მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194441.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ისინი ხომ ინდოეთში პატარა ბიჭების აღზრდისთვის ფულს აგზავნიან?
Don’t they take little boys in India to bring up?
194442.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ჰოდა, ვითომ რატომ არ შეუძლიათ ითამაშონ, თითქოს ის პატარა ინდოელი ბიჭი ამჯერად შენ ხარ.
Well, they can just play you are the little India boy this time.
194443.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ვფიქრობ, აქედან იქამდე მანძილი იმდენად დიდია, რომ ანგარიშში შენი მოხსენიება არ გაუჭირდებათ.
I reckon you’re far enough away to make a report, all right.
194444.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მისის ვაიტი ყველაზე მდიდარია, მაგრამ მისის ჯოუნსი უფრო გულუხვია და ყველაზე დიდ შესაწირს ის გასცემს ხოლმე... თუ დაფიქრდები, რა უცნაურია, არა?..
Mrs. White has got the most money, but Mrs. Jones gives the most—which is kind of funny, isn’t it?—when you think of it.
194445.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– რა თქმა უნდა, – თავის ენერგიული დაქნევით დაეთანხმა პოლიანა, – თანაც ასე მეცოდინება კიდეც, სად გიპოვო.
‘Of course,’ nodded Pollyanna emphatically. Then I’ll know just where to find you.
194446.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
აი, ნახავ, აგიყვანენ... დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, შენ ხომ იმათგან საკმაოდ შორს ხარ.
And they’ll take you—I’m sure you’re far enough away for that.
194447.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ასევე არ მოხდა, როცა მე დეიდა პოლიმ ამიყვანა?... მოიცა! – წამოიყვირა მან მოულოდნელად და წუთით ჩაფიქრდა, – როგორ ფიქრობ, დეიდა პოლიმაც იმიტომ ამიყვანა, რომ ლამის ინდოეთივით შორს ვცხოვრობდი?
Didn’t Aunt Polly take— Say!’ she broke off, suddenly, ‘DO you suppose I was Aunt Polly’s little girl from India?’
194448.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– აბა რა გითხრა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, შენნაირი უცნაური გოგო აქ მე არ მინახავს, – გაიცინა ჯიმიმ, შეტრიალდა და წავიდა.
‘Well, if you ain’t the queerest kid,’ grinned Jimmy, as he turned away.
194449.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
პენდელტონის ტყეში უბედური შემთხვევიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნებოდა გასული, როცა ერთ დილასაც პოლიანამ დეიდას თხოვნით მიმართა;
It was about a week after the accident in Pendleton Woods that Pollyanna said to her aunt one morning;
194450.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– დეიდა პოლი, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ ხბოს ფეხების ლაბა დღეს მისის სნოუს მაგივრად სხვას მივუტანო? დარწმუნებული ვარ, მისის სნოუს არ ეწყინება, ყოველ შემთხვევაში, ამ ერთხელ მაინც...
‘Aunt Polly, please would you mind very much if I took Mrs. Snow’s calf’s-foot jelly this week to some one else? I’m sure Mrs. Snow wouldn’t—this once.’
194451.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ღმერთო ჩემო, პოლიანა! ახლა რაღა მოიფიქრე? – ამოიოხრა მის პოლიმ, – არა, სრულიად არაორდინალური ბავშვი ხარ!
‘Dear me, Pollyanna, what ARE you up to now? sighed her aunt. ‘You ARE the most extraordinary child!’
194452.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
პოლიანამ, ცოტა არ იყოს, შეშფოთებული გამომეტყველებით კოპები შეკრა.
Pollyanna frowned a little anxiously.
194453.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– დეიდა პოლი, რას ნიშნავს „არაორდინალური“? გამოდის, რომ თუ ვინმე არაორდინალურია, ის ორდინალური ვეღარ იქნება, არა?
‘Aunt Polly, please, what is extraordinary? If you’re EX traordinary you can’t be ORdinary, can you?’
194454.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– რა თქმა უნდა, ვეღარ იქნება.
‘You certainly can not.’
194455.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ო, მაშინ ყველაფერი კარგადაა! მიხარია, რომ არაორდინალური ვარ, – შვებით ამოისუნთქა პოლიანამ და სახე გაუნათდა
‘Oh, that’s all right, then. I’m glad I’m EXtraordinary,’ sighed Pollyanna, her face clearing.
194456.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– საქმე ის არის, რომ მისის ვაიტი მისის როუსონზე ხშირად ამბობდა, ძალიან ორდინალური ქალიაო და... მისის როუსონს საშინლად ვერ იტანდა.
‘You see, Mrs. White used to say Mrs. Rawson was a very ordinary woman—and she disliked Mrs. Rawson something awful.
194457.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ისინი დაუმთავრებლად ჩხუბობდნენ და მამას... უფრო სწორად, იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ ამ ორ ქალბატონს შორის კონფლიქტის მოგვარებაზე ბევრად მეტ ძალას ვხარჯავდით, ვიდრე მაშინ, როცა კომიტეტის სხვა ქალებს მოსდიოდათ უთანხმოება...
They were always fight—I mean, father had—that is, I mean, WE had more trouble keeping peace between them than we did be tween any of the rest of the Aiders’;
194458.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– სასწრაფოდ გამოასწორა პოლიანამ და სამრევლოს შორის კინკლაობაზე ლაპარაკის ამკრძალავ მამას სცილასა და მამას ხსენების ამკრძალავ დეიდის ქარიბდას შორის თავისი გემის გაყვანაზე დახარჯული ძალისხმევით ლამის აქოშინებულმა მძიმედ ამოისუნთქა.
Corrected Pollyanna, a little breathless from her efforts to steer between the Scylla of her father’s past commands in regard to speaking of church quarrels, and the Charybdis of her aunt’s present commands in regard to speaking of her father.
194459.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ჰო, კარგი, კარგი, რა მნიშვნელობა აქვს, – მოუთმენლად უპასუხა მის პოლიმ;
‘Yes, yes; well, never mind,’ interposed Aunt Polly, a trifle impatiently.
194460.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– მინდა შევნიშნო, რომ მეტისმეტად სიტყვაუხვი ხარ, პოლიანა, და რა თემაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ, ბოლოს მაინც საქველმოქმედო კომიტეტის ქალებამდე მიდიხარ!
‘You do run on so, Pollyanna, and no matter what we’re talking about you always bring up at those Ladies’ Aiders!’