მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194501.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
მის პოლიმ თავი ამაყად აიქნია და ფეხზე წამოდგა.
Then Miss Polly roused herself with a start.
194502.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– კარგი პოლიანა, – წარმოთქვა იმავე უჩვეულო და უცნაური ხმით;
‘Very well, Pollyanna,’ she said at last, still in that queer voice, so unlike her own;
194503.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– შეგიძლია... შეგიძლია, ლაბა მისტერ პენდელტონს პირადად შენს ძღვენად წაუღო.
‘Very well, Pollyanna,’ she said at last, still in that queer voice, so unlike her own; ‘you may... you may take the jelly to Mr. Pendleton as your own gift.
194504.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
დაიმახსოვრე: მე მისთვის არაფერი არ გამიგზავნია.
But understand: I do not send it.
194505.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
ყველანაირად ეცადე, არ იფიქროს, რომ ლაბა ჩემგანაა!
Be very sure that he does not think I do!
194506.
პოლიანა | თავი XIV, ლაბა
– რა თქმა უნდა, ვეცდები! გმადლობთ, დეიდა პოლი! – უპასუხა გახარებულმა პოლიანამ და ოთახიდან სირბილით გავარდა.
‘Yes’m—no’m—thank you, Aunt Polly,’ exulted Pollyanna, as she flew through the door.
194507.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
მისტერ პენდელტონის ნაცრისფერი ქვის უზარმაზარმა სახლმა პოლიანაზე მეორედ მისვლისას სულ სხვა შთაბეჭდილება მოახდინა.
The great gray pile of masonry looked very different to Pollyanna when she made her second visit to the house of Mr. John Pendleton.
194508.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ფანჯრები გაღებული იყო, უკანა ეზოში ვიღაც ხანშიშესული ქალი თეთრეულს ფენდა, შესასვლელთან კი ექიმის ორთვალა ეტლი იდგა.
Windows were open, an elderly woman was hanging out clothes in the back yard, and the doctor’s gig stood under the porte-cochere.
194509.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ისევე, როგორც ერთი კვირის წინათ, პოლიანა გვერდითა შესასვლელთან მივიდა და ამჯერად ზარი დარეკა.
As before Pollyanna went to the side door. This time she rang the bell—
194510.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
გაახსენდა, რომ ამ სახლში პირველი ვიზიტისას ხელში გასაღები ისე მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული, დაბუჟებულ თითებს ლამის ვეღარ გრძნობდა;
Her fingers were not stiff to-day from a tight clutch on a bunch of keys.
194511.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
უკვე ნაცნობი პატარა ძაღლი პოლიანას შესაგებებლად კიბეზე გამოხტა, თუმცა ძაღლისგან განსხვავებით, ქალი, რომელიც თეთრეულს ფენდა, აშკარად არ ჩქარობდა და სანამ კარს გაუღებდნენ, პოლიანას ცოტა ხანს ლოდინი მოუწია.
A familiar-looking small dog bounded up the steps to greet her, but there was a slight delay before the woman who had been hanging out the clothes opened the door.
194512.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– დღე მშვიდობისა! უკაცრავად რომ შეგაწუხეთ... მისტერ პენდელტონისთვის ხბოს ფეხების ლაბა მოვიტანე, – გაუღიმა ქალს პოლიანამ.
‘If you please, I’ve brought some calf’s-foot jelly for Mr. Pendleton,’ smiled Pollyanna.
194513.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– გმადლობთ, – უპასუხა თავაზიანად ქალმა და პოლიანას გაწვდილი ჯამი გამოართვა;
‘Thank you,’ said the woman, reaching for the bowl in the little girl’s hand.
194514.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– რა გადავცე, ვისგან არის ეს ლაბა? მაშასადამე, ხბოს ფეხების ლაბაა, არა?
‘Who shall I say sent it? And it’s calf’s-foot jelly?’
194515.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ექიმმა, რომელიც სწორედ ამ დროს წინკარში გამოვიდა და ქალის სიტყვები გაიგონა, პოლიანას სახეზე იმდეგაცრუება ამოიკითხა და კარს მიუახლოვდა.
The doctor, coming into the hall at that moment, heard the woman’s words and saw the disappointed look on Pollyanna’s face. He stepped quickly forward.
194516.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ო, ლაბა?! – ჰკითხა პოლიანას გულთბილად, – ძალიან კარგი! თუმცა იქნებ ჩვენი პაციენტის მონახულებაც გინდა?
‘Ah! Some calf’s-foot jelly?’ he asked genially. ‘That will be fine! Maybe you’d like to see our patient, eh?’
194517.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ო, რა თქმა უნდა, სერ, – სახე გაებადრა გოგონას.
‘Oh, yes, sir,’ beamed Pollyanna;
194518.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– მაგრამ... მისტერ ჩილტონ, მისტერ პენდელტონის განკარგულება?..
‘But, Doctor, didn’t Mr. Pendleton give orders not to admit—any one?’
194519.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– დიახ, ასეა, – აუღელვებლად დაეთანხმა ექიმი, – მაგრამ ახლა მე ვიძლევი აქ განკარგულებებს და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე ვიღებ...
‘Oh, yes,’ nodded the doctor, imperturbably. ‘But I’m giving orders now. I’ll take the risk.’
194520.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ის წამით გაჩუმდა და მერე უცნაურად, რაღაცნაირი იდუმალი ხმით დაამატა, – თქვენ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი გსმენიათ, მაგრამ ეს პატარა გოგონა ავადმყოფებზე ბევრად უკეთ მოქმედებს, ვიდრე მთელი ბოთლი ის ყოველდღიური მატონიზირებელი საშუალება, რასაც ვაძლევთ.
Then he added whimsically: ‘You don’t know, of course; but that little girl is better than a six-quart bottle of tonic any day.