მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194361.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
მოკლედ, იპოვი, იმედი მაქვს, ტელეფონების წიგნს იცნობ, ხომ, თუ დაინახავ?
You know a telephone card, I suppose, when you see one!
194362.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– ო, დიახ, სერ! დეიდა პოლის ტელეფონების წიგნის დათვალიერება ძალიან მიყვარს, შიგ იმდენი საინტერესო გვარის ამოკითხვა შეიძლება, რომ...
‘Oh, yes, sir! I just love Aunt Polly’s. There’s such a lot of queer names, and—‘
194363.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– ექიმ ჩილტონს უთხარი, ჯონ პენდელტონს ფეხი აქვს მოტეხილი და პენდელტონის ტყეში, პატარა არწივის შვერილის ქვეშ წევს-თქო. უთხარი, რომ საკაცე წამოიღოს, დამხმარედ ორი კაცი წამოიყვანოს და ახლავე აქ წამოვიდეს.
‘Tell Dr. Chilton that John Pendleton is at the foot of Lit tle Eagle Ledge in Pendleton Woods with a broken leg, and to come at once with a stretcher and two men.
194364.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
დანარჩენს თვითონაც მიხვდება.
He’ll know what to do besides that.
194365.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
და კიდევ, უთხარი, რომ ჩემი სახლიდან მომავალ ბილიკს გამოყვეს.
Tell him to come by the path from the house.
194366.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– მოტეხილი ფეხი?! ო, მისტერ პენდელტონ, რა საშინელებაა! – შეძრწუნდა თავზარდაცემული პოლიანა, – მაგრამ მიხარია, რომ აქ აღმოვჩნდი. იქნებ შემიძლია, რამით დაგეხმაროთ...
‘A broken leg? Oh, Mr. Pendleton, how perfectly awful!’ shuddered Pollyanna. ‘But I’m so glad I came! Can’t I do—‘
194367.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– შეგიძლია, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გინდა! ლაპარაკს მორჩი, უბრალოდ, წადი და ის გააკეთე, რაც გითხარი! – სუსტად ამოიკვნესა კაცმა.
‘Yes, you can—but evidently you won’t! WILL you go and do what I ask and stop talking,’ moaned the man, faintly.
194368.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანას თვალებზე ცრემლი მოადგა, მაგრამ წყენა არც ამჯერად შეიმჩნია და მაშინვე დავალების შესასრულებლად გაიქცა.
And, with a little sobbing cry, Pollyanna went.
194369.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ხეების მწვანე, მზით განათებულ კენწეროებს შორის ნაფლეთ-ნაფლეთ, ცისფრად მოკამკამე ცა ისევ მოჩანდა, მაგრამ პოლიანა არც ხეების შესათვალიერებლად გაჩერებულა და არც მათ კენწეროებს შორის მოჭიატე ცის;
Pollyanna did not stop now to look up at the patches of blue between the sunlit tops of the trees.
194370.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
მთელი ყურადღება მიწაზე ჰქონდა გადატანილი, რომ სწრაფად მიმავალს ფეხი ქვისთვის ან ხის ამობურცული ფესვისთვის არ წამოეკრა და თვითონაც არ წაქცეულიყო.
She kept her eyes on the ground to make sure that no twig nor stone tripped her hurrying feet.
194371.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
სახლი მას ადრეც დაენახა, მაგრამ ასე ახლოს არასდროს მისულიყო;
She had seen it before, though never so near as this.
194372.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ამიტომ ახლა, როცა ვერანდებით, კოლონადითა და უზარმაზარი მთავარი შესასვლელით, ნაცრისფერი ქვისგან აგებული ეს უზარმაზარი შენობა დაინახა, ცოტა არ იყოს, შეშინდა კიდეც.
She was almost frightened now at the massiveness of the great pile of gray stone with its pillared verandas and its imposing entrance.
194373.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ის მხოლოდ წამით შეჩერდა, მერე უშველებელი, მოუვლელი მდელო გადაირბინა, სახლს შემოუარა და გადახურულ გვერდითა შესასვლელთან აღმოჩნდა.
Pausing only a moment, however, she sped across the big neglected lawn and around the house to the side door under the porte-cochere.
194374.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
იმ წუთიდან, რაც მისტერ პენდელტონი ტყეში დატოვა, მუჭში მოქცეულ გასაღებს თურმე უნებურად ისეთი ძალით უჭერდა ხელს, რომ თითები დაბუჟებოდა და თავიდან საკეტში გასაღების გადატრიალება გაუჭირდა კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც გადაატრიალა და მძიმე, მოჩუქურთმებული კარი, როგორც იქნა, ჩუმი ჭრიალით გაიღო.
Her fingers, stiff from their tight clutch upon the keys, were anything but skilful in their efforts to turn the bolt in the lock; but at last the heavy, carved door swung slowly back on its hinges.
194375.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანას სუნთქვა შეეკრა.
Pollyanna caught her breath.
194376.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
გოგონამ, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ უნდა ეჩქარა და დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა, მაგრამ წამით მაინც შეჩერდა და ვესტიბიულიდან ჩაბნელებულ, ფართო ჰოლს შიშით გახედა.
In spite of her feeling of haste, she paused a moment and looked fearfully through the vestibule to the wide, sombre hall beyond, her thoughts in a whirl.
194377.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ეს ხომ ჯონ პენდელტონის სახლი იყო, საიდუმლოებებით სავსე სახლი, სადაც პატრონის გარდა ფეხი არავის შემოედგა და სადაც ის პატრონი ერთ-ერთ კარადაში ჩონჩხს მალავდა!..
This was John Pendleton’s house; the house of mystery; the house into which no one but its master entered; the house which sheltered, somewhere—a skeleton.
194378.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
მას კი, პოლიანას, ახლა ეს შიშის მომგვრელი, ჩაბნელებული ოთახები მარტოს უნდა გაევლო, ბიბლიოთეკაში შესულიყო, ტელეფონზე ექიმისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ ამ სახლის პატრონი ტყეში ფეხმოტეხილი...
Yet she, Pollyanna, was expected to enter alone these fearsome rooms, and telephone the, doctor that the master of the house lay now—
194379.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანამ ღრმად ჩაისუნთქა, ისე, რომ აქეთ-იქით აღარ გაუხედავს, ვესტიბიული და ჰოლი სირბილით გადაჭრა და ბოლო კარი შეაღო.
With a little cry Pollyanna, looking neither to the right nor the left, fairly ran through the hall to the door at the end and opened it.
194380.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ოთახი დიდი და ისევე, როგორც ჰოლი, მუქი ფერის ავეჯისა და სქელი ფარდების გამო ბნელი აღმოჩნდა;
The room was large, and sombre with dark woods and hangings like the hall;