მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194401.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– მართლა? საიდან იცი? – ჰკითხა კაცმა ისევ ირონიულად და ისე, რომ ნატკენი ფეხი არ გაენძრია, შეეცადა თავი ოდნავ სხვანაირად დაედო.
‘Indeed! How do you know that?’ asked the man, trying to change the position of his head without moving the rest of his body.
194402.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– ო, ეს ბევრი რამიდან ჩანს... მაგალითად, თუნდაც... თუნდაც იქიდან, რომ თქვენი ძაღლი ასე ძალიან გიყვართ, – უთხრა პოლიანამ და თავი გაიქნია კაცის გამოქანდაკებულივით გრძელი, ლამაზთითებიანი ხელისკენ, რომელიც მისტერ პენდელტონს სწორედ იმწუთას გვერდით გაწოლილი ძაღლის თავზე ედო;
‘Oh, lots of ways; there—like that—the way you act with the dog,’ she added, pointing to the long, slender hand that rested on the dog’s sleek head near him.
194403.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– რაც არ უნდა უცნაური იყოს, მეჩვენება, რომ ძაღლები და კატები ადამიანის შინაგან ბუნებას უკეთ გრძნობენ, ვიდრე სხვა ადამიანები, თქვენ ასე არ ფიქრობთ?
It’s funny how dogs and cats know the insides of folks better than other folks do, isn’t it?
194404.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
სანამ პოლიანა ცდილობდა, მისტერ პენდელტონს დახმარებოდა, მამაკაცი ტკივილისგან რამდენჯერმე შეიჭმუხნა და კვნესაც კი აღმოხდა, მაგრამ როცა, ბოლოს და ბოლოს, მდგომარეობის შეცვლა მოახერხა და თავი პოლიანას ჩაუდო კალთაში, მოეჩვენა, რომ ნამდვილ ფაფუკ ბალიშზე იწვა.
The man winced several times and groaned once; softly while the change was being made; but in the end he found Pollyanna’s lap a very welcome substitute for the rocky hollow in which his head had lain before.
194405.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– ჰმ... ასე ბევრად ჯობია, – ჩაილაპარაკა ხმადაბლა და თვალებდახუჭული საკმაოდ დიდი ხნით გაჩუმდა.
‘Well, that is—better,’ he murmured faintly. He did not speak again for some time.
194406.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანა კაცის სახეს ყურადღებით აკვირდებოდა და ერთხანს კიდეც ფიქრობდა, რომ მისტერ პენდელტონს ჩაეძინა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ ცდებოდა.
Pollyanna, watching his face, wondered if he were asleep. She did not think he was.
194407.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
კრიჭაშეკრულს ყბები ისე უცახცახებდა, რომ აშკარად ჩანდა, თავს ძალას ატანდა, რომ ტკივილისგან არ დაეკვნესა.
He looked as if his lips were tight shut to keep back moans of pain.
194408.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანამ მზერა მიწაზე ასე უსუსურად მწოლიარე მის დიდ, ძლიერ სხეულზე გადაიტანა და თანაგრძნობით ლამის თვითონაც ატირდა.
Pollyanna herself almost cried aloud as she looked at his great, strong body lying there so helpless.
194409.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
მუჭად შეკრული ერთი ხელი კაცს განზე გაეშალა და მიწაზე უმოძრაოდ ედო;
One hand, with fingers tightly clenched, lay outflung, motion less.
194410.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
წუთი წუთს მისდევდა. დრო გადიოდა.
Minute by minute the time passed.
194411.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
მზე უკვე დასავლეთისკენ იხრებოდა და ხეების ჩრდილები სულ უფრო და უფრო გრძელდებოდა და მუქდებოდა.
The sun dropped lower in the west and the shadows grew deeper under the trees.
194412.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
პოლიანა გაუნძრევლად იჯდა და ლამის არც კი სუნთქავდა.
Pollyanna sat so still she hardly seemed to breathe.
194413.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
რომელიღაც ჩიტმა უშიშრად ისე ახლოს ჩაუფრინა, რომ ხელი რომ გაეშვირა, თავისუფლად შეეხებოდა. მერე იქვე გადმოშვერილ ტოტზე ციყვი დახტა, პირდაპირ პოლიანას ცხვირწინ ფაფუკი კუდი აიქნია და პატარა თვალები შიშით მიწაზე კვლავაც გაუნძრევლად გაწოლილი ძაღლისკენ გააცეცა.
A bird alighted fearlessly within reach of her hand, and a squirrel whisked his bushy tail on a tree-branch almost under her nose—yet with his bright little eyes all the while on the motionless dog.
194414.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
ბოლოს ძაღლმა, როგორც იქნა, ყურები დაცქვიტა, ხმადაბლა დაიწკავწკავა და შეჰყეფა.
At last the dog pricked up his cars and whined softly; then he gave a short, sharp bark.
194415.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
მესამე, ყველაზე მაღალი, მუდამ სუფთად გაპარსული და კეთილთვალებიანი, პოლიანას ადრეც ენახა და იცოდა, რომ მისი გვარი ჩილტონი იყო. ის პოლიანას და მისტერ პენდელტონს სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და პოლიანას ხალისიანად გამოელაპარაკა.
The tallest of the party—a smooth-shaven, kind-eyed man whom Pollyanna knew by sight as ‘Dr. Chilton’—advanced cheerily.
194416.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– აბა, პატარა ქალბატონო, როგორც ვხედავ, მედდის როლს თამაშობთ, არა?
‘Well, my little lady, playing nurse?’
194417.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– ო, არა სერ, – გაიღიმა პოლიანამ, – მხოლოდ თავს ვუჭერ... მე ხომ მისტერ პენდელტონისთვის ერთი წვეთი წამალიც კი არ მიმიცია. მაგრამ მიხარია, რომ აქ აღმოვჩნდი.
‘Oh, no, sir,’ smiled Pollyanna. ‘I’ve only held his head—I haven’t given him a mite of medicine. But I’m glad I was here.’
194418.
პოლიანა | თავი XIII, პენდელტონის ტყეში
– მეც, – თავი დაუქნია ექიმმა და დაზარალებულს მიუბრუნდა
‘So am I,’ nodded the doctor, as he turned his absorbed attention to the injured man.
194419.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
იმ საღამოს, როცა ჯონ პენდელტონმა ფეხი მოიტეხა, პოლიანამ ვახშმად ცოტა დააგვიანა, მაგრამ ისე მოხდა, დაგვიანებას სასჯელი არ მოჰყოლია.
Pollyanna was a little late for supper on the night of the accident to John Pendleton; but, as it happened, she escaped without reproof.
194420.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– როგორც იქნა, გამოჩნდი, – აშკარა შვებით ამოისუნთქა მან, – უკვე შვიდის ნახევარია.
‘Well, if I ain’t glad ter be settin’ my two eyes on you,’ she sighed in obvious relief. ‘It’s half-past six!’