მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194521.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
თუკი ამ პირქუში მდგომარეობიდან ჯონ პენდელტონის გამოყვანა და გახალისება საერთოდ შესაძლებელია, ერთადერთი ეს პატარა გოგონაა, ვინც ამას მოახერხებს.
If anything or any body can take the grouch out of Pendleton this afternoon, she can.
194522.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ვინ არის? ექიმი წამით გაჩუმდა და აშკარად შეეტყო, რომ ყოყმანობდა.
‘Who is she?’ For one brief moment the doctor hesitated.
194523.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ჩვენს ქალაქში მცხოვრები ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ქალის დისშვილია.
‘She’s the niece of one of our best known residents.
194524.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
თავად ამ... ამ პატარა გოგონას ახლოს ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემი პაციენტები იცნობენ კარგად და, მინდა გითხრათ, ეს ძალიან მახარებს.
I—I don’t happen to enjoy a very extensive personal acquaintance with the little lady as yet; but lots of my patients do—I’m thankful to say!
194525.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ექიმმა თავი გააქნია.
The doctor shook his head.
194526.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც გავარკვიე, ამ გოგონას რაღაც უზარმაზარი და ამოუწურავი სურვილი და, რაც მთავარია, უნარი აქვს, ყველაფერში, რაც ხდება, ან უნდა მოხდეს, დადებითი მხარე დაინახოს.
I don’t know. As near as I can find out it is an overwhelming, unquenchable gladness for everything that has happened or is going to happen.
194527.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის, როცა ჩემი პაციენტები ამ გოგოსთან შეხვედრის ამბავს მიამბობენ და მის ნათქვამს მიმეორებენ, ფრაზა;
At any rate, her quaint speeches are constantly being repeated to me, and, as near as I can make out, ‘just being glad’ is the tenor of most of them.
194528.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ამასობაში ხანშიშესულმა მოსამსახურემ პოლიანა ექიმის მითითების შესაბამისად ჯონ პენდელტონის ოთახამდე მიაცილა.
Pollyanna, meanwhile, in accordance with the doctor’s orders, was being escorted to John Pendleton’s rooms.
194529.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
კედლების მთელ სიმაღლეზე წიგნის თაროების მწკრივები და წითელი ფარდები ძველებურად გამოიყურებოდა, მაგრამ იატაკზე ნაგავი არ ეყარა, საწერი მაგიდის ზედაპირზე იდეალურად გასწორებული წიგნები და საქაღალდეები ეწყო, და რაც მთავარია, არსად მტვრის უმნიშვნელო კვალიც კი არ ჩანდა.
The booklined walls and the crimson curtains were the same; but there was no litter on the floor, no untidiness on the desk, and not so much as a grain of dust in sight.
194530.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
სატელეფონო წიგნი თავის ადგილას, კაუჭზე ეკიდა, ბუხართან მდგარი თითბრის სადგარი კი ისე ბზინავდა, რომ ლამის თვალს ჭრიდა.
The telephone card hung in its proper place, and the brass andirons had been polished.
194531.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ერთ-ერთი იდუმალებით მოცული კარი, რომელის დანახვამაც პოლიანა პირველი სტუმრობისას შეაშინა, გაღებული აღმოჩნდა და მსახურმაც გოგონა სწორედ იმ კართან მიიყვანა.
One of the mysterious doors was open, and it was toward this that the maid led the way.
194532.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
წუთის შემდეგ პოლიანა უკვე მდიდრულად მოწყობილ საძინებელში იდგა.
A moment later Pollyanna found herself in a sumptuously furnished bedroom;
194533.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– სერ, თუ ნებას მომცემთ... ამ გოგონამ ლაბა მოგიტანათ და... ექიმმა მითხრა, რომ... თქვენ მოსანახულებლად შემომეყვანა,;
‘If you please, sir, here—here’s a little girl with some jelly. The doctor said I was to—to bring her in.’
194534.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
პოლიანა გაცეცხლებული კაცის პირისპირ, რომელიც ლოგინში ზურგზე იწვა და არ ინძრეოდა, ოთახში მარტო დარჩა.
The next moment Pollyanna found herself alone with a very cross-looking man lying flat on his back in bed.
194535.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– კი მაგრამ, მე ხომ გითხარით, რომ... – გაისმა მისი გაღიზიანებული ხმა, რომელიც საწოლთან პოლიანას მიახლოვებისთანავე არცთუ თავაზიანი ბუზღუნით შეიცვალა, – ა, ეს შენ ხარ?!
‘See here, didn’t I say—‘ began an angry voice. ‘Oh, it’s you!’ it broke off not very graciously, as Pollyanna advanced toward the bed.
194536.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– დიახ, სერ, – გაიღიმა პოლიანამ, – როგორ მიხარია, რომ შემომიშვეს!
‘Yes, sir,’ smiled Pollyanna. Oh, I’m so glad they let me in!
194537.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ხომ გესმით, თავიდან ამ ქალმა, უბრალოდ, ლაბა გამომართვა და ძალიან შემეშინდა, რომ ვერ გნახავდით, მაგრამ მერე ექიმი გამოვიდა და შემომთავაზა, შემოვსულიყავი და მენახეთ.
You see, at first the lady ‘most took my jelly, and I was so afraid I wasn’t going to see you at all. Then the doctor came, and he said I might.
194538.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
რა კარგი ადამიანია, არა, შემოსვლის უფლება რომ მომცა?
Wasn’t he lovely to let me see you?
194539.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
მისტერ პენდელტონის ტუჩებს უნებურმა ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ პასუხის ნაცვლად მხოლოდ გაურკვეველი ბგერა გამოსცა: – ჰმ!
In spite of himself the man’s lips twitched into a smile; but all he said was ‘Humph!’
194540.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– აი, თქვენთვის ხბოს ფეხების ლაბა მოვიტანე, – განაგრძო პოლიანამ და ხმაში გამკრთალი იმედით დაამატა, – იმედია გიყვართ?..
‘And I’ve brought you some jelly,’ resumed Pollyanna; ‘— calf’s-foot. I hope you like it?’