მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194381.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
მაგრამ დასავლეთ კედლის ფანჯრიდან ოთახში მზე აღწევდა, შუქი იატაკზე გრძელ და ფართო, ოქროსფერ ბილიკად ეფინებოდა, ბუხართან, შეშისთვის განკუთვნილ თითბრის სადგარზე მქრქალად ბზინავდა და ოთახის ცენტრში, დიდ საწერ მაგიდაზე დადგმული ტელეფონის ლაპლაპა ნიკელზე ირეკლებოდა.
But through the west window the sun threw a long shaft of gold across the floor, gleamed dully on the tarnished brass andirons in the fireplace, and touched the nickel of the telephone on the great desk in the middle of the room.
194382.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანამ შვებით ამოისუნთქა და ფეხის წვერებზე, მაგრამ სწრაფი ნაბიჯით სწორედ ამ მაგიდას მიუახლოვდა.
It was toward this desk that Pollyanna hurriedly tiptoed.
194383.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
გადაშალა და აკანკალებული საჩვენებელი თითი ასო „ჩ-ს“ მანამდე გააყოლა, სანამ ჩილტონამდე არ მივიდა.
But Pollyanna found it, and ran her shaking forefinger down through the C’s to ‘Chilton.’
194384.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
წუთიც არ იყო გასული, რომ სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოდან თავად ექიმმა ჩილტონმა უპასუხა, პოლიანამ ექიმს აღელვებული ხმით მისტერ პენდელტონის დანაბარები გადასცა და ექიმის დასმულ რამდენიმე მოკლე და საქმიან კითხვას უპასუხა.
In due time she had Dr. Chilton himself at the other end of the wires, and was tremblingly delivering her message and answering the doctor’s terse, pertinent questions.
194385.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ამის მერე, როცა ყურმილი დაკიდა და შვებით ამოისუნთქა;
This done, she hung up the receiver and drew a long breath of relief.
194386.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
წითელი ფარდები, კედლების მთელ სიმაღლეს აყოლებული წიგნის კარადები, დანაგვიანებული იატაკი, უწესრიგოდ დახვავებული ნივთებით გადავსებული საწერი მაგიდა, უამრავი დაკეტილი კარი (რომელთაგანაც ნებისმიერის უკან თავისუფლად შეიძლებოდა, ჩონჩხიც ყოფილიყო დამალული) და ყველგან მტვრის სქელი, ძალიან სქელი ფენა ნაუცბათევად, მხოლოდ თვალის ერთი შევლებით, მოათვალიერა.
Only a brief glance did Pollyanna give about her; then, with a confused vision in her eyes of crimson draperies, book-lined walls, a littered floor, an untidy desk, innu merable closed doors (any one of which might conceal a skeleton), and everywhere dust, dust, dust;
194387.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
შემდეგ ჯერ ჰოლში გავიდა, ჰოლიდან კი მის მიერვე სანახევროდ ღიად დატოვებული დიდი, მოჩუქურთმებული კარისკენ გაიქცა.
She fled back through the hall to the great carved door, still half open as she had left it.
194388.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
სულ ცოტა ხანში, რომელიც თვით დაშავებულისთვისაც გასაოცრად მოკლე აღმოჩნდა, პოლიანა ისევ ტყეში, მისტერ პენდელტონის გვერდით იდგა.
In what seemed, even to the injured man, an incredibly short time, Pollyanna was back in the woods at the man’s side.
194389.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– რა მოხდა? სახლში შესვლა ვერ მოახერხე? – იმედგაცრუებული ხმით ჰკითხა კაცმა.
‘Well, what is the trouble? Couldn’t you get in?’ he de manded.
194390.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– რა თქმა უნდა, მოვახერხე! ისე ხომ არ დავბრუნდებოდი?! – უპასუხა კითხვით გაკვირვებულმა;
‘Why, of course I could! I’m HERE,’ she answered.
194391.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– დამიჯერეთ, სახლში რომ ვერ შევსულიყავი, ახლა აქ ნამდვილად არ ვიქნებოდი!
‘As if I’d be here if I hadn’t got in!
194392.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
მითხრა, რომ იცის, სად უნდა გეძებოთ, ამიტომ გზის საჩვენებლადაც აღარ დავრჩი და უკან გამოვბრუნდი.
He said he knew just where you were, so I didn’t stay to show him.
194393.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
მინდოდა, თქვენ გვერდით ვყოფილიყავი.
I wanted to be with you.
194394.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– ნუთუ? – ირონიულად გაიცინა კაცმა;
‘Did you?’ smiled the man, grimly.
194395.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ შენს არჩევანს ვამართლებ, გემოვნებაში აშკარად მოიკოჭლებ.
Well, I can’t say I admire your taste.
194396.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
შენს ადგილას, უფრო სასიამოვნო კომპანიას ვიპოვიდი.
I should think you might find pleasanter companions.
194397.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– იმას გულისხმობთ, რომ... ბრაზიანი ხართ?
‘Do you mean—because you’re so—cross?
194398.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– გმადლობ გულახდილობისთვის. ჰო, ზუსტად მაგას ვგულისხმობ.
‘Thanks for your frankness. Yes.’
194399.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანას თბილად გაეცინა.
Pollyanna laughed softly.
194400.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– მაგრამ თქვენ ხომ ბრაზიანი მხოლოდ გარედან ხართ და არა შიგნიდან, შიგნიდან ბრაზიანი ერთი ბეწოთიც არ ხართ, მისტერ პენდელტონ!
‘But you’re only cross OUTSIDE—You arn’t cross inside a bit!’