მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194461.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– დიახ, – ხალისიანად გაიღიმა პოლიანამ, – ალბათ, ასეც არის, მაგრამ, ხომ გესმით, ისინი მივლიდნენ და...
‘Yes’m,’ smiled Pollyanna, cheerfully, ‘I reckon I do, maybe. But you see they used to bring me up, and—‘
194462.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– საკმარისია, პოლიანა, – ცივად გააწყვეტინა მის პოლიმ, – მოკლედ!.. იმ ლაბაზე რას მეუბნებოდი?
‘That will do, Pollyanna,’ interrupted a cold voice. ‘Now what is it about this jelly?’
194463.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ისეთს არაფერს, რაც არ მოგეწონებოდათ, დეიდა პოლი, დარწმუნებული ვარ, უარს არ მეტყვით...
Nothing, Aunt Polly, truly, that you would mind, I’m sure.
194464.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
თქვენ ხომ წინააღმდეგი არ იყავით, მის სნოუსთვის ლაბა წამეღო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ერთხელ მასთან წაღების უფლებასაც მომცემთ.
You let me take jelly to HER, so I thought you would to HIM—this once.
194465.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
„მოტეხილი ფეხი“?
‘Broken leg’?
194466.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ვის გულისხმობ, პოლიანა?
What are you talking about, Pollyanna?’
194467.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ო, როგორ დამავიწყდა! თქვენ ხომ არ იცით...
Oh, I forgot. I reckon you didn’t know.
194468.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მოკლედ, ეს მაშინ მოხდა, აქ რომ არ იყავით.
You see, it happened while you were gone.
194469.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მე ის ტყეში ვიპოვე და უცხო სახლში შესვლა მომიწია, ექიმს დავურეკე, რომ საკაცე წამოეღო და ხალხი წამოეყვანა. კიდევ, სანამ ისინი მოვიდნენ, თავს ვუჭერდი და მოკლედ.
It was the very day you went that I found him in the woods, you know; and I had to unlock his house and telephone for the men and the doctor, and hold his head, and everything.
194470.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ამის მერე წამოვედი და აღარ მინახავს.
Then I came away and haven’t seen him since.
194471.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მაგრამ დღეს მისის სნოუსთვის ამ კვირაში წასაღებ ლაბას რომ აკეთებდა ნენსი, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, მისის სნოუს მაგივრად ამჯერად ლაბა იმისთვის წამეღო-მეთქი. მხოლოდ ამ ერთხელ, დეიდა პოლი! შეიძლება?
But when Nancy made the jelly for Mrs. Snow this week I thought how nice it would be if I could take it to him instead of her, just this once. Aunt Polly, may I?
194472.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ჰო, კარგი, რატომაც არა, წაუღე, – უხალისოდ და უკვე საკმაოდ დაღლილი ხმით უპასუხა მის პოლიმ, – და იმ ადამიანს, რა თქვი, რა ჰქვიაო?
‘Yes, yes, I suppose so,’ acquiesced Miss Polly, a little wearily. ‘Who did you say he was?’
194473.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– მისტერ ჯონ პენდელტონი, დეიდა პოლი...
‘The Man. I mean, Mr. John Pendleton.’
194474.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მის პოლიმ თავი ძლივს შეიკავა, რომ სკამიდან არ წამომხტარიყო.
Miss Polly almost sprang from her chair.
194475.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ჰო, მისი სახელი ნენსიმ მითხრა. თქვენც ხომ არ იცნობთ?
‘Yes. Nancy told me his name. Maybe you know him.’
194476.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მის პოლიმ პოლიანას შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
Miss Polly did not answer this.
194477.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– შენ იცნობ? – ჰკითხა წამის მერე პასუხის მაგივრად.
Instead she asked: Do YOU know him?
194478.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
პოლიანამ თავი დაუქნია.
Pollyanna nodded.
194479.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ო, რა თქმა უნდა! ყოველთვის მელაპარაკება და მიღიმის... ამ ბოლო დროს.
‘Oh, yes. He always speaks and smiles—now.
194480.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ის მხოლოდ გარეგნულად არის ბრაზიანი, ხომ გესმით?..
He’s only cross OUTSIDE, you know.