მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194241.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
„მეგონა გაგიხარდებოდა“! „რა გაგხარებია“! „რა გიხარია“!.. ხომ არ შეიძლება, დაუმთავრებლად, დილიდან საღამომდე ამ სიტყვას იმეორებდე! ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სადაცაა, ჭკუიდან შევიშლები!
It’s ‘glad’—‘glad’—‘glad’ from morning till night until I think I shall grow wild!’
194242.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
პოლიანამ გაკვირვებისგან პირიც კი გააღო და დეიდას თვალებგაფართოებული შეაჩერდა.
From sheer amazement Pollyanna’s jaw dropped.
194243.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– მაგრამ, დეიდა პოლი... – ამოილუღლუღა ძლივს გასაგონად, – მეგონა, გაგიხარდებოდა, რომ მე მიხარო... ოჰ!.. – გაუწყდა უცებ სიტყვა, ტუჩებზე ხელი აიფარა და ოთახიდან სირბილით გავარდა.
‘Why, Aunt Polly,’ she breathed, ‘I should think you’d be glad to have me gl—Oh!’ she broke off, clapping her hand to her lips and hurrying blindly from the room.
194244.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
პოლიანა რომ დაეწია, ჯიმი ბინი უკვე სახლისკენ გადმოსახვევი გზის დასაწყისამდე მისულიყო.
Before the boy had reached the end of the driveway, Pollyanna overtook him.
194245.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ჯიმი! ჯიმი! ჯიმი ბინ! მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ... – მიახალა აქოშინებულმა და რომ გაეჩერებინა, ხელი იდაყვში ჩაავლო.
‘Boy! Boy! Jimmy Bean, I want you to know how—how sorry I am,’ she panted, catching him with a detaining hand.
194246.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– საბოდიშო აქ არაფერია. შენგან არაფერი მწყენია, – მოღუშული სახით უპასუხა ბიჭმა და მოულოდნელად გამძვინვარებული ხმით დაამატა, – მაგრამ მე მათხოვარი არ ვარ!
‘Sorry nothin’! I ain’t blamin’ you,’ retorted the boy, sullenly. ‘But I ain’t no beggar!’ he added, with sudden spirit.
194247.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ვიცი, რა თქმა უნდა, არ ხარ! მაგრამ დეიდა პოლიზე მაინც არ უნდა გაბრაზდე, – უთხრა პოლიანამ.
‘Of course you aren’t! But you mustn’t blame auntie,’ appealed Pollyanna.
194248.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– არა უშავს. მე თვითონ ვიპოვი რამეს. ოღონდ დაიმახსოვრე, მე მათხოვარი არ ვარ.
‘Never mind. I guess I can find one myself. I ain’t no beggar, you know.’
194249.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
პოლიანამ კოპები შეკრა და წუთით ჩაფიქრდა, მერე კი უცებ აშკარად რაღაც იდეით გახარებულს, თვალები გაუბრწყინდა და ჯიმი ბინი ისევ გააჩერა.
Pollyanna was frowning thoughtfully. Of a sudden she turned, her face illumined.
194250.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– მე არც წარმართი ვარ და არც ახალი ხალიჩა! თანაც... ისე, ეგ ქალთა საქველმოქმედო კომიტეტი რაღაა?
‘Well, I ain’t a heathen or a new carpet. Besides—what is a Ladies’ Aid?’
194251.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ჯიმი! კი მაგრამ, სად იზრდებოდი?! როგორ შეიძლება, ადამიანმა საქველმოქმედო კომიტეტი არ იცოდე!
‘Why, Jimmy Bean, wherever have you been brought up?—not to know what a Ladies’ Aid is!’
194252.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– კარგი, თუ არ მეუბნები, არც მჭირდება... – ჩაიბუზღუნა ბიჭმა და გულგრილი სახით წასასვლელად შეტრიალდა.
‘Oh, all right—if you ain’t tellin’,’ grunted the boy, turning and beginning to walk away indifferently.
194253.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
პოლიანა მაშინვე გვერდით ამოუდგა.
Pollyanna sprang to his side at once.
194254.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ეს... ეს... მოკლედ, ეს, უბრალოდ, მდიდარი ქალების თავყრილობაა. ისინი იკრიბებიან და ერთად კერავენ, ვახშმებს აწყობენ, რაღაც მიზნებისთვის ფულს აგროვებენ და... და ლაპარაკობენ. ეს არის ქალთა საქველმოქმედო კომიტეტი.
‘It’s—it’s—why, it’s just a lot of ladies that meet and sew and give suppers and raise money and—and talk; that’s what a Ladies’ Aid is.
194255.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ისინი ძალიან კეთილები არიან.... უფრო სწორედ, იქ, სახლში...
They’re awfully kind—that is, most of mine was, back home.
194256.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ჰოდა, დღესვე წავალ და საქველმოქმედო კომიტეტს შენ შესახებ მოვუყვები.
I’m going to tell them about you this afternoon.
194257.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ბიჭმა ისევ გაბრაზებული სახით გადმოხედა.
Again the boy turned fiercely.
194258.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ნუ გგონია, ძალიან მინდოდეს, ახლა ერთის მაგივრად ბევრის წინაშე გამოვიჯგიმო და იმათგან მოვისმინო, რომ თურმე ვიღაც ჩამოკონკილი მათხოვარი ვარ!
Maybe you think I’m goin’ ter stand ‘round an’ hear a whole LOT o’ women call me a beggar, instead of jest ONE!
194259.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– რა თქმა უნდა, მარტო წავალ და ყველაფერს მე თვითონ ვეტყვი.
‘I’d go alone, of course, and tell them.’
194260.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ჰო და შევეცდები, ამჯერად ყველაფერი სწორად ვუთხრა, – ნაჩქარევად განაგრძო პოლიანამ, რადგან შენიშნა, რომ ჯიმი ცოტა მოლბა;
‘Yes; and I’d tell it better this time,’ hurried on Pollyanna, quick to see the signs of relenting in the boy’s face.