIKE a home—jest a common one, ye know, with a mother in it, instead of a Matron.
194202.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
როცა ასეთი სახლი გაქვს, იქ ოჯახიც გყავს, მე კიდევ მას შემდეგ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა, არავინ არ მყავს.
If ye has a home, ye has folks; an’ I hain’t had folks since—dad died.
194203.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
უკვე ოთხ ადგილას ვცადე... მაგრამ ჩემი დატოვება არავინ მოინდომა... თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც ვუთხარი, რომ თუ დამიტოვებდნენ, აუცილებლად ვიმუშავებდი.
I’ve tried four houses, but—they didn’t want me—though I said I expected ter work, ‘course.
194204.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ჰო... აი, სულ ეს არის, კიდევ რა გაინტერესებს? – ბოლო სიტყვებზე ბიჭს ხმა გაებზარა.
There! Is that all you want ter know?’ The boy’s voice had broken a little over the last two sentences.
194205.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– რა საშინელებაა! – თანაგრძნობით ამოიოხრა პოლიანამ, – ესე იგი, შენი დატოვება არავინ მოინდომა?
‘Why, what a shame!’ sympathized Pollyanna. ‘And didn’t there anybody want you?
194206.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ღმერთო!.. წარმომიდგენია, თავს ახლა როგორ გრძნობ, მეც დაახლოებით ეგრე ვიყავი, როცა მამაჩემი... ჩემი მამიკო რომ მოკვდა, სანამ დეიდა პოლიმ არ თქვა, რომ ამიყვანდა, საქველმოქმედო კომიტეტის ქალების გარდა მეც არავინ მყავდა...
O dear! I know just how you feel, because after—after my father died, too, there wasn’t any body but the Ladies’ Aid for me, until Aunt Polly said she’d take—‘
194207.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ო, ჯიმი ბინ, ვიცი, სადაც იცხოვრებ! – წამოიძახა გახარებულმა.
‘Oh, I know just the place for you,’ she cried.
194208.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ჰე, წამოდი! ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ დეიდა პოლი აგიყვანს!
Oh, come, I know Aunt Polly’ll take you!
194209.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
წარმოდგენაც არ გაქვს, რა კეთილი და მოსიყვარულე დეიდა მყავს!
You don’t know how good and kind she is!
194210.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ჯიმი ბინს ლოყებჩაცვენილი სახე გაუნათდა:
Jimmy Bean’s thin little face brightened.
194211.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ახლა, როცა დედაჩემი სამოთხეშია და ციური ანგელოზია, ჩემი დეიდა პოლი ამქვეყნად ყველაზე კეთილი ქალია...
Why, my Aunt Polly is the nicest lady in the world—now that my mama has gone to be a Heaven angel.
194212.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
თან რომ იცოდე, რამდენი ოთახი აქვს! – განაგრძობდა პოლიანა და უკვე ფეხზე წამომხტარი, ჯიმი ბინს იდაყვზე ექაჩებოდა;
And there’s rooms—heaps of ‘em,’ she con tinued, springing to her feet, and tugging at his arm.
194213.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
თუმცა, შეიძლება... – დაამატა ცოტა შეშფოთებულმა უკვე დეიდა პოლის სახლისკენ რომ მირბოდნენ, – შეიძლება თავიდან სხვენის ოთახში მოგიწიოს ძილი;
Maybe, though,’ she added a little anxiously, as they hurried on, ‘maybe you’ll have to sleep in the attic room.
194214.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მაგრამ ახლა იქ ბადეებია ფანჯრებზე, ასე, რომ ძალიან არ დაგცხება და არც ბუზები შემოფრინდებიან... თავიანთი პატარა ფეხებით აი, იმ... მიკრობებს არ შემოიტანენ.
But there’s screens there now, so ‘twon’t be so hot, and the flies can’t get in, either, to bring in the germ-things on their feet.
194215.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
უი, შენც ჭორფლი გქონია! – წამოიძახა უეცრად და ბიჭის სახეს დაეჭვებული მზერა მოავლო, – ასე, რომ, ვფიქრობ, შენც გაგიხარდება, უსარკო ოთახში თუ იცხოვრებ, სამაგიეროდ, ფანჯრიდან ისეთი ხედი იშლება, ყველაზე ლამაზად დახატულ სურათსაც კი ჯობია.
And you’ve got freckles, too,’—with a critical glance—‘so you’ll be glad there isn’t any looking-glass; and the outdoor picture is nicer than any wall-one could be, so you won’t mind sleeping in that room at all;
194216.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ჰო და წესით, ეგ შენ უნდა გიხაროდეს, – უპასუხა მერე, – იმიტომ, რომ, სანამ მე ვლაპარაკობ, შენ შეგიძლია ჩუმად იყო.
‘Well, anyhow, you can be glad of that,’ she retorted; ‘for when I’m talking, YOU don’t have to!’
194217.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
სახლთან რომ მიირბინეს, პოლიანამ თავისი ახალი ნაც ნობი მათ დანახვაზე გაოგნებისგან თვალებგაფართოებულ დეიდას უყოყმანოდ წარუდგინა.
When the house was reached, Pollyanna unhesitatingly piloted her companion straight into the presence of her amazed aunt.
194218.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– აი, დეიდა პოლი! – გამოუცხადა საზეიმო ხმით, – ნახეთ, ვინ მოგიყვანეთ!
‘Oh, Aunt Polly,’ she triumphed. Just look a-here!
194219.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ხედავთ, ის ფლაფის და ბაფისაც კი ჯობია და დარწმუნებული ვარ, ნამდვილი ცოცხალი ბიჭის აღზრდა თქვენთვისაც ბევრად უფრო სასიხარულო იქნება.
I’ve got something ever so much nicer, even, than Fluffy and Buffy for you to bring up. It’s a real live boy.
194220.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
თანაც თანახმაა, რომ სხვენის პატარა ოთახში დაიძინოს, თავიდან, რა თქმა უნდა, ხომ გესმით... და კიდევ მითხრა, რომ იმუშავებს;
He won’t mind a bit sleeping in the attic, at first, you know, and he says he’ll work;