მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194481.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ჰოდა, წავალ და ლაბას წავუღებ.
I’ll go and get the jelly.
194482.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
წეღან სამზარეულოში რომ შევიხედე, ნენსიმ მითხრა, თითქმის მზად არისო... – წამოიძახა კარისკენ უკვე ხტუნვახტუნვით მიმავალმა პოლიანამ.
Nancy had it ‘most fixed when I came in,’ finished Pollyanna, al ready halfway across the room.
194483.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– პოლიანა, მოიცადე! – მის პოლის ხმა მოულოდნელად მკაცრად გაისმა, – გადავიფიქრე.
‘Pollyanna, wait! Miss Polly’s voice was suddenly very stern. I’ve changed my mind.
194484.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მაინც მირჩევნია, რომ... ლაბა დღეს ისევ, როგორც ყოველთვის, მისის სნოუს მიუტანო.
I would prefer that Mrs. Snow had that jelly to-day—as usual.
194485.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
სულ ეს არის.
That is all.
194486.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ახლა შეგიძლია წახვიდე.
You may go now.
194487.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
პოლიანას სახე მოეღრუბლა.
Pollyanna’s face fell.
194488.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ჰო, მახსოვს.
Yes, I remember.
194489.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
გავიგე, რომ გასულ კვირას მისტერ პენდელტონი უბედური შემთხვევის გამო დაშავდა, – საკმაოდ დაძაბული და არაბუნებრივი ხმით უპასუხა მის პოლიმ;
I heard Mr. John Pendleton had met with an accident,’ said Miss Polly, a little stiffly;
194490.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ვიცი, ძალიან ბრაზიანია, დეიდა პოლი და, ალბათ, ამიტომაც არ მოგწონთ, მაგრამ... მხოლოდ გარეგნულადაა ბრაზიანი, – ნაღვლიანად ამოიბუტბუტა პოლიანამ, – თანაც შემიძლია სულაც არ ვუთხრა, რომ ლაბა თქვენ გაუგზავნეთ.
‘I know, he is cross—outside,’ admitted Pollyanna, sadly, ‘so I suppose you don’t like him. But I wouldn’t say ‘twas you sent it.
194491.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მე ხომ ის მომწონს და გამიხარდება, თუ ლაბას მივუტან.
I like him. I’d be glad to send him jelly.
194492.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მის პოლიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია;
Miss Polly began to shake her head again.
194493.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მაგრამ უეცრად თავის ქნევა შეწყვიტა და დისშვილს უცნაურად მშვიდი ხმით ჰკითხა: – მისტერ პენდელტონმა იცის, ვინ ხარ, პოლიანა? გოგონამ ამოიოხრა.
Then, suddenly, she stopped, and asked in a curiously quiet voice: ‘Does he know who you—are, Pollyanna?’ The little girl sighed.
194494.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– მგონი, არა... ჩემი სახელი და გვარი ერთხელ კი ვუთხარი, მაგრამ სახელით არასდროს მოუმართავს... არა, არასდროს.
‘I reckon not. I told him my name, once, but he never calls me it—never.’
194495.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– იცის, სად ცხოვრობ?
‘Does he know where you—live?’
194496.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ო, არა. ეს არასდროს მითქვამს.
‘Oh, no. I never told him that.’
194497.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– ესე იგი, არც ის იცის, რომ შენ... ჩემი დისშვილი ხარ?
‘Then he doesn’t know you’re my—niece?’
194498.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– არა მგონია. ორიოდ წუთით ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.
‘I don’t think so.’ For a moment there was silence.
194499.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მის პოლი პოლიანას დაბნეული და რაღაცნაირი ისეთი მზერით შესცქეროდა, გეგონებოდა, საერთოდ ვერ ხედავსო.
Miss Polly was looking at Pollyanna with eyes that did not seem to see her at all.
194500.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
გოგონა ერთი ფეხიდან მეორეზე მოუთმენლად ინაცვლებდა და ჩუმად ოხრავდა, მაგრამ ბოლოს, თითქოს ღრმა ძილიდან გამოფხიზლდაო;
The little girl, shifting impatiently from one small foot to the other, sighed audibly.