მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194321.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
მღვდლის ცოლის ამ წინადადების შემდეგ თავისი მოსაზრება ძალიან ბევრმა ქალბატონმა გამოთქვა, რამდენიმე მათგანი კი უწინდელზე კიდევ უფრო გაცხარებით და გაღიზიანებით სულაც ერთდროულად ალაპარაკდა.
A great many ladies talked then, and several of them talk ed all at once, and even more loudly and more unpleasantly than before.
194322.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
პოლიანამ ზოგი რამ ამ საკითხთან დაკავშირებით თქმულიდანაც ვერ გაიგო...
Some of what was said at this time Pollyanna again thought she could not have understood, too...
194323.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
გამოდიოდა, რომ მთავარი იყო არა მიზანი, რაზეც მათი ფული უნდა დახარჯულიყო, არამედ ის, რომ რომელიღაც „ანგარიშში“ მათი კომიტეტის დასახელების გასწვრივ შემოწირულობად მითითებული თანხა სხვა კომიტეტების შემოწირულობაზე მეტი ყოფილიყო და ყოველწლიურ ანგარიშში მათთვის უწინდებურად „პირველი ადგილი“ უზრუნველეყო!
For it sounded almost as if they did not care at all what the money DID, so long as the sum opposite the name of their society in a certain ‘report’ ‘headed the list’—and of course that could not be what they meant at all!
194324.
პოლიანა | თავი XII, საქველმოქმედო კომიტეტის წინაშე
არა, მაინც მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა, მათთვის ჯიმი ბინის აღზრდა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ვიდრე რაღაც ანგარიშებში ჩაწერილი ციფრები!
I should THINK, though, they’d rather see Jimmy Bean grow—than just a report!
194325.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
სამლოცველოდან გამოსულმა პოლიანამ უკან დაბრუნება სახლისკენ მიმავალი პირდაპირი გზის მაგივრად პენდელტონ-ჰილზე, ტყით დაფარული შემაღლების გავლით გადაწყვიტა.
Pollyanna had not turned her steps toward home, when she left the chapel. She had turned them, instead, toward Pendleton Hill.
194326.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს „დასვენება“ ჰქონდა (ასე ეძახდა პოლიანა იმ გამონაკლის დღეებს, როცა არც კერვის და არც კულინარიის გაკვეთილი არ უტარდებოდა), დღე მართლაც რთული აღმოჩნდა და გოგონამ გაიფიქრა, რომ ყველაფერზე უკეთ ახლა პენდელტონ-ჰილის ტყის სიმწვანესა და სიჩუმეში გასეირნება უშველიდა.
It had been a hard day, for all it had been a ‘vacation one’ (as she termed the infrequent days when there was no sewing or cooking lesson), and Pollyanna was sure that nothing would do her quite so much good as a walk through the green quiet of Pendleton Woods.
194327.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– დრო საკმარისი მაქვს, სახლში მხოლოდ ექვსის ნახევრისთვის უნდა ვიყო, – ბუტბუტებდა თავისთვის, – და, მართალია, ამ აღმართზე მომიწევს ასვლა, მაგრამ მაინც მირჩევნია, ცოტა გზა გავიგრძელო და სახლში დაბრუნებამდე ტყეში გავისეირნო.
‘I don’t have to get home till half-past five, anyway,’ she was telling herself; ‘and it’ll be so much nicer to go around by the way of the woods, even if I do have to climb to get there.’
194328.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პენდელტონის ტყეში სასეირნოდ პოლიანა ადრეც ყოფილა და იცოდა, რომ იქაურობა ძალიან ლამაზი იყო.
It was very beautiful in the Pendleton Woods, as Pollyanna knew by experience.
194329.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
მაგრამ დღეს ტყე, მიუხედავად იმ დამთრგუნველი აზრისა, რომ ხვალ ჯიმი ბინისთვის იმედი უნდა გაეცრუებინა, რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი მოეჩვენა.
But to-day it seemed even more delightful than ever, notwithstanding her disappointment over what she must tell Jimmy Bean to-morrow.
194330.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– რა ცუდია, რომ საქველმოქმედო კომიტეტის ქალები ამ სილამაზეს ვერ ხედავენ, – ოხვრით ჩაილაპარაკა პოლიანამ და ხეების მზით განათებულ მწვანე კენწეროებს შორის ნაფლეთ-ნაფლეთ გამოჩენილი ცის ხასხასა სიცისფრეს ახედა;
‘I wish they were up here—all those ladies who talked so loud,’ sighed Pollyanna to herself, raising her eyes to the patches of vivid blue between the sunlit green of the treetops.
194331.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– მაინც მგონია, აქ რომ ყოფილიყვნენ, ასე ხმამაღლა აღარ ილაპარაკებდნენ და აუცილებლად გადაიფიქრებდნენ... ჯიმი ბინის სახლში წაყვანა რომელიმეს აუცილებლად მოუნდებოდა, – დაასკვნა ბოლოს სრულიად დარწმუნებულმა, თუმცა რომ გეკითხა, ამ გულდაჯერებულობის მიზეზს, ალბათ, საკუთარი თავისთვისაც ვერ ახსნიდა.
‘Anyhow, if they were up here, I just reckon they’d change and take Jimmy Bean for their little boy, all right,’ she finished, secure in her conviction, but unable to give a reason for it, even to herself.
194332.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
უეცრად საიდანღაც ძაღლის ყეფა შემოესმა, პოლიანა მაშინვე გაჩერდა და მიაყურადა.
Suddenly Pollyanna lifted her head and listened. A dog had barked some distance ahead.
194333.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ყეფა თანდათან ახლოვდებოდა, რამდენიმე წამის შემდეგ კი ტყიდან პატარა ძაღლი გამოხტა და მისკენ გამოიქცა.
A moment later he came dashing toward her, still barking.
194334.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– გამარჯობა, ცუგა, გამარჯობა! – თითები გაატკაცუნა პოლიანამ და ბილიკს მოლოდინით გახედა.
‘Hullo, doggie—hullo!’ Pollyanna snapped her fingers at the dog and looked expectantly down the path.
194335.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანამ ძაღლი დანახვისთანავე იცნო, ზუსტად ახსოვდა, რომ ეს ძაღლი ერთხელ უცნობ კაცთან, მისტერ ჯონ პენდელტონთან ერთად დაენახა, ამიტომაც ახლა იმაში დარწმუნებულმა, რომ ძაღლის კვალდაკვალ მისი პატრონიც გამოჩნდებოდა, წინ გაიხედა.
She had seen the dog once before, she was sure. He had been then with the Man, Mr. John Pendleton. She was looking now, hoping to see him.
194336.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანა რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა და მოთმინებით იცდიდა, მაგრამ, მისდა გასაკვირად, მათკენ მომავალი არავინ ჩანდა, ამიტომ ყურადღება ისევ ძაღლზე გადაიტანა, რომელიც ამ დროს, და ეს პოლიანამაც კი ადვილად შენიშნა, აშკარად უცნაურად იქცეოდა.
For some minutes she watched eagerly, but he did not appear. Then she turned her attention toward the dog. The dog, as even Pollyanna could see, was acting strangely.
194337.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
გეგონება რაღაცის მინიშნება უნდაო, მოკლე-მოკლედ ყეფდა, დროდადრო წკავწკავებდა და ტყის სიღრმისკენ, საიდანაც მანამდე გამოვარდა და მერე ისევ უკან, პოლიანასკენ, წინ და უკან დარბოდა.
He was still barking—giving little short, sharp yelps, as if of alarm. He was running back and forth, too, in the path ahead.
194338.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანამ გზა განაგრძო, ბილიკს გაუყვა და ძაღლიც მაშინვე წინ გაიქცა, მაგრამ მალე, როდესაც იმ ადგილამდე მივიდნენ, სადაც გზა ორად იყოფოდა, ძაღლი დაღმართისკენ დაეშვა ბილიკზე, პოლიანა კი პირდაპირ წავიდა და ძაღლიც მაშინვე ყეფა-ყეფით და წკავწკავით ისევ უკან მოვარდა.
Soon they reached a side path, and down this the little dog fairly flew, only to come back at once, whining and barking.
194339.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– არა, ცუგა, არა, ეგ ჩემი სახლის გზა არ არის, – გაეცინა პოლიანას და გზა გააგრძელა.
‘Ho! That isn’t the way home,’ laughed Pollyanna, still keeping to the main path.
194340.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
აქ კი ძაღლი სულ გაგიჟდა, გაბმული ყეფით და დროდადრო საცოდავი წკავწკავით შლეგიანივით დაუსრულებ ლად წინ და უკან სირბილი დაიწყო.
The little dog seemed frantic now. Back and forth, back and forth, between Pollyanna and the side path he vibrated, barking and whining pitifully.