მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194301.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
პოლიანას ღაწვები აეფაკლა.
Pollyanna colored a little.
194302.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
– ო, არა. მე თვითონ მოვედი. საქმე ის არის, რომ საქველმოქმედო კომიტეტის ქალბატონებს მე ადრე ხშირად ველაპარაკებოდი ხოლმე.
‘Oh, no. I came all by myself. You see, I’m used to Ladies’ Aiders.
194303.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
მამასთან ერთად სწორედ მათ აღმზარდეს.
It was Ladies’ Aiders that brought me up—with father.
194304.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
შეკრებილთაგან ერთ-ერთმა ქალმა თავი ვერ შეიკავა, რატომღაც ნერვიულად ჩაიხითხითა და პასტორის ცოლმაც გაბრაზებული სახით მაშინვე კოპები შეკრა.
Somebody tittered hysterically, and the minister’s wife frowned.
194305.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
– კარგი, ძვირფასო. რა საკითხის დაყენება გინდა?
‘Yes, dear. What is it?’
194306.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
– ეს... ჰმ, ეს საკითხი ჯიმი ბინს ეხება, – ოხვრას ამოა ყოლა პოლიანამ;
‘Well, it—it’s Jimmy Bean,’ sighed Pollyanna.
194307.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
– ის უსახლკაროა და ბავშვთა თავშესა ფარში ცხოვრობს, იქ კი უიმისოდაც ძალიან ბევრი ბავშვია და ჯიმი არავის სჭირდება...
‘He hasn’t any home except the Orphan one, and they’re full, and don’t want him, anyhow—
194308.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
აი, სრულიად ჩვეულებრივი, ხომ გესმით, უბრალოდ, იმ სახლში დედა რომ იყოს და არა თავშესაფრის მომვლელი ქალი... და კიდევ, ისეთი ოჯახი ჰყავდეს, რომლისთვისაც სულერთი არ იქნება...
He wants one of the common kind, that has a mother instead of a Matron in it—folks, you know, that’ll care.
194309.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ჯიმი ათი წლისაა და მალე თერთმეტის გახდება.
He’s ten years old going on eleven.
194310.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ჰოდა, ვიფიქრე... ვიფიქრე, რომ რომელიმე თქვენგანი მოინდომებდა, ჯიმი თავის სახლში... წაეყვანა.
I thought some of you might like him— to live with you, you know.’
194311.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
– გაუგონარია! – გაისმა მძიმე, რამდენიმე წამს გაგრძე ლებული დუმილის შემდეგ გაოგნებისგან ენაჩავარდნილ ქალბატონთაგან ერთ-ერთის ხმა.
‘Well, did you ever!’ murmured a voice, breaking the dazed pause that followed Pollyanna’s words.
194312.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
– ო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ჯიმი იმუშავებს, – დაამატა პოლიანამ გულმხურვალედ და მის წინ მსხდომ ქალებს აფორიაქებული მზერა მოავლო.
‘Oh, I forgot to say; he will work,’ she supplemented eagerly.
194313.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ოთახში კვლავ დუმილი ჩამოწვა; მერე ერთმა თუ ორმა ქალმა საკმაოდ ცივად და უგულისყუროდ პოლიანას კითხვები დაუსვა.
Still there was silence; then, coldly, one or two women began to question her.
194314.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
მალე ჯიმის შესახებ მათ უკვე ყველაფერი იცოდნენ და ერთმანეთში ამ ამბის, მართალია, ცოცხლად, მაგრამ ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე განხილვა დაიწყეს.
After a time they all had the story and began to talk among themselves, animatedly, not quite pleasantly.
194315.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
პოლიანა მათ სულ უფრო და უფრო მეტად აღელვებული და გაოცებული უსმენდა.
Pollyanna listened with growing anxiety.
194316.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
იქიდან რაც მოისმინა, ბევრი რამ მისთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა;
Some of what was said she could not understand.
194317.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
მაგრამ იმას კი მიხვდა, რომ ჯიმი ბინს სახლის კარს ამ ქალბატონთაგან არც ერთი არ გაუღებდა;
She did gather, after a time, however, that there was no woman there who had a home to give him;
194318.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ამასთან, როგორც ჩანდა, ყოველი მათგანი ფიქრობდა, რომ ვიღაც სხვებს, იმდენად, რამდენადაც იმ ვიღაც სხვათაგან რამდენიმეს საკუთარი პატარა ბიჭები არ ჰყავდათ, თავისუფლად შეეძლოთ, ეს საქმე მოეგვარებინათ.
Though every woman seemed to think that some of the others might take him, as there were several who had no little boys of their own already in their homes.
194319.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
ნებისმიერ შემთხვევაში, ჯიმი ბინის სახლში წაყვანა დამსწრეთაგან არც ერთმა არ მოინდომა.
But there was no one who agreed herself to take him.
194320.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
მერე პოლიანამ გაიგონა, რომ მღვდლის ცოლმა ქალებს მორიდებით შესთავაზა, კომიტეტს ჯიმი ბინის რჩენა და განათლება მაინც ეთავებინა და იმის მაგივრად, რომ ინდოეთში პატარა წარმართების მოსაქცევად მთელი წლევანდელი შემოწირულობა გაეგზავნათ, შეგროვილი ფულის ნაწილი ჯიმის რჩენაზე დაეხარჯათ.
Then she heard the minister’s wife suggest timidly that they, as a society, might perhaps assume his support and education instead of sending quite so much money this year to the little boys in far-away India.