მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194221.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მის პოლი ჯერ გაფითრდა, მერე საშინლად გაწითლდა.
Miss Polly grew white, then very red.
194222.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
პოლიანას ტირადიდან ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ რაც გაიგო, ისიც საკმარისი აღმოჩნდა.
She did not quite understand; but she thought she understood enough.
194223.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– პოლიანა, ეს რას ნიშნავს? ეს ჭუჭყიანი ბიჭი ვინ არის და საიდან მოიყვანე? – ჰკითხა მკაცრად.
‘Pollyanna, what does this mean? Who is this dirty little boy? Where did you find him?’ she demanded sharply.
194224.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
„ჭუჭყიანმა ბიჭმა“ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და თვალი კარისკენ გააპარა.
The ‘dirty little boy’ fell back a step and looked toward the door.
194225.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
პოლიანას კი ისევ მხიარულად გაეცინა.
Pollyanna laughed merrily.
194226.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
გეთანხმებით, ეს ბიჭი, უფრო სწორად, ჩემი ახალი მეგობარი, ისეთივე ჭუჭყიანია, როგორებიც ფლაფი და ბაფი იყვნენ, იმ დღეს სახლში რომ მოვიყვანე და თქვენ მათ აყვანას დამთანხმდით.
And he is dirty, too, isn’t he?—I mean, the boy is— just like Fluffy and Buffy were when you took them in.
194227.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მაგრამ ვფიქრობ, როცა დაიბანს, ისიც ფლაფივით და ბაფივით ბევრად უკეთესი გახდება... ოჰ, კინაღამ ისევ დამავიწყდა!.. – გადაიკისკისა ისევ, – ეს ჯიმი ბინია.
But I reckon he’ll improve all right by washing, just as they did, and—Oh, I ‘most forgot again,’ she broke off with a laugh. ‘This is Jimmy Bean, Aunt Polly.’
194228.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– გასაგებია, მაგრამ აქ რას აკეთებს?
‘Well, what is he doing here?’
194229.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– დეიდა პოლი, ხომ აგიხსენით!
‘Why, Aunt Polly, I just told you!’
194230.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– პოლიანას გაკვირვებისგან თვალებიც კი გაუფართოვდა.
Pollyanna’s eyes were wide with surprise.
194231.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მე კიდევ ის მოვუყევი, ჩემ მიმართ რა კეთილი იყავით, მერე კიდევ ფლაფის და ბაფის მიმართაც და ამიტომ, ეჭვიც არ მეპარება, მის მიმართაც კეთილი იქნებით, იმიტომ, რომ ის ხომ ძაღლებს და კატებს ბევრად ჯობია.
I told him how good you were to me, and to Fluffy and Buffy and that I knew you would be to him, because of course he’s even nicer than cats and dogs.’
194232.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მის პოლი სავარძლის საზურგეს გადაესვენა, აკანკალებული ხელი ყელზე მიიდო და მთელი არსებით იგრძნო, რომ სადაცაა, უმწეობის უკვე კარგად ნაცნობი გრძნობა სძლევდა.
Miss Polly dropped back in her chair and raised a shaking hand to her throat. The old helplessness was threatening once more to overcome her.
194233.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მაგრამ წამიც და საკუთარ თავზე აშკარა ძალდატანებით ნებისყოფა მოიკრიბა და ისევ ბეჭებში გამართული სავარძელში წინ წამოიწია.
With a visible struggle, however, Miss Polly pulled herself suddenly erect.
194234.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– საკმარისია, პოლიანა! იმ ყველაფრიდან, რაც შენ უკვე გააკეთე, ეს ყველაზე უგუნური საქციელია.
That will do, Pollyanna. This is a little the most absurd thing you’ve done yet.
194235.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
თითქოს მაწანწალა კატები და ბინძური ძაღლები არ კმაროდა, რომ სახლში კიდევ ვიღაც დაკონკილი, ქუჩის მათხოვარი არ მოგეყვანა, რომელიც...
As if tramp cats and mangy dogs weren’t bad enough but you must needs bring home ragged little beggars from the street, who—‘
194236.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ბიჭი მოულოდნელად შეკრთა, თვალები აენთო, თავი ამაყად ასწია.
There was a sudden stir from the boy. His eyes flashed and his chin came up.
194237.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ის სწრაფად შეტრიალდა და მტკიცე ნაბიჯითა და საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსე ისე გავიდა ოთახიდან, რომ ამდენად ჩამოკონკილი და შესაბრალისი რომ არ ყოფილიყო.
And he wheeled about and stalked from the room with a dignity that would have been absurd had it not been so pitiful.
194238.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მის პოლიმ ხელი ასწია და მბრძანებლური ჟესტით დისშვილს გაჩუმება აიძულა.
Miss Polly raised her hand with a peremptory gesture of silence.
194239.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მის პოლის ნერვები უკვე დაწყვეტაზე ჰქონდა.
Miss Polly’s nerves had snapped at last.
194240.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ბიჭის სიტყვები – „კეთილი და მოსიყვარულე“ – ჯერაც ყურებში ედგა და ცხადად გრძნობდა, რომ სადაცაა, ისევ ის უმწეობის განცდა დაეუფლებოდა.
The ‘good and kind’ of the boy’s words were still ringing in her ears, and the old helplessness was almost upon her, she knew.