მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194541.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
წამით პოლიანაც დანაღვლიანდა და მისტერ პენდელტონს იმედგაცრუებულმა შეხედა, მაგრამ მერე ჯამი მაგიდაზე დადგა და მაშინვე გამხიარულდა.
For a brief instant Pollyanna’s countenance showed disappointment; but it cleared as she set the bowl of jelly down.
194542.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– არ გაგისინჯავთ? მაგრამ, რაკი არ გაგისინჯავთ, ვერც იმას იტყვით, რომ არ გიყვართ, ხომ ასეა?
Didn’t you? Well, if you didn’t, then you can’t know you DON’T like it, anyhow, can you?
194543.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ასე რომ, მიხარია კიდეც, რომ არ გაგისინჯავთ, რადგან გასინჯული რომ გქონდეთ და იცოდეთ...
So I reckon I’m glad you haven’t, after all. Now, if you knew—‘
194544.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ჰო, კარგი, კარგი... ერთადერთი, რაც დაზუსტებით ვიცი, ის არის, რომ იძულებული ვარ, ლოგინში გაუნძრევლად ვიწვე და, როგორც ვატყობ, განკითხვის დღემდე ასე წოლა მომიწევს... პოლიანას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
‘Yes, yes; well, there’s one thing I know all right, and that is that I’m flat on my back right here this minute, and that I’m liable to stay here—till doomsday, I guess.’ Pollyanna looked shocked.
194545.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ო, არა, რას ამბობთ! თუ, რა თქმა უნდა, განკითხვის დღე იმაზე ადრე არ დადგება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, შეუძლებელია ეს განკითხვის დღემდე გაგრძელდეს, როცა გაბრიელ მთავარანგელოზი თავის საყვირს ჩაბერავს...
Oh, no! It couldn’t be till doomsday, you know, when the angel Gabriel blows his trumpet, unless it should come quicker than we think it will—
194546.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ამ ხარხარის გაგონებაზე სანიტარი, რომელიც სწორედ ამ დროს ოთახში შემოდიოდა, ოთახიდან ნაჩქარევად და უხმაუროდ, ლამის ფეხის წვერებზე და ისეთი შეშინებული სახით გაიპარა, როგორი გამომეტყველებაც, ალბათ, მზარეულებს აქვთ ხოლმე, როდესაც ხედავენ, რომ ნაადრევად გამოღებულ ქურაში შესული ცივი ჰაერი სადაცაა ღვეზელს ჩაუგდებს, ამიტომ ქურის კარს სასწრაფოდ ხურავენ.
The nurse, coming in at that moment, heard the laugh, and beat a hurried—but a very silent—retreat. He had the air of a frightened cook who, seeing the danger of a breath of cold air striking a half-done cake, hastily shuts the oven door.
194547.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– მგონი, ცოტა აირიე, არა? – ჯერაც სიცილით ჰკითხა პოლიანას ჯონ პენდელტონმა და პოლიანასაც გაეცინა.
‘Aren’t you getting a little mixed?’ asked John Pendleton of Pollyanna. The little girl laughed.
194548.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– დიახ, ალბათ, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ მალე მორჩებით... ანუ, მოტეხილი ფეხი მოგირჩებათ, ხომ გესმით... ეს ხომ განუკურნებელი ავადმყოფობა არ არის, როგორიც მისის სნოუს აქვს...
‘Maybe. But what I mean is, that legs don’t last—broken ones, you know—like lifelong invalids, same as Mrs. Snow has got.
194549.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– თანაც თქვენ ხომ მხოლოდ ერთი ფეხი მოიტეხეთ, შეგიძლიათ ამითაც გაიხაროთ! ხომ შეიძლებოდა ორივე მოგეტეხათ! – განაგრძო ეშხში შესულმა პოლიანამ.
‘And you didn’t break but one. You can be glad ‘twasn’t two.’ Pollyanna was warming to her task.
194550.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– რა თქმა უნდა! რა ბედნიერებაა, რომ ორივე არ მოვიტეხე! – აგდებულად ჩაიფრუტუნა კაცმა და წარბები აძგიბა, – თუ საქმეს ამ კუთხით შევხედავთ, როგორც ვხვდები, ისიც უნდა მიხაროდეს, რომ მრავალფეხა არ ვარ და ორმოცდაათივე ფეხი არ მოვიტეხე! პოლიანამ ჩაიკისკისა.
‘Of course! So fortunate,’ sniffed the man, with uplifted eyebrows; ‘looking at it from that standpoint, I suppose I might be glad I wasn’t a centipede and didn’t break fifty!’ Pollyanna chuckled.
194551.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– რა კარგად მოიფიქრეთ! – წამოიძახა აღფრთოვანებულმა, – მეც მინახავს მრავალფეხა... მართლა უამრავი ფეხი აქვს! და თქვენ შეგიძლიათ გიხაროდეთ, რომ...
‘Oh, that’s the best yet,’ she crowed. ‘I know what a centipede is; they’ve got lots of legs. And you can be glad—‘
194552.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ჰო, რა თქმა უნდა, – გააწყვეტინა კაცმა და ხმაში ისევ ძველებური უკმაყოფილება გაუკრთა, – როგორც ვხდები, ისღა დამრჩენია, ვიწვე და ყველაფერი მიხაროდეს, მაგალითად, ის რომ სანიტარი მყავს, ექიმი და კიდევ ის წყეული ქალი სამზარეულოში!
‘Oh, of course,’ interrupted the man, sharply, all the old bitterness coming back to his voice; ‘I can be glad, too, for all the rest, I suppose—the nurse, and the doctor, and that confounded woman in the kitchen!’
194553.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
პოლიანამ თანაგრძნობით თავი დაიქნია და კოპები შეკრა.
Pollyanna frowned sympathetically.
194554.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– დიახ, მესმის, მისტერ პენდელტონ. ეს ყველაზე რთულია... ფულს ვგულისხმობ... მით უმეტეს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში აგროვებდით და ეკონომიურად ხარჯავდით.
‘Yes, I know. THAT part is too bad—about the money— when you’ve been saving it, too, all this time.’
194555.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ლობიოს და თევზის ტეფტელებს ყიდულობდით... ისე, ლობიო გიყვართ? თუ შემწვარი ინდაურის ხორცი გირჩევნიათ, მაგრამ ინდაურის ხორცს იმიტომ არ უკვეთავთ ხოლმე, რომ ულუფა სამოცი ცენტი ღირს?
Say, DO you like beans?—or do you like turkey better, only on account of the sixty cents?’
194556.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– მოიცა, მოიცა... არ მესმის, საერთოდ რაზე ლაპარაკობ? პოლიანას ღიმილით სახე გაებადრა.
‘Look a-here, child, what are you talking about?’ Pollyanna smiled radiantly.
194557.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– თქვენს ფულზე, მისტერ პენდელტონ... რომელსაც საკუთარ თავზე არ ხარჯავდით და წარმართებისთვის აგროვებდით... ეს შემთხვევით გავიგე, ნენსიმ მითხრა და ხომ გესმით... ამანაც მიმახვედრა, რომ შინაგანად თქვენ ბრაზიანი სულაც არ ხართ.
‘About your money, you know—denying yourself, and saving it for the heathen. You see, I found out about it. Why, Mr. Pendleton, that’s one of the ways I knew you weren’t cross inside. Nancy told me.’
194558.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
გაოგნებისგან კაცს ყბა ჩამოუვარდა.
The man’s jaw dropped.
194559.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– მაშასადამე, ნენსიმ გითხრა, რომ ფულს წარმართებისთვის ვაგროვებ? და... იქნებ ისიც მითხრა, ნენსი ვინ არის?
‘Nancy told you I was saving money for the—Well, may I inquire who Nancy is?’
194560.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ჩვენი ნენსი. დეიდა პოლისთან მოსამსახურედ მუშაობს.
‘Our Nancy. She works for Aunt Polly.’