მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194261.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– დარწმუნებული ვარ, მათ შორის აუცილებლად გამოიძებნება ვინმე ისეთი, ვინც სიამოვნებით შეგიფარებს და სახლს მოგცემს.
‘And there’d be some of ‘em, I know, that would be glad to give you a home.’
194262.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– მე ვიმუშავებ. ამის თქმა არ დაგავიწყდეს, – გააფრთხილა ბიჭმა.
‘I’d work—don’t forget ter say that,’ cautioned the boy.
194263.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– დაპირდა გახარებული და იმაში აბსოლუტურად დარწმუნებული პოლიანა, რომ მიზანი უკვე მიღწეული ჰქონდა;
Promised Pollyanna, happily, sure now that her point was gained.
194264.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ხვალ შევხვდეთ და ყველაფერს მოგიყვები.
‘Then I’ll let you know to-morrow.’
194265.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
იმათთვის, არც მითქვამს, რომ არ დავბრუნდებოდი, თორემ უკან აღარ მიმიღებდნენ... თუმცა, ვფიქრობ, რამდენიმე დღეც რომ გადამება და არ გამოვჩენილიყავი, მაინც არავინ ინერვიულებდა...
I didn’t tell ‘em I wasn’t comin’ back, else they’d pretend I couldn’t come— though I’m thinkin’ they won’t do no worryin’ when I don’t show up sometime.
194266.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– ჰო, ვიცი, – თავი დაუქნია პოლიანამ და ბიჭს თანაგრძნობით შეხედა;
‘I know,’ nodded Pollyanna, with understanding eyes.
194267.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
– მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვალ რომ შევხვდებით, უკვე სახლიც გექნება და ნამდვილი ოჯახიც გეყოლება, რომლისთვისაც შენი ამბავი სულერთი არ იქნება.
But I’m sure, when I see you to-morrow, I’ll have just a common home and folks that do care all ready for you.
194268.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
აბა, ნახვამდის! – გამოემშვიდობა ჯიმის ხალისიანად და სახლისკენ გაემართა.
Good-by! she called brightly, as she turned back toward the house.
194269.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
მის პოლიმ, რომელიც პოლიანას და ჯიმის ფანჯრიდან კოპებშეკრული გაჰყურებდა, ბიჭს მზერა მანამდე გააყოლა, სანამ ის მოსახვევმა თვალს არ მიაფარა.
In the sitting-room window at that moment, Miss Polly, who had been watching the two children, followed with sombre eyes the boy until a bend of the road hid him from sight.
194270.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
ყურებში ჯერ კიდევ ბიჭის მძვინვარებით და ზიზღით აღსავსე სიტყვები ჩაესმოდა: „ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა...“;
In her ears still was the boy’s scornful ‘you was so good and kind.’
194271.
პოლიანა | თავი XI, ჯიმი ბინის გაცნობა
გულს კი უცნაური სიცარიელის, რაღაცის სამუდამოდ დაკარგვის შეგრძნება უმძიმებდა.
In her heart was a curious sense of desolation—as of something lost.
194272.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
იმ დღეს, როდესაც ქალთა საქველმოქმედო კომიტეტის შეკრება უნდა შემდგარიყო, სადილმა, რომელიც მის ჰარინგტონის სახლში ჩვეულებრივ დღის თორმეტ საათზე იშლებოდა, სრულ მდუმარებაში ჩაიარა.
Dinner, which came at noon in the Harrington home stead, was a silent meal on the day of the Ladies’ Aid meeting.
194273.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
მართალია, პოლიანამ რამდენჯერმე სცადა, რომ დეიდას რამეზე დალაპარაკებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
Pollyanna, it is true, tried to talk; but she did not make a success of it;
194274.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ამის მიზეზი უმთავრესად ის იყო, რომ სრულიად სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ზედიზედ ოთხჯერ სიტყვა „მიხარიას“ წამოცდენისთანავე წინადადების დაუსრულებლად ჩუმდებოდა და დარცხვენილი, მაშინვე ჭარხალივით წითლდებოდა.
Chiefly because four times she was obliged to break off a ‘glad’ in the middle of it, much to her blushing discomfort.
194275.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
მეხუთე ჯერზე მის პოლიმ თავი დაღლილი გამომეტყველებით დაუქნია.
The fifth time it happened, Miss Polly moved her head wearily.
194276.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
– არა უშავს, თუ მაგ სიტყვის გამოუყენებლად ლაპარაკი არ შეგიძლია, თქვი, პოლიანა,– ამოიოხრა მან, – ამდენ ნერვიულობას ნამდვილად ჯობია.
‘There, there, child, say it, if you want to,’ she sighed. ‘I’m sure I’d rather you did than not if it’s going to make all this fuss.’
194277.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
დამწუხრებულ პოლიანას მაშინვე სახე გაუნათდა.
Pollyanna’s puckered little face cleared.
194278.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
მაგ სიტყვის უთქმელად ლაპარაკი ძალიან, ძალიან მიჭირდა... უბრალოდ, ხომ გესმით, ამ თამაშს უკვე იმდენი ხანია ვთამაშობ, რომ...
I’m afraid it would be pretty hard—not to say it. You see I’ve played it so long.
194279.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
– რას აკეთებ? – დაინტერესდა მის პოლი.
‘You’ve—what?’ demanded Aunt Polly.
194280.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
– ვთამაშობ... აი, თამაშს, რომელიც მამამ... – პოლიანა გაჩუმდა და იმით შეშფოთებული, რომ აკრძალულ თემას ვერც ამჯერად აუარა გვერდი, ისევ ერთიანად გაწითლდა.
‘Played it—the game, you know, that father—‘ Pollyanna stopped with a painful blush at finding herself so soon again on forbidden ground.