მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194281.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
დეიდა პოლიმ კოპები შეკრა, მაგრამ არაფერი თქვა და სადილის დასრულებამდე ხმა არც ერთს აღარ ამოუღია.
Aunt Polly frowned and said nothing. The rest of the meal was a silent one.
194282.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ცოტა მოგვიანებით, როცა პოლიანამ მღვდლის ცოლთან დეიდა პოლის ტელეფონით ლაპარაკს მოჰკრა ყური და გაიგო, რომ დეიდა ძლიერი თავის ტკივილის გამო საქველმოქმედო კომიტეტის შეხვედრაზე არ წავიდოდა, სულ არ დანაღვლიანებულა.
Pollyanna was not sorry to hear Aunt Polly tell the minister’s wife over the telephone, a little later, that she would not be at the Ladies’ Aid meeting that afternoon, owing to a headache.
194283.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
როდესაც მის პოლი თავის ოთახში ავიდა და კარი მოკეტა, შეეცადა, დეიდის ტკივილი გულთან ახლოს მიეტანა და თვითონაც დამწუხრებულიყო;
When Aunt Polly went up-stairs to her room and closed the door, Pollyanna tried to be sorry for the headache;
194284.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან სინამდვილეში, ის ფაქტი, რომ დღეს, როდესაც ქალთა საქველმოქმედო კომიტეტს ჯიმი ბინის საკითხზე უნდა დალაპარაკებოდა, დეიდა პოლის შინ დარჩენა, ძალიანაც ახარებდა.
But she could not help feeling glad that her aunt was not to be present that afternoon when she laid the case of Jimmy Bean before the Ladies’ Aid.
194285.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
პოლიანა ვერაფრით ივიწყებდა, რომ დეიდა პოლიმ ჯიმის „პატარა მათხოვარი“ უწოდა და, რა თქმა უნდა, სულაც არ უნდოდა, იგივე სიტყვები საქველმოქმედო კომიტეტის თანდასწრებითაც გაემეორებინა.
She could not forget that Aunt Polly had called Jimmy Bean a little beggar; and she did not want Aunt Polly to call him that—before the Ladies’ Aid.
194286.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
პოლიანამ იცოდა, რომ შეხვედრა ჰარინგტონების სახლიდან დაახლოებით ნახევარი მილის დაშორებით, სამრევლო ეკლესიასთან არსებულ სამლოცველოში ტარდებოდა და დღის ორ საათზე იწყებოდა.
Pollyanna knew that the Ladies’ Aid met at two o’clock in the chapel next the church, not quite half a mile from home.
194287.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ამიტომ შეკრებაზე მისასვლელად სახლიდან ისეთ დროს გავიდა, რომ სამლოცვე ლოსთან არა ორ, არამედ სამ საათზე მისულიყო.
She planned her going, therefore, so that she should get there a little before three.
194288.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
„შეხვედრაზე იმ დროს უნდა შევიდე, როცა ყველა შეიკრიბება, – გაიფიქრა თავისთვის, – ვიცნობ კომიტეტის ქალბატონებს... რაკი შეხვედრა ორზეა დანიშნული, სამამდე ვერ შეიკრიბებიან, არადა, აუცილებელია, რომ მოსვლა რაც შეიძლება ბევრმა მოასწროს, თორემ ვინ იცის, იქნებ ჯიმი ბინის აყვანა ზუსტად იმან მოინდომოს, ვინც ორ საათზე იქ ჯერ არ იქნება“.
‘I want them all to be there,’ she said to herself; ‘else the very one that wasn’t there might be the one who would be wanting to give Jimmy Bean a home; and, of course, two o’clock always means three, really—to Ladies’ Aiders.’
194289.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ზუსტად სამ საათზე პოლიანამ სამლოცველოს კიბე მშვიდად, უყოყმანოდ, მტკიცედ და გაბედულად აიარა, კარი გამოაღო და ვესტიბიულში შეაბიჯა.
Quietly, but with confident courage, Pollyanna ascended the chapel steps, pushed open the door and entered the vestibule.
194290.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ქალების საუბრისა და სიცილის ყრუ ხმები შენობის შუა ოთახიდან ისმოდა.
A soft babel of feminine chatter and laughter came from the main room.
194291.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ის მხოლოდ წამით გაჩერდა, თავი გაიმხნევა და ოთახის კარი შეაღო.
Hesitating only a brief moment she pushed open one of the inner doors.
194292.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ქალების ლაპარაკი გაკვირვებულმა ჩურჩულმა შეცვალა.
The chatter dropped to a surprised hush.
194293.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
პოლიანამ მათკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მორცხვად გაჩერდა.
Pollyanna advanced a little timidly.
194294.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ახლა, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგა, რატომღაც მისთვის უჩვეულო მორიდება იგრძნო.
Now that the time had come, she felt unwontedly shy.
194295.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
თუმცა გასაკვირიც არაფერია, ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ახლა არა თავისი საყვარელი საქველმოქმედო კომიტეტის ქალებს, არამედ სრულიად უცხო, ან, უბრალოდ, შორიდან თვალმოკრულ ადამიანებს უნდა დალაპარაკებოდა.
After all, these half-strange, half-familiar faces about her were not her own dear Ladies’ Aid.
194296.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
– მოგესალმებით ქალთა კომიტეტის წევრებო, – დაბნეულობისგან ცოტა ენის დაბმით, მაგრამ თავაზიანად მიესალმა ის ქალებს, – მე პოლიანა ვიტიერი ვარ.
‘How do you do, Ladies’ Aiders?’ she faltered politely, I’m Pollyanna Whittier.
194297.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ვფიქრობ... ვფიქრობ, ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდეც; ყოველ შემთხვევაში, მე თქვენ, რა თქმა უნდა, არა, როგორც ერთიან კომიტეტს და შორიდან, მაგრამ გიცნობთ.
I—I reckon some of you know me, maybe; anyway, I do YOU—only I don’t know you all together this way.
194298.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმე ლამის ხელშესახები გახდა.
The silence could almost be felt now.
194299.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
თავიანთი მეგობრისა და კომიტეტის წევრის, მის პოლის ამ საკმაოდ უცნაური დისშვილს შესახებ ყველას სმენოდა, ზოგიერთი კი იცნობდა კიდეც;
Some of the ladies did know this rather extraordinary niece of their fellow member, and nearly all had heard of her;
194300.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
– შენმა... შენმა დეიდამ გამოგაგზავნა, ძვირფასო? – ჰკითხა პოლიანას მღვდლის ცოლმა, მისის ფორდმა.
‘Did—did your aunt send you, my dear? asked Mrs. Ford, the minister’s wife.