მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194421.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ჰო, ვიცი, – შეშფოთებული სახით აღიარა პოლიანამ, – მაგრამ ჩემი ბრალი არ არის...
‘I know it,’ admitted Pollyanna anxiously; but I’m not to blame—truly I’m not.
194422.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
დარწმუნებული ვარ, დეიდა პოლიც არ დამადანაშაულებს.
And I don’t think even Aunt Polly will say I am, either.
194423.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ვერ შეძლებს! – მოზეიმე სახით გამოუცხადა ნენსიმ.
‘She won’t have the chance,’ retorted Nancy, with huge satisfaction.
194424.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– არა, რა თქმა უნდა, შენ რა შუაში ხარ! – დამცინავად ჩაიფრუტუნა ნენსიმ, – უბრალოდ, მოულოდნელად ბიძაშვილი გარდაეცვალა ბოსტონში და...
‘Not much you did,’ scoff ed Nancy.
194425.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ჯერ კიდევ ახალი წასული იყავი, სასწრაფო დეპეშა რომ მიიღო და მაშინვე გაემგზავრა.
Her cousin died suddenly down to Boston, and she had ter go.
194426.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
თქვა, სამი დღის შემდეგ დავბრუნდებიო, ასე რომ, ვფიქრობ, სასიხარულო მიზეზიც გვაქვს, შეგვიძლია, ვიმხიარულოთ, სახლში უფროსები ჩვენ ვართ, მე და შენ!
She had one o’ them yeller telegram letters after you went away this afternoon, and she won’t be back for three days. Now I guess we’re glad all right. We’ll be keepin’ house tergether, jest you and me, all that time.
194427.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– მაგრამ, მის პოლიანა, მე ადამიანის გარდაცვალება კი არა, ის... ის მიხარია, რომ...
‘Oh, but ‘twa’n’t the funeral I was glad for, Miss Pollyanna. It was—‘ Nancy stopped abruptly.
194428.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– მან ფრაზა არ დაამთავრა და პოლიანას ეშმაკურად თვალებანთებულმა გადახედა, – ვითომ ეს თამაში შენ თვითონ არ მასწავლე.... – უსაყვედურა უეცრად დასერიოზულებულმა.
A shrewd twinkle came into her eyes. ‘Why, Miss Pollyanna, as if it wa’n’t yerself that was teachin’ me ter play the game,’ she reproached her gravely.
194429.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
პოლიანამ შეშფოთებული გამომეტყველებით კოპები შეკრა.
Pollyanna puckered her forehead into a troubled frown.
194430.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ამ შემთხვევაში, მგონი, არაფრის გაკეთება არ შეიძლება, – მტკიცედ გააქნია მან თავი, – როგორც ჩანს, ცხოვრებაში ისეთი რამეებიც არსებობს, როცა ეს თამაში არ გამოდის... და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანის გარდაცვალება სწორედ ერთ-ერთი ასეთი რამეა.
‘I can’t help it, Nancy,’ she argued with a shake of her head. ‘It must be that there are some things that ‘tisn’t right to play the game on—and I’m sure funerals is one of them.
194431.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
არა, გარდაცვალებაში სასიხარულოს ნამდვილად ვერაფერს იპოვი.
There’s nothing in a funeral to be glad about.
194432.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მან თავს გადამხდარი ამბის მოყოლა დაიწყო და წუთის შემდეგ ნენსი გოგონას უკვე გაოგნებისგან პირდაღებული უსმენდა.
She had begun to tell of the accident; and in a moment Nancy, open-mouthed, was listening.
194433.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მეორე დღეს მოლაპარაკებისამებრ პოლიანა დათქმულ ადგილას ჯიმი ბინს შეხვდა.
At the appointed place the next afternoon, Pollyanna met Jimmy Bean according to agreement.
194434.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
როგორც მოსალოდნელი იყო, ჯიმის ძალიან დასწყდა გული, რომ საქველმოქმედო კომიტეტის ქალებმა მას სადღაც შორს მცხოვრები ინდოელი პატარა ბიჭები ამჯობინეს.
As was to be expected, of course, Jimmy showed keen disappointment that the Ladies’ Aid preferred a little India boy to himself.
194435.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
პოლიანამ ტაში შემოკრა.
Pollyanna clapped her hands.
194436.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ო, რა თქმა უნდა! მართალი ხარ, ჯიმი! აი, რა მოვიფიქრე, ჩემს საქველმოქმედო კომიტეტს მივწერ შენს შესახებ.
Why, of course! That’s the very thing, Jimmy! I’ll write to my Ladies’ Aiders about you.
194437.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მართალია, ისინი შორეულ დასავლეთში ცხოვრობენ და არა ინდოეთში... მაგრამ დამიჯერე, იქაურობაც ძალიან შორსაა, თითქმის ისევე, როგორც ინდოეთი.
They aren’t over in India; they’re only out West—but that’s awful far away, just the same.
194438.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
შენც ასე მოგეჩვენებოდა ჩემსავით იქიდან აქ რომ ჩამოსულიყავი!
I reckon you’d think so if you’d come all the way here as I did!
194439.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ჯიმის სახე გაუნათდა;
Jimmy’s face brightened.
194440.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– შენ ფიქრობ, რომ ისინი... ისინი მართლა... ამიყვანენ? – ჰკითხა მან.
‘Do you think they would—truly—take me?’ he asked.