მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194341.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ამ პატარა ყავისფერი არსების ყოველი მოძრაობა და მისი ყავისფერი თვალების ყოველი შემოხედვა ისეთი მრავლისმეტყველი იყო და იმდენად ცხადად ითხოვდა შველას, რომ, როგორც იქნა, პოლიანა რაღაცას მიხვდა, შებრუნდა და ძაღლს დაღმართზე გაჰყვა.
Every quiver of his little brown body, and every glance from his beseeching brown eyes were eloquent with appeal—so eloquent that at last Pollyanna understood, turned, and followed him.
194342.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ძაღლი ისარივით წინ გაიჭრა და პოლიანამაც ძალიან მალე ის დაინახა, რის გამოც პატარა არსება ასე უცნაურად იქცეოდა: ბილიკიდან რამდენიმე იარდის დაშორებით, ციცაბო კლდის ძირში მიწაზე ვიღაც გაუნძრევლად იწვა.
Straight ahead, now, the little dog dashed madly; and it was not long before Pollyanna came upon the reason for it all: a man lying motionless at the foot of a steep, overhanging mass of rock a few yards from the side path.
194343.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანას ფეხქვეშ მოულოდნელად ტოტმა გაიტკაცუნა, უცნობმა კაცმა ტოტის გატკაცუნების ხმაზე თავი შემოატრიალა და თავზარდაცემული პოლიანაც მაშინვე მისკენ გაიქცა.
A twig cracked sharply under Pollyanna’s foot, and the man turned his head. With a cry of dismay Pollyanna ran to his side.
194344.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– მისტერ პენდელტონ! ო, ღმერთო, რამე ხომ არ იტკინეთ, ცუდად ხომ არ ხართ?
‘Mr. Pendleton! Oh, are you hurt?’
194345.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– ცუდად? ო, არა, რას ამბობ! უბრალოდ, გადავწყვიტე წამოვწოლილიყავი და მზეს მივფიცხებოდი, – გაღიზიანებული ხმით ჩაიბუზღუნა კაცმა;
‘Hurt? Oh, no! I’m just taking a siesta in the sunshine,’ snapped the man irritably.
194346.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– ბოლოს და ბოლოს, მითხარი ერთი, საერთოდ არაფერი გესმის?
See here, how much do you know? What can you do?
194347.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– მე ჯერჯერობით, ალბათ, ბევრი არაფერი მესმის და სამწუხაროდ, ვერც ბევრი რამის გაკეთებას ვახერხებ, მისტერ პენდელტონ, მაგრამ მისის როუსონის გარდა, ქალთა კომიტეტის უმეტესი ნაწილი თვლიდა, რომ საკმაოდ გონიერი ვარ...
‘Why, Mr. Pendleton, I—I don’t know so very much, and I can’t do a great many things; but most of the Ladies’ Aiders, except Mrs. Rawson, said I had real good sense.
194348.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
კაცს პირქუშად გაეღიმა.
The man smiled grimly.
194349.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– კარგი, კარგი... ბოდიშს გიხდი, დარწმუნებული ვარ, ასეცაა. ამ ოხერი ფეხის ბრალია, რომ ასე გავღიზიანდი... მოკლედ, ყურადღებით მომისმინე;
‘There, there, child, I beg your pardon, I’m sure; it’s only this confounded leg of mine. Now listen.’
194350.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ის წუთით გაჩუმდა და ხელი ძლივძლივობით შარვლის ჯიბეში ჩაიყო, ჯიბიდან გასაღებების ასხმა ამოიღო, მერე ასხმას ერთი გასაღები მოხსნა და პოლიანას გაუწოდა;
He paused, and with some difficulty reached his hand into his trousers pocket and brought out a bunch of keys, singling out one between his thumb and forefinger.
194351.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
სულ ხუთი წუთის სავალია, პირდაპირ ამ ბილიკით წახვალ და ჩემს სახლს დაინახავ.
‘Straight through the path there, about five minutes’ walk, is my house.
194352.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ეს გასაღები პორტკოშერის ქვეშ, გვერდითა კარისაა.
This key will admit you to the side door under the porte-cochere.
194353.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
იცი, პორტკოშერი რა არის?
Do you know what a porte-cochere is?
194354.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– ო, რა თქმა უნდა, სერ! დეიდაჩემის სახლიც ასეთია, ზემოდან არაჩვეულებრივი ბრტყელსახურავიანი ვერანდაა დაშენებული.
Oh, yes, sir. Auntie has one with a sun parlor over it.
194355.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
იმ სახურავზე ერთხელ მეძინა კიდეც... უფრო სწორად, მიპოვეს და დაძინება ვერ მოვასწარი.
That’s the roof I slept on—only I didn’t sleep, you know. They found me.’
194356.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– რა-ა? ჰო, კარგი, კარგი; მოკლედ, სახლში რომ შეხვალ, ვესტიბიული გაიარე და ჰოლში სულ ბოლო კარისკენ წადი. იმ ოთახში შედი და პირდაპირ შუაში, დიდ საწერ მაგიდაზე ტელეფონს დაინახავ.
‘Eh? Oh! Well, when you get into the house, go straight through the vestibule and hall to the door at the end. On the big, flat-topped desk in the middle of the room you’ll find a telephone.
194357.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
როგორ უნდა დარეკო იცი?
Do you know how to use a telephone?
194358.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– რა თქმა უნდა, სერ! ერთხელ, როცა დეიდა პოლი...
Oh, yes, sir! Why, once when Aunt Polly—
194359.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– ახლა დეიდა პოლიზე ლაპარაკის დრო არ არის, – მოუჭრა კაცმა და ტკივილისგან შუბლი შეეჭმუხნა, რადგან სწორედ ამ დროს მდგომარეობის შეცვლა მოინდომა და ოდნავ გაინძრა;
‘Never mind Aunt Polly now,’ cut in the man scowlingly, as he tried to move himself a little.
194360.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– ტელეფონების წიგნში ექიმი ტომას ჩილტონი იპოვე... ტელეფონების წიგნიც სადმე იქვე იქნება, წესით ტელეფონის გვერდით, კაუჭზე უნდა ეკიდოს, მაგრამ არა მგონია, თავის ადგილას დაგხვდეს.
Hunt up Dr. Thomas Chilton’s number on the card you’ll find somewhere around there—it ought to be on the hook down at the side, but it probably won’t be.